როგორ მუშაობს დაზღვევა საგანგებო მდგომარეობის დროს

ამბები

11 მაისი 16:00

ჯანმრთელობის დაზღვევის უპრეცედენტო აქცია „ჯიპიაი ჰოლდინგისგან“ დაიწყო: პირველი სამი თვის განმავლობაში ახალი დაზღვეულები სადაზღვევო კომპანიისგან საჩუქრად თვეში 50%-ს მიიღებენ.

საგანგებო მდგომარეობამ, საყოველთაო კარანტინმა და ჯანმრთელობაზე გაზრდილმა ზრუნვამ სადაზღვევო კომპანიას ახალი და უფრო ინოვაციური პაკეტების შექმნისაკენ უბიძგა.


პირველ რიგში, რაც ყველაზე მთავარია და უცვლელი, არის ის, რომ დისტანციურ რეჟიმზე გადასული სამუშაო პროცესი საერთოდ არ გამორიცხავს დაზღვევის მიღების შეფერხებას.


სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგი“ ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც კორონავირუსის საქართველოში გავრცელების გამო თანამშრომლები დისტანციური მუშაობის წესზე გადაიყვანა. იმის გამო, რომ კომპანიაში კარგადაა განვითარებული როგორც შიდა, ისე მომხმარებელთან ურთიერთობის ონლაინ პლატფორმები, ამიტომაც კომპანიის თანამშრომლებს ცხოვრებისა და მუშაობის ახალ წესთან შეგუება დიდად არ გასჭირვებიათ.


გაყიდვის პროცესი თავიდან ბოლომდე დისტანციურ რეჟიმზეა გადასული - გაყიდვების მენეჯერი ფიზიკური კონტაქტის გარეშე შეძლებს პირობებზე შეთანხმებას. საუბრის დასრულების შემდეგ კი „ჯიპიაის“ პოლისებსა და პროდუქტებს დეტალურად ელფოსტით გამოგიგზავნით. „ჯიპიაის“ გაყიდვების მენტორი ანანო სოხაძე ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ ისინი კლიენტებთან კომუნიკაციისას წარმატებით იყენებენ თანამედროვე ონლაინ პლატფორმებს და სურვილის შემთხვევაში მათთვის პრეზენტაციას ვიდეოზარის მეშვეობით ატარებენ.


დაზღვევის შეძენისას, გაყიდვების მენეჯერი გაგიწევთ სატელეფონო კონსულტაციას და თქვენი მოთხოვნისა და საჭიროების შესაბამის პოლისს შეგარჩევინებთ. სასურველი პოლისის მონიშვნის შემდეგ კი, გაყიდვების მენეჯერს გაუგზავნით დასკანერებულ პირადობის მოწმობას, რის შედეგადაც დისტანციურად გაფორმდება ხელშეკრულება.


ამის შემდეგ კი, თუ უფრო მარტივი კომუნიკაციის სურვილი გაქვთ და არ გსურთ ყოველ ჯერზე ტელეფონით დარეკვა და ექიმთან ისე ჩაწერა, გადმოწერთ აპლიკაცია MYGPI-ს და სულ ეს არის: თქვენ „ჯიპიაიში“ ხართ დაზღვეული! ამ აპლიკაციაში სადაზღვევო პოლისს სახელფასო ბარათს მარტივად მიაბამთ და მიუთითებთ, ყოველი თვის რომელ რიცხვში გსურთ, სადაზღვევო პრემიის გადახდა.


რაც შეეხება სამედიცინო მომსახურებას, აპლიკაციაში „ექიმთან ჩაწერის“ ღილაკით ჩაეწერებით ან პირად ექიმთან, ან პირდაპირ სპეციალისტთან. შეგიძლიათ, საავადმყოფოში მისვლის გარეშე, დისტანციურად აირჩიოთ როგორც კონკრეტული ექიმი, ისე ნებისმიერი თავისუფალი სპეციალისტი კონკრეტულ დღეს. ექიმთან ვიზიტი გამოგეგზავნებათ sms-ით და ელფოსტით, ელფოსტიდან კი შეგეძლებათ, გადაიტანოთ პირად კალენდარში და მონიშნოთ, რამდენი ხნით ადრე გსურთ, რომ შეგახსენოთ აპლიკაციამ ექიმთან დაგეგმილი ვიზიტის შესახებ.


