ჯიპიაი ჰოლდინგმა და ლიბერთი ბანკმა აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში თანამშრომლობა დაიწყეს

ამბები

11 მაისი 13:22

  • აგროდაზღვევის ღირებულების 70%-მდე სახელმწიფო აფინანსებს
  • ლიბერთი ბანკთან პარტნიორობით, ფერმერს შესაძლებლობა აქვს ისარგებლოს აგროდაზღვევის საბანკო განვადებით
  • აგროდაზღვევის პროგრამისთვის ქვეყნის ყველა რეგიონში ჯიპიაის 100-ზე მეტი წარმომადგენელი მუშაობს

8 მაისს ლიბერთი ბანკმა და ჯიპიაი ჰოლდინგმა ურთიერთთანამშრომლობის შესახებ განაცხადეს, რომლის ფარგლებშიც  აგროდაზღვევისა და ახალი პროდუქტის - აგროდაზღვევის განვადების მიმართულებებით მჭიდროდ ითანამშრომლებენ.


სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო ახდენს სადაზღვევო პრემიის 70%-მდე სუბსიდირებას, ხოლო პრემიის დარჩენილი ნაწილი მომხმარებელმა უნდა გადაიხადოს საკუთარი სახსრებით. აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარები არიან აგროსაქმიანობაში ჩართული ფერმერები და აგროდაზღვევა მათ მოსავალს აზღვევს გაუთვალისწინებელი შემთხვევებისა და სტიქიური მოვლენებისგან: სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი, ან სხვა რისკების შედეგად მიყენებული ზარალი.


ლიბერთი ბანკისა და ჯიპიაი ჰოლდინგის ერთობლივი პროდუქტის უპირატესობებია:



  • 0%-იანი განვადება

  • არ მოითხოვება უზრუნველყოფა და სხვა დამატებითი ხარჯები

  • დაზღვევის პოლისის  განვადებით ყიდვა შესაძლებელია მთელი საქართველოს მასშტაბით ლიბერთის სერვისცენტრებში. ასევე, ამ პროდუქტის შეთავაზება მოხდება რეგიონებსა და სოფლებში ლიბერთი ბანკის გაყიდვების აგენტების საშუალებით  


აგრო დაზღვევის განვადება ლიბერთის მომხმარებლისთვის 11 მაისიდან იქნება ხელმისაწვდომი.


 


„ლიბერთი ბანკისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია აგრომიმართულება. მოხარული ვართ, რომ დღეს, ჯიპიაი ჰოლდინგთან ერთად, მოგვეცა საშუალება, ჩვენს მომხმარებელს რეგიონებსა და სოფლებში შევთავაზოთ აგროდაზღვევის პოლისის შეძენა და 0%-იანი განვადება იმ თანხებზე, რომელზეც სახელმწიფო არ აკეთებს სუბსიდირებას. ლიბერთის აქვს ყველაზე ფართო ქსელი და ყველაზე ახლოს არის ფერმერებთან, ამ პროდუქტის შეთავაზებით კი ჩვენ კიდევ უფრო ხელს შევუწყობთ აგროსაქმიანობაში ჩართულ ადამიანებს, იშრომონ მშვიდად და მაქსიმალურად დაზღვეული იყვნენ რისკებისგან“, - განაცხადა ლიბერთი ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორის მოადგილემ ირაკლი აბაშიძემ.


„დღეს ჩვენს ქვეყანაში და მსოფლიოში განვითარებული მოვლენების ფონზე, კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ადგილობრივ წარმოებას,  სოფლის მეურნეობის გაძლიერებასა და ფერმერთა მხარდაჭერას. ამიტომ მნიშვნელოვანია, გავიაზროთ დაზღვევის, როგორც ფინანსური გარანტიის მნიშვნელობა და საჭიროება. აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ფერმერები წელსაც 70%-მდე სახელმწიფო სუბსიდირებით სარგებლობენ, დაზღვევის დარჩენილ ღირებულებას კი თავად ფარავენ. ჯიპიაისა და ლიბერთი ბანკის თანამშრომლობის ფარგლებში, ფერმერისთვის აგროდაზღვევა კიდევ უფრო ხელმისაწვდომი ხდება, რადგან  ჩვენს დაზღვეულებს შესაძლებლობა აქვთ, პრემიის დარჩენილი ნაწილი 0% განვადებით დაფარონ; მოლოდინია, რომ ასეთი ხელშეწყობით წელს კიდევ უფრო მეტი ფერმერი ჩაერთვება აგროდაზღვევის პროგრამაში, რადგან ახლა, ისე როგორც არასდროს გვჭირდება ფინანსური სტაბილურობა, უსაფრთხოებისა და დაცულობის განცდა“, - სანდრო კიკნაძე, სტრატეგიული განვითარების დირექტორი. 


აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში ჯიპიაი პირველივე წლიდანაა ჩართული და მხოლოდ ბოლო 3 წლის განმავლობაში 5 000-მდე ფერმერს, ჯამში, 12 მილიონ ლარამდე ზარალი აუნაზღაურა; გასულ წელს კი კომპანიაში აგროდაზღვევის 800-მდე სადაზღვევო შემთხვევა დაფიქსირდა, საიდანაც ჯამში 1 300 000 ლარამდე მოცულობის ზარალი ანაზღაურდა. წელსაც აგროდაზღვევის პროგრამისთვის ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში ჯიპიაის 100-ზე მეტი წარმომადგენელი იმუშავებს.


 

დღის ჰოროსკოპი

21 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

ნუშის რძე - მარტივი რეცეპტი სახლში მომზადებისთვის

ნუშის რძე მსუბუქი სასმელია, გამოკვეთილი არომატის გარეშე, თუმცა ნუშის მდიდარი გემოთი. ამასთან, სურვილის მიხედვით გემოს შემსუბუქება ან გამძაფრებაც შეგიძლიათ  - მეტი ან ნაკლები წყლის დამატებით. 
დღის ჰოროსკოპი

19 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

ესეც, ასი ტრილიონი დოლარი!

დიახ, არ მოგეჩვენათ - ქაღალდის ამ ერთი ბანკნოტის ნომინალი 100 ტრილიონი დოლარია... ზიმბაბვეში! მაინც, რისი შეძენა შეიძლებოდა ამ თანხად?
NEW

დღეიდან სამაგიდო თამაშები ევროპაბეთზე უფასო ხდება

„ევროპაბეთი“ ინდუსტრიაში თამაშის წესების შეცვლას განაგრძობს და მომხმარებლებს მაგიდის თამაშების ახალ, უკონკურენტო რეალობას სთავაზობს. დღეიდან და სამუდამოდ ნარდი, ბურა და დომინო „ევროპაბეთზე“ სრულიად უფასო ხდება. პოპულარული სამაგიდო თამაშებით გართობას მსურველები 0%-იანი კომპანიის წილით და ნულოვანი ბალანსით შეძლებენ.
დღის ჰოროსკოპი

17 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

რევოლუციური სიახლე სათამაშო ბიზნესში - ევროპაბეთის N Card უკვე EMV ტექნოლოგიის ჩიპით და უკონტაქტო გადახდის ფუნქციით

„ევროპაბეთის“ მომხმარებლები დღეიდან ყველაზე თანამედროვე, EMV სტანდარტის ბარათით ისარგებლებენ. საქართველოში პირველად თანხის განაღდების დაფარული არხის პლასტიკურ ბარათს EMV ტექნოლოგიის ჩიპი და უკონტაქტო გადახდის NFC ფუნქციონალი ექნება. შედეგად მომხმარებელი შეძლებს მოგებული თანხა კიდევ უფრო მარტივად და კომფორტულად მიიღოს. ამავდროულად მისი ბარათი უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტით იყოს დაცული. 
დღის ჰოროსკოპი

15 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

სპინალური კუნთოვანი ატროფიის პაციენტის მშობლებმა სახელმწიფოსგან მკურნალობის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით პეტიცია შექმნეს

გენეტიკური და იშვიათი დაავადების სპინალური კუნთოვანი ატროფიის (სკა) მქონე პაციენტის მშობლები და ექიმები კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ და დაავადებაზე და მის მკურნალობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე იმსჯელეს. ღონისძიება საინფორმაციო კამპანიის "შემოგვიერთით, რათა გავხადოთ სპინალური კუნთოვანი ატროფიის მქონე პაციენტების ხმა მისაწვდომი და ყურადღესაღები" ფარგლებში მოეწყო, რომლის მიზანს მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, პაციენტების მხარდაჭერა, საზოგადოებისა და სახელმწიფოს აქტიური ჩართულობა წარმოადგენს.