პირველი სამი თვის განმავლობაში დაზღვევის შეძენისას ღირებულების 50%-ს “ჯიპიაი ჰოლდინგი” დააფინანსებს

ამბები

24 აპრილი 12:28

“ჯიპიაი ჰოლდინგი” დაზღვევის შეძენის მსურველებს სამ თვიან საშეღავათო პერიოდს სთავაზობს, რომელიც ავტომობილებისა და ჯანმრთელობის ინდივიდუალურ დაზღვევაზე ვრცელდება.

• ოჯახის ექიმისა და სპეციალისტების დისტანციური კონსულტაციების 100%-იანი დაფინანსება, სადაზღვევო პაკეტის მიუხედავად


• ანაზღაურების სრული პროცესი ონლაინ პორტალით და აპლიკაციით


• საჭიროებისას კონსულტაციებისა და კვლევების დაგეგმვა პროვაიდერ კლინიკებში, პაციენტის უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით


• აუცილებლობისას ექიმის ვიზიტისა და ლაბორატორიული ნიმუშების აღების ორგანიზება ბინაზე, პაციენტის უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით


„ჯიპიაი ჰოლდინგი” დაზღვევის შეძენის მსურველებს სამ თვიან საშეღავათო პერიოდს სთავაზობს. კომპანია ახალ მომხმარებლებს პირველი სამი თვის განმავლობაში დაზღვევის საფასურის 50%-ს თავად დაუფარავს. შეთავაზება ვრცელდება როგორც ჯანმრთელობის, ისე ავტომობილების ინდივიდუალურ დაზღვევაზე. „ჯიპიაიში“ აცხადებენ, რომ კრიზისის ფონზე დაზღვევით მიღებული დაფინანსება და ანაზღაურება კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს და ამ ახალი ინიციატივით სურთ, რაც შეიძლება მეტ ადამიანს მიეცეს საშუალება, ჩაერთონ სადაზღვევო სისტემაში და ისარგებლონ დაზღვევით გათვალისწინებული სარგებლით.


სამთვიანი საშეღავათო პერიოდით ისარგებლებს ყველა ის ადამიანი, ვინც „ჯიპიაიში” ჯანმრთელობისა და ავტომობილის დაზღვევის პაკეტს ინდივიდუალურად შეიძენს. კომპანიაში აცხადებენ, რომ  ყველა ახალი მომხმარებელი შეძლებს გამოიყენოს  ის დისტანციური სერვისები, რასაც კომპანია დაზღვეულებს სთავაზობს, მათ შორის სპეციალისტის სატელეფონო კონსულტაციას 100%-ანი დაფინანსებით, საჭიროების შემთხვევაში ექიმისა და ლაბორატორიის მომსახურებას ბინაზე.


დღეს ადამიანებს ორი მთავარი საზრუნავი აქვთ - სიმშვიდის შენარჩუნება და ჯანმრთელობის შენარჩუნება - დაზღვევა სწორედ იმაში ეხმარება ადამიანებს, რომ დაცულობის გრძნობა გაუჩნდეთ და საჭიროების შემთხვევაში ანაზღაურება მიიღონ, იქნება ეს სამედიცინო მომსახურების ხარჯები თუ სხვა რისკები. ჩვენთვის ახლა მთავარია რაც შეიძლება მეტ ადამიანს მივცეთ საშუალება, რომ  დაეზღვიოს და ყველა იმ ბენეფიტით ისარგებლოს რასაც ჩვენს დაზღვეულებს ვთავაზობთ“, - აცხადებს „ჯიპიაი ჰოლდინგის” გენერალური დირექტორი პაატა ლომაძე.


კომპანიაში აცხადებენ, რომ ამ პერიოდში ავტომობილების მფლობელთათვის განსაკუთრებით აქტუალურია სადაზღვევო პაკეტები, რომლებიც ისეთ რისკებს ფარავს როგორიცაა: ქარიშხალი, დატბორვა, მეწყერი, მიწისძვრა, ღვარცოფი. ახლა, როცა ავტომანქანები უმეტესად ეზოებსა და ქუჩებში დგას განსაკუთრებით საყურადღებოა ასევე ვანდალიზმი და საგნების ვარდნა. შემცირებული  მოძრაობის მიუხედავად , „ჯიპიაი”-ს სტატისტიკით, ავტოსაგზაო შემთხვევები მხოლოდ ოდნავ შემცირდა - რაც იმას ნიშნავს, რომ კვლავ შენარჩუნებულია ავტოსაგზაო შემთხვევების დროს მანქანის დაზიანების რისკიც. აღსანიშნავია, რომ  „ჯიპიაის" ანაზღაურების სამსახური ჩვეული გრაფიკით აგრძელებს მუშაობას, რომ ზარალის დარეგულირებისა და ანაზღაურების პროცესში შეფერხება არ იყოს.


„ჯიპიაიში “დაზღვევის შემთხვევაში მომხმარებელი სრულ სადაზღვევო მომსახურებას დისტანციურად მიიღებს. ისინი შეძლებენ ისარგებლონ პირადი ექიმისა და პედიატრის სატელეფონო კონსულტაციით. კლინიკა „კურაციოს” ბაზაზე ყველა ახალ დაზღვეულს სპეციალისტთან სატელეფონო კონსულტაცია 100%- ით დაეფარება. განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევაში „ჯიპიაი“ დაზღვეულებს ლაბორატორიული ანალიზების ჩატარებასა და ექიმთან კონსულტაციის გავლას ბინაზე მისვლით სთავაზობს.


 ***


„ჯიპიაი ჰოლდინგი” ერთ-ერთი პირველი კომპანიაა, რომელმაც covid-19-ის გავრცელებასთან ბრძოლის ფარგლებში გააფართოვა ციფრული სისტემები და დაზღვეულებს სრული სადაზღვევო სერვისი დისტანციურად შესთავაზა. „ჯიპიაის“ მომხმარებლები დისტანციურად ახერხებენ მიიღონ სამედიცინო და სტომატოლოგიური მომსახურების ანაზღაურება, გაიარონ სატელეფონო კონსულტაცია პირად ექიმთან, პედიატრთან და ვიწრო სპეციალისტთან, 100%-ანი დაფინანსებით. დაზღვეულებს ონლაინ შეუძლიათ მოითხოვონ საგარანტიო წერილი და გადაიხადონ დაზღვევის პრემია.


ნებისმიერ მსურველს შეუძლია, შეიძინოს დაზღვევა ონლაინ ან გაიაროს სატელეფონო კონსულტაცია „ჯიპიაის“ წარმომადგენელთან და დისტანციურად გაიფორმოს პოლისი.


ბოლო ერთი თვის განმავლობაში კომპანიამ 250 000-ზე მეტი დისტანციური ოპერაცია განახორციელა.

დღის ჰოროსკოპი

21 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

ნუშის რძე - მარტივი რეცეპტი სახლში მომზადებისთვის

ნუშის რძე მსუბუქი სასმელია, გამოკვეთილი არომატის გარეშე, თუმცა ნუშის მდიდარი გემოთი. ამასთან, სურვილის მიხედვით გემოს შემსუბუქება ან გამძაფრებაც შეგიძლიათ  - მეტი ან ნაკლები წყლის დამატებით. 
დღის ჰოროსკოპი

19 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

ესეც, ასი ტრილიონი დოლარი!

დიახ, არ მოგეჩვენათ - ქაღალდის ამ ერთი ბანკნოტის ნომინალი 100 ტრილიონი დოლარია... ზიმბაბვეში! მაინც, რისი შეძენა შეიძლებოდა ამ თანხად?
NEW

დღეიდან სამაგიდო თამაშები ევროპაბეთზე უფასო ხდება

„ევროპაბეთი“ ინდუსტრიაში თამაშის წესების შეცვლას განაგრძობს და მომხმარებლებს მაგიდის თამაშების ახალ, უკონკურენტო რეალობას სთავაზობს. დღეიდან და სამუდამოდ ნარდი, ბურა და დომინო „ევროპაბეთზე“ სრულიად უფასო ხდება. პოპულარული სამაგიდო თამაშებით გართობას მსურველები 0%-იანი კომპანიის წილით და ნულოვანი ბალანსით შეძლებენ.
დღის ჰოროსკოპი

17 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

რევოლუციური სიახლე სათამაშო ბიზნესში - ევროპაბეთის N Card უკვე EMV ტექნოლოგიის ჩიპით და უკონტაქტო გადახდის ფუნქციით

„ევროპაბეთის“ მომხმარებლები დღეიდან ყველაზე თანამედროვე, EMV სტანდარტის ბარათით ისარგებლებენ. საქართველოში პირველად თანხის განაღდების დაფარული არხის პლასტიკურ ბარათს EMV ტექნოლოგიის ჩიპი და უკონტაქტო გადახდის NFC ფუნქციონალი ექნება. შედეგად მომხმარებელი შეძლებს მოგებული თანხა კიდევ უფრო მარტივად და კომფორტულად მიიღოს. ამავდროულად მისი ბარათი უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტით იყოს დაცული. 
დღის ჰოროსკოპი

15 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

სპინალური კუნთოვანი ატროფიის პაციენტის მშობლებმა სახელმწიფოსგან მკურნალობის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით პეტიცია შექმნეს

გენეტიკური და იშვიათი დაავადების სპინალური კუნთოვანი ატროფიის (სკა) მქონე პაციენტის მშობლები და ექიმები კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ და დაავადებაზე და მის მკურნალობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე იმსჯელეს. ღონისძიება საინფორმაციო კამპანიის "შემოგვიერთით, რათა გავხადოთ სპინალური კუნთოვანი ატროფიის მქონე პაციენტების ხმა მისაწვდომი და ყურადღესაღები" ფარგლებში მოეწყო, რომლის მიზანს მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, პაციენტების მხარდაჭერა, საზოგადოებისა და სახელმწიფოს აქტიური ჩართულობა წარმოადგენს.