ის სამედიცინო მომსახურება, რომელიც სატელეფონო საუბრით ვერ მოხერხდება (მაგალითად, შინაგანი დაავადებები, გინეკოლოგია და ა.შ.) შესაძლებელია, პაციენტმა მიიღოს „ჯიპიაი ჰოლდინგის“ პროვაიდერ კლინიკებში. ამ შემთხვევაში პაციენტს ექიმის მიმართვები sms-ის სახით ეგზავნებათ; მიმართვები, ასევე, ასახულია აპლიკაციაში და პირადობის მოწმობაზეც. რაც შეეხება ექიმის მიერ გაცემულ რეცეპტს, ისიც ასევე sms-ის სახით ეგზავნება „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მომხმარებელს.


ასე რომ, კლინიკებში არსებული ბიუროკრატიული საფეხურები „ჯიპიაი ჰოლდინგის“ პროვაიდერ საავადმყოფოებში მთლიანად მოხსნილია, რაც ზოგავს არა მხოლოდ პაციენტის დროს, არამედ - მნიშვნელოვნად აცილებს ადამიანებს ვირუსის გადადების საფრთხესაც. გარდა ამისა, არც დაზღვევის ბარათის ტარებაა საჭირო: სამედიცინო მომსახურების მიღება ყოველგვარი პლასტიკური ბარათის გარეშეა შესაძლებელი.


ონლაინ შეიძლება მოითხოვოთ საგარანტიო წერილიც, რომელიც საჭიროა ქირურგიული ოპერაციისთვის სამედიცინო დაწესებულებაში წარსადგენად.


 


დისტანციური მუშაობის ახალი წესი „ჯიპიაი ჰოლდინგში“


„ჯიპიაი ჰოლდინგის“ გაყიდვების მენტორი, ანანო სოხაძე ამბობს, რომ საგანგებო მდგომარეობის გამო მთელი კომპანია დღეს, ქოლ-ცენტრის ჩათვლით, დისტანციურ მუშაობაზეა გადასული. ის იხსენებს, რომ, თუკი პირველ კვირებში მაინც ჭირდა სახლისა და სამსახურის საქმეების ერთმანეთისგან გაყოფა და საქმეც ხშირად ამის გამო ხარვეზდებოდა, დღეს ეს პრობლემაც ბოლომდე აღმოფხვრილია.


„კლიენტებთან პრეზენტაციებიდან დაწყებული ხელშეკრულებაზე ხელმოწერით დამთავრებული დღეს ჩვენთან ყველაფერი ონლაინ ხდება და ფაქტობრივად, შეუჩერებლად გადავედით დისტანციური მუშაობის რეჟიმზე“.


ანანოს თქმით, პანდემიის პირობებში ადამიანებისთვის დაზღვევა სიმშვიდის შენარჩუნების გარანტიაა. ჯიპიაისთვის მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება ბევრ ადამიანს მისცეს შანსი, არ დარჩეს დაზღვევის გარეშე, 50%-ანი თანადაფინანსების აქციაც სწორედ ამ მიზანს ემსახურება.


ანანო ამბობს, რომ ყველა, ვინც ჯიპიაიში აქციის ფარგლებში შეიძენს ჯანმრთელობისა და ავტომობილის დაზღვევას, ისარგებლებს იმავე პირობებით და მომსახურებებით, რითაც უკვე დაზღვეულები სარგებლობენ. ჯიპიაი კი ყველა დაზღვეულს დაზღვევის სრულ სერვისს მარტივად და ხარისხიანად, დისტანციურად სთავაზობს.


