დღეიდან ,,მაგნიტის“ მომხმარებლებს მარტოხელა მოხუცების დახმარების პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ

ამბები

3 აპრილი 18:28, 2020 წელი

„მაგნიტში“ საქველმოქმედო აქცია დაიწყო, რომლის მიხედვით, მომხმარებელი, სურვილის შემთხვევაში, განსაზღვრულ პროდუქტს შეიძენს და სპეციალურად გამოყოფილ კალათში მოათავსებს.

პროექტი „მაგნიტის“, ადგილობრივი გამგეობების და „წითელი ჯვრის საზოგადოების’’ ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში ხორციელდება.


აღნიშნულ ორგანიზაციას, ნუტრიციოლოგებთან ერთად, შედგენილი აქვს პროდუქციის ჩამონათვალი, რომელიც ორ მიმართულებას მოიცავს: საკვები პროდუქტები და ჰიგიენური საშუალებები. ესენია: შაქარი, ბრინჯი, ჩაი, მაკარონი, წიწიბურა, შვრიის ფანტელი, ხორბლის ფქვილი, ზეთი, მარილი, ლობიო, ორცხობილა და პირველადი მოხმარების საშუალებები.


სუპერმარკეტების ქსელ „მაგნიტში“ მისულ მომხმარებლებს კონკრეტულ სექციებზე ნიშნულები დახვდებათ, რომლის მიხედვითაც ხანდაზმულთათვის გადასაცემ პროდუქტს შეარჩევენ. სურვილის შემთხვევაში, მათ შეეძლებათ პროდუქცია შეიძინონ და სპეციალურად გამოყოფილ სივრცეში მოათავსონ. აღნიშნულ პროდუქტებს „წითელი ჯვრის“ მოხალისეები დააფასოებენ და რაიონული გამგეობების თანამშრომლების ჩართულობით, ხანდაზმულებს დაურიგებენ.


საქველმოქმედო პროექტში, როგორც თბილისის, ასევე რეგიონების ფილიალების უმეტესობაა ჩართული. მაღაზიების ჩამონათვლი მომხმარებელს კომპანიის ფეისბუქ გვერდზე შეუძლია იხილოს.


„არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ვცდილობთ მაქსიმალურად გვერდით დავუდგეთ მათ, ვისაც ჩვენი დახმარება სჭირდება. „მაგნიტში’’ საყიდლებზე მოსვლისას, რიგით მოქალაქეებს დამატებით სხვადასხვა პროდუქტების ყიდვა შეუძლიათ იმ პირებისთვის, ვინც ხანდაზმულები არიან და სახლიდან გამოსვლა არ შეუძლიათ. მაქსიმალურად ვცდილობთ თანადგომა გამოვუცხადოთ  მომხმარებლებს და მიმდინარე პროცესებში ჩართულ ყველა უწყებას, შესაბამისად ამ მიმართულებით არაერთ პროექტს ვახორციელებთ’’ - აცხადებს სუპერმარკეტების ქსელ „მაგნიტის’’ გენერალური დირექტორის მოადგილე ია ნადირაშვილი.


„მაგნიტმა’’ ვირუსთან ბრძოლის ფარგლებში, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, არაერთი ღონისძიება გაატარა. მათ შორის, კომპანიამ „Stopcov ფონდში“ 50 000 ლარი ჩარიცხა, რომელიც პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილი პლატფორმის ფარგლებში, ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით, იდენტიფიცირებული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად იქნება გამოყენებული.


სურსათითა და პირველადი მოხმერების საყოფაცხოვრებო ნივთებით მოამარაგა ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკა და ფილტვის დაავადებათა და ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრი, სადაც ჯამში 100-მდე პაციენტი გადის დაკვირვებას და მკურნალობას.


აღსანიშანავია, რომ „მაგნიტში’’ ყველაზე მოთხოვნადი დაფასოებული პროდუქტები: მაკარონი, ბრინჯი, წიწიბურა, შაქარი, ზეთი, ფქვილი ფასნამატის გარეშე იყიდება.


ასევე, ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის განმავლობაში (21 მარტიდან 21 აპრილამდე), „მაგნიტის“ ფილიალებში მომუშავე ყველა თანამშრომელი, 20%-ით გაზრდილ ხელფასს მიიღებს, საყოველთაო კარანტინის ფარგლებში კი მათ სამსახურში ტრანსპორტირებას კომპანია უფასოდ უზრუნველყოფს.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?