საქმე ისაა, რომ ეს მოდელები სხვადასხვა დროს მაინც ძალიან მოდური იყო, თუმცა, საბედნიეროდ, ისინი უკვე წარსულს ჩაბარდა.
ე.წ. "უგგები"
ამ ტიპის ფეხსაცმელი რატომღაც, თითქმის, ყველა გოგოს ჰქონდა. თუკი რამდენიმე წლის წინ ტოპ-ტრენდი იყო, დღეს საბოლოოდ გადავიდა ისინი მოდიდან. დაბალძირიანი ბეწვის ბათინკი ვიზუალურად ფეხებს უფრო სრულს წარმოაჩენდა, განსაკუთრებით თუკი მას ჯინსს შეუხამებდით. მის უფრო უარეს ვარიანტს დუტის მოდელი წარმოადგენდა. თუმცა, საქმე ფეხსაცმლის სიგრძეში სულაც არაა: თავად მასალა ამახინჯებდა ქალის სილუეტს.
ძალიან დაბალყელიანი ჩექმა
საკმაოდ საკამათო და გაუგებარი ფეხსაცმელი ყველანაირი გაგებით - პირველ რიგში, ძალიან დაბალყელიანი ჩექმა სულაც არ იყო პრაქტიკული, მით უმეტეს ცივ, წვიმიან ამინდში. მეორეც, მასა და ტანსაცმელს შორის დაშორება ისეთი თვალშისაცემია, რომ სილუეტი კონკრეტულ მონაკვეთებად იყოფა, ეს კი პრაქტიკულად გამორიცხავდა მინი ბოლოკაბის ან კაბის ჩაცმას. ამ ტიპის ფეხსაცმლის ჩანაცვლება წარმატებით მოხდა ოდნავ უფრო წვეტიანი ცხვირით და კანის ფერთან მაქსიმალურად მიახლოებული ფეხსაცმლის ფერით, რაც ვიზუალურად ფეხს უფრო აგრძელებს და სილუეტსაც უფრო ბუნებრივს ხდის.
ფეხსაცმელი-სანდალი გამოკვეთილ პლატფორმაზე
გამოკვეთილპლატფორმიანი ფეხსაცმელი შესაძლოა იყოს ლამაზი და მოდური, თუმცა ეს უფრო გამონაკლისია, ვიდრე - წესი. უფრო მეტად ისინი 2000-იანების გადმონაშთად მიიჩნევა. თუმცა სნობიზმი რომ გვერდზე გადავდოთ, ასეთ ფეხსაცმელს ვერც პრაქტიკულ გამართლებას ვუპოვით. მსგავსი ფეხსაცმელი ფეხს მოუქნელს აჩენს, გარდა ამისა, ფიგურის პროპორციასაც არღვევს.
ბალეტის ფეხსაცმელი მრგვალი ცხვირით
ამ მოდელით არამხოლოდ მოუქნელი სიარულის მანერას მიიღებთ „ბონუსად“, არამედ - უგემოვნოს სტატუსსაც. თუკი სამკუთხაცხვირიან მოდელებს კიდევ აქვთ შანსი, თანამედროვე გოგონას გარდერობში საკუთარი ღირსეული ადგილი ჰქონდეს, მომრგვალებული საბალეტო ფეხსაცმელი წარსულს ჩაბარდა. მოუხერხებელი, არაპრაქტიკული ფეხსაცმელი ყველაზე იდეალური ფეხის დამახინჯებასაც კი „წარმატებით“ ახერხებს.
ამ მოდელის ჩანაცვლება მშვენივრად შეიძლება საბალეტო ფეხსაცმლით ოდნავ ქუსლზე.
გლადიატორის სანდლები
ზაფხული - ლამაზი, მსუბუქი, რომანტიკული ჩაცმულობის სეზონია. გრძელი, გლადიატორის სანდლები კი ნამდვილად არ ზის ამ ჩამონათვალში. ასეთი ტიპის სანდალს შეხვდებით თემატურ ფოტოსესიაზე ან წვეულებაზე, თუმცა არა - ყოველდღიურ ცხოვრებაში. ამ ტიპის ფეხსაცმელი რამდენიმე ზედმეტ სანტიმეტრს უმატებს ფეხს სიგანეში.
წელს გლადიატორის სანდლები მოდაშია, თუმცა მისი ბევრად უფრო დაბალყელიანი მოდელები.