ჯანმრთელობის დაზღვევის შეძენის შემთხვევაში პირად ექიმს დისტანციურად ირჩევთ. შემდეგ კი თავად წყვეტთ მომსახურება სატელეფონო კონსულტაციის საშუალებით მიიღოთ, თუ კლინიკაში ჩაეწეროთ და ექიმთან ვიზიტზე მიხვიდეთ. „ჯიპიაის“ მომსახურე კლინიკა „კურაციომ” მომსახურების მიღება საგანგებო რეჟიმით განაახლა. კლინიკა ზრუნავს თქვენს ჯანმრთელობაზე და უსაფრთხოების წესების დაცვით, უკვე შეგიძლიათ სპეციალისტის კონსულტაციისა და ლაბორატორიული ანალიზებისთვის კლინიკაში წინასწარი დაჯავშნის შემდეგ მიხვიდეთ. ამასთან, კვლავ 100%-ით გეფარებათ ნებისმიერ სპეციალისტთან სატელეფონო კონსულტაცია, მიუხედავად პაკეტისა, რადგან ზოგიერთ პაკეტში მხოლოდ 70% ან უფრო დაბალი პროცენტითაა მსგავსი მომსახურება გათვალისწინებული. გადაუდებელი აუცილებლობის პირობებში, კი „ჯიპიაის“ პროვაიდერი კლინიკები მოგემსახურებიან.


ავტოდაზღვევის სერვისის მუშაობაში კი თითქმის არაფერი შეცვლილა. ავტოზარალების მენეჯერები ისევ აქტიურად მუშაობენ შემთხვევის ადგილებზე და დაზღვეულებს აქაც სრულყოფილ მომსახურებას უწევენ.


ანანო ამბობს, რომ ჯიპიაი საგანგებო მდგომარეობის ამოქმედებამდეც აქტიურად მუშაობდა ციფრული სერვისების გაუმჯობესებაზე, რათა დაზღვეულებს ყველა მომსახურება მარტივად და ხარისხიანად სახლიდან გაუსვლელად მიეღოთ. ონლაინ პორტალის Mygpi.ge და მობილური აპლიკაციის MyGpi-ს მეშვეობით,  ჯიპიაის დაზღვეულები სასურველ მომსახურებას დისტანციურად იღებენ.


კომპანიაში არ შეჩერებულა სწავლების რეჟიმიც. უკვე არაერთი ტრენინგი ჩატარდა, მათ შორის ახალი გაყიდვების მენეჯერებისთვისაც.


ანანო ამბობს, რომ ერთადერთი, რაც აქამდე კომპანიაში დისტანციურად არ ხორციელდებოდა, იყო ხელშეკრულებებზე ხელმოწერა და სხვადასხვა დასტურის მიღება. ეს ორივე აქტივობა, საგანგებო მდგომარეობის ამუშავების შემდეგ, უკვე წარმატებით გადავიდა დისტანციურ რეჟიმში.


ანანო აღნიშნავს, რომ გარდა ჯანმრთლობის დაზღვევისა, გაიზარდა  უძრავი ქონების დაზღვევის - ბინის, სახლის ან აგარაკის დაზღვევის რაოდენობაც. ანანო ფიქრობს, რომ კარანტინის პერიოდში უამრავი ადამიანი ახლა რეგიონშია გადასახლებული, შესაბამისად, დიდი ხნით დატოვებული ბინა ან კერძო სახლი, სასურველია დაზღვეული იყოს.


ბინის დაზღვევაც, ისევე როგორც - ჯანმრთელობის ან ავტოდაზღვევა, ასევე ონლაინ ხორციელდება და მის გაფორმებას სულ რამდენიმე წუთი სჭირდება. აღნიშნული პოლისები ერთ აპლიკაციაში იყრის თავს და მისი გამოყენება პოლისის ერთი ნომრით, დისტანციურადაა შესაძლებელი.


2016 წლიდან დღემდე „ჯიპიაის“ ონლაინ სერვისები ყოველწლიურად ვითარდება. მოხერხებული აპლიკაციის მეშვეობით დაზღვეულებს სრული სადაზღვევო მომსახურების მიღება მარტივად, სახლიდან გაუსვლელად შეუძლიათ.


 დაზღვევის შესაძენად ეწვიეთ ბმულს: https://mygpi.ge/

დღის ჰოროსკოპი

21 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

ნუშის რძე - მარტივი რეცეპტი სახლში მომზადებისთვის

ნუშის რძე მსუბუქი სასმელია, გამოკვეთილი არომატის გარეშე, თუმცა ნუშის მდიდარი გემოთი. ამასთან, სურვილის მიხედვით გემოს შემსუბუქება ან გამძაფრებაც შეგიძლიათ  - მეტი ან ნაკლები წყლის დამატებით. 
დღის ჰოროსკოპი

19 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

ესეც, ასