პეპელა 1 - შეზღუდვების სიმბოლო
1. თქვენ მიერვე გამოგონებული პატარ-პატარა შეზღუდვების ტყვეობაში ხართ;
2. საკუთარი სურვილების გამხელის გეშინიათ, რადგან ფიქრობთ, რომ ვერ გაგიგებენ;
3. შეეცადეთ, ამ პრობლემების პირველწყაროს მიაკვლიოთ და მასზე წაიმუშაოთ.
პეპელა 2 - გაორებისა და დაბნეულობის სიმბოლო
1. ძნელად იღებთ გადაწყვეტილებებს და მუდმივად ზეწოლის ქვეშ გრძნობთ თავს;
2. რაღაც გიშლით ხელს ცხოვრებაში, მაგრამ ამის აღიარების გეშინიათ;
3. არ ღირს ცვლილებებისადმი შიში, ისინი განვითარების გასაღებია!
პეპელა 3 - რუტინის სიმბოლო
1. ძნელად ეგუებით ცვლილებებს, გიჭირთ ძველი ჩვევებისგან გათავისუფლება და რაღაც ახლის დაწყება;
2. რუტინა საშინლად გაღიზიანებთ, მაგრამ არ შეგიძლიათ, საკუთარ თავში მოძებნოთ ძალა და კომფორტის ზონიდან გამოხვიდეთ;
3. გახსოვდეთ, ადამიანი ყველაფერს ეჩვევა! მთავარია, დაიწყოთ.
პეპელა 4 - საიდუმლოების სიმბოლო
1. რაღაც ისეთ საიდუმლოს მალავთ, რომლის გამოც ძალიან გრცხვენიათ;
2. ვერ გადაგიწყვეტიათ, მოუყვეთ თუ არა ახლობლებს ამის შესახებ, რადგან გეშინიათ, რომ ვერ გაგიგებენ;
3. დროა, წარსულის გამო სირცხვილის გრძნობა მოიშოროთ და საკუთარი თავი ისეთი მიიღოთ, როგორიც ხართ!
პეპელა 5 - გამოუხატავი სიყვარულის სიმბოლო
1. გეშინიათ გრძნობების გამოხატვის;
2. შეყვარებულიც კი გრძნობების იგნორირებას ახდენთ საკუთარი დაუცველობის გამო;
3. გაარკვიეთ, რატომ გაქვთ ეს კომპლექსი და იმუშავეთ მის აღმოფხვრაზე.
პეპელა 6 – გაუგებარი მხატვრის სიმბოლო
1. გეშინიათ, რომ ვერ გაგიგებენ;
2. აზრები ხშირად გერევათ, არ იცით, რა გინდათ საკუთარი თავისგან და ცხოვრებისგან;
3. ისწავლეთ დამშვიდება და მოუსმინეთ საკუთარ სურვილებს.
პეპელა 7 - გულწრფელობისა და პატიოსნების სიმბოლო
1. ძალიან პატიოსანი ხართ და ზოგჯერ თქვენი პირდაპირობა ზედმეტია;
2. რაც ენაზე მოგადგებათ, ყველაფერს ამბობთ, ამიტომაც მეგობრები უცერემონიო ადამიანად მიგიჩნევენ;
3. ისწავლეთ ტაქტი. ხანდახან რამდენიმე კეთილ სიტყვას მეტის გაკეთება შეუძლია, ვიდრე მწარე სიმართლეს.
პეპელა 8 - სრულყოფილების სიმბოლო
1. გინდათ იდეალური იყოთ ცხოვრების ყველა სფეროში;
2. თქვენ ჰიპერპასუხისმგებლიანი ხართ;
3. უნდა გახსოვდეთ, რომ სრულყოფილება შეუძლებელია, რაღაცით მაინც დარჩებით უკმაყოფილო.
პეპელა 9 - უფროსობის სიმბოლო
1. თქვენთვის მნიშვნელოვანია, გარშემო ყველაფერს აკონტროლებდეთ;
2. გინდათ, რომ ყველა თქვენ გემორჩილებოდეთ და თქვენს გადაწყვეტილებებს უსიტყვოდ ეთანხმებოდეს;
3. ხანდახან ძალიან მკაცრი და პირდაპირი ხართ. ეცადეთ, მეტად ისიამოვნოთ ცხოვრებით და ის თავის დინებაზე მიუშვათ!