ჯანმრთელობა და კარანტინი - რას მივიღებ ჯანმრთელობის დაზღვევით

ამბები

27 აპრილი 13:22, 2020 წელი

პაციენტის ისტორია #1

სანამ კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა გახდებოდა ცნობილი საქართველოში, ერთი კვირით ადრე გინეკოლოგთან ჩავეწერე.

ის-ის იყო, ანალიზები ავიღე, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და სახლიდან გასვლა, მითუმეტეს კლინიკაში ვიზიტი არც ისე უსაფრთხო იყო ჯანმრთელობისთვის. შეიძლება ითქვას, რომ მე გამიმართლა, რადგან  „ჯიპიაიში“ ვარ დაზღვეული და კლინიკა „კურაციო”, სადაც მკურნალობის კურსს გავდიოდი, დისტანციური მომსახურების რეჟიმიზე გადავიდა. თანაც ნებისმიერ სპეციალისტთან სატელეფონო კონსულტაციას დაზღვევა 100%-ით მიფინანსებს.


ანალიზები უკვე ჩაბარებული მქონდა, ამიტომ  გინეკოლოგმა, ნინო მაჭავარიანმა, კონსულტაცია სახლიდან გაუსვლელად, ტელეფონით გამიწია და შესაბამისი მედიკამენტებიც დისტანციურად დამინიშნა.


როგორც ექიმისგან გავიგე, პანდემიის პერიოდში, გინეკოლოგიური პაციენტების უმეტესობას დისტანციური მომსახურების მიღება მოუწევს. თუმცა, ეს შეზღუდვა ორსულ ქალებს არ შეეხება.


ნინო მეუბნება, რომ გინეკოლოგები დილემის წინაშე დგანან:ერთის მხრივ, გასათვალისწინებელია ორსული ქალისა და ნაყოფის დროული და გეგმიური ანალიზების სრულად ჩატარება, მეორე მხრივ კი - თვითიზოლაციისა და დისტანციის დაცვა. საქმეს ამარტივებს ის, რომ ანალიზებს დღეს ბევრი კლინიკა სახლში გამოძახებითაც იღებს. პასუხები კი გინეკოლოგს ელექტრონული სახით ეგზავნება. ასეთი გზით ორსული ქალები გეგმიურ მომსახურებასაც დროულად იღებენ და, ამავე დროს, დისტანციასაც იცავენ.


ექიმმა ისიც მითხრა, რომ მხოლოდ გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში ჯიპიაის დაზღვეულებს ლაბორატორიული ანალიზების ჩატარება და ექიმის მომსახურების მიღება ბინაზე შეგვიძლია.


ასე რომ, მე და სხვა მსგავსი ჩივილების მქონე პაციენტებმა, თუკი გადაუდებელი და გამოუვალი სიტუაცია არაა, სახლიდან გამოსვლისგან თავი უნდა შევიკავოთ -  თუ „ჯიპიაიში“ ხართ დაზღვეული ეს თქვენთვის კიდევ უფრო მარტივია, ოჯახის ექიმის, პედიატრის და სპეციალისტის მომსახურებას მარტივად, სატელეფონო კონსულტაციის საშუალებით შეძლებთ.


გაითვალისწინეთ, თავი უნდა შევიკავოთ თვითნებური მკურნალობისგანაც. როგორც ქალბატონი ნინო ამბობს, თუკი მედიკამენტის დანიშვნაზე მიდგა საქმე, ის მხოლოდ გარეგან საშუალებებს ურჩევს პაციენტებს, ანტიბიოტიკური მკურნალობა კი მხოლოდ ანალიზებზე უნდა იყოს დაფუძნებული, რაც ახლა იშვიათად და მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევებში კეთდება.


მკურნალობა, ჩვეულებისამებრ, დაზღვევით გათვალისწინებული წესების მიხედვით ამინაზღაურდა, ამინაზღაურდა მედიკამენტების თანხაც.


რა თქმა უნდა, დაზღვევის წყალობით, დანიშნული მედიკამენტები ნახევარ ფასად შევიძინე. ასეთ დროს თანხის დაზოგვა ძალაინ მნიშვნელოვანია.


პაციენტის ისტორია #2


თუმცა ჩემსავით ვერ მოიქცეოდა ჩემი თანამშრომელი ნინუცა, რომელსაც საბოლოოდ მწვავე პანკრეატიტის დიაგნოზი აღმოაჩნდა. რამდენიმე დღის განმავლობაში მუცლის ტკივილმა და ბოლოს ცხელებამ ოჯახის ექიმი დაარწმუნა, რომ მიმართვა გასტროენტეროლოგთან გაეკეთებინა და კომპიუტერული ტომოგრაფია, ანალიზები და სხვა საჭირო კვლევები დაენიშნა.


ნინუცამ ძველებურად, მარტივად შეავსო „ჯიპიაი ჰოლდინგის“ აპლიკაციაში ჯერ პირად ექიმთან ჩაწერის გრაფა, შემდეგ კი, ექიმმა დისტანციურად გაუკეთა მიმართვა საჭირო პროვაიდერ კლინიკაში. (ჯიპიაის დაზღვეულებისთვის მიმართვები არაპროვაიდერ კლინიკებშიც უპრობლემოდ კეთდება). ნინუცა იმ დღესვე, ყოველგვარი დაბეჭდილი ფურცლების და ზედმეტი ბიუროკრატიის გარეშე ჩაეწერა გასტროენტეროლოგთან. ანაზღაურებაც ისევ ისე მოხდა, როგორც ადრე ხდებოდა: მხოლოდ მისი წილი თანხა ჩამოიჭრა  ანგარიშიდან, დანარჩენი დაზღვევამ დაუფარა. 


ამბულატორიული კლინიკების ახალი რეალობა


პანდემიის პერიოდში ოჯახის ექიმის კონსულტაციას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. ქვეყანა ნელ-ნელა უკვე იმ ფაზაში შედის, როცა დისტანციური სამედიცინო მომსახურება ძალიან საჭირო ხდება, ამას მანანა კუთხაშვილის, კლინიკა „კურაციოს“ ოჯახის ექიმის, მონაყოლიც ადასტურებს.


მისი თქმით, პაციენტების მომართვიანობა 3 კუთხითაა გაზრდილი: ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები რეკავენ წამლების გამოწერისთვის; ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ COVID-19-ის სიმპტომები აქვთ და ოჯახის ექიმს ეკითხებიან, რა ქნან და პაციენტები, რომლებსაც გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება სჭირდებათ სხვა დაავადებების გამო.


ექიმი ამბობს, რომ სატელეფონო კონსულტაციები მისთვის სიახლე არაა. ჯიპიაის დაზღვეულები ამ მომსახურებით პანდემიამდეც სარგებლობდნენ. ამიტომ, მსუბუქი და საშუალო სიმძიმის დაავადებების მქონე პაციენტების მართვას დისტანციურად ადვილად ახერხებს.


„ჯიპიაის“ დაზღვეულებს ქრონიკული მედიკამენტების გამოსაწერადაც არ სჭირდებათ პირად ექიმთან ხშირი მიმართვა. ერთხელ გამოწერილი მედიკამენტები ყოველ თვე ავტომატურად აისახება მათ სადაზღვევო ბარათზე.


ქალბატონი მანანა ამბობს, რომ პაციენტების მომართვიანობა  COVID-19- ის შესაძლო სიმპტომებით გაზრდილია. ისინი ფიქრობენ, რომ ხველება, დაბალი სიცხე ან მუცლის ტკივილი შესაძლოა ვირუსზე მიუთითებდეს. ამ შემთხვევაში პირადი ექიმის მოვალეობაა ანამნეზის სრულად შეკრება და ამის მიხედვით გადაწყვეტა, დარეკოს თუ არა 112-ში პაციენტმა.


მესამე კატეგორიისთვის კი სხვადასხვა კლინიკები განსაკუთრებულ რეჟიმში შეცვლილი საათებით და მორიგე ექიმებით მუშაობენ, რაც პაციენტებს საშუალებას აძლევს, გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება და გამოკვლევები კვლავ შეუფერხებლად ჩაიტარონ.


საბოლოოდ კი, როგორც ქალბატონი მანანა მიხსნის, თუკი სიცოცხლისთვის საშიში და გადაუდებელი დაავადება არ მჭირს, ექიმს არ მივმართო და სახლში დავრჩე. გეგმიური, პროფილაქტიკური ყოველწლიური კვლევები კი უფრო მშვიდობიანი დროისთვის გადავდო.


ასეთ პერიოდში, ადამიანების ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, „ჯიპიაიმ“ ახალი და უფრო მოქნილი სადაზღვევო აქცია წარმოადგინა: თუკი ამ პერიოდში დაეზღვევით, პირველი სამი თვის განმავლობაში, პოლისის ღირებულების 50%-ს კომპანია დაგიფინანსებთ.


სამთვიანი საშეღავათო პერიოდით ისარგებლებს ყველა ის ადამიანი, ვინც „ჯიპიაიში” ჯანმრთელობისა და ავტომობილის დაზღვევის პაკეტს ინდივიდუალურად შეიძენს. კომპანიაში აცხადებენ, რომ  ყველა ახალი მომხმარებელი შეძლებს გამოიყენოს  ის დისტანციური სერვისები, რასაც კომპანია დაზღვეულებს სთავაზობს, მათ შორის სპეციალისტის სატელეფონო კონსულტაციას 100%-ანი დაფინანსებით, საჭიროების შემთხვევაში ექიმისა და ლაბორატორიის მომსახურებას ბინაზე.   


ასე რომ, გამოიყენეთ შანსი, დააზღვიეთ თქვენი ჯანმრთელობა და იყავით მშვიდად.


დაზღვევის შესაძენად ეწვიეთ ბმულს https://mygpi.ge/

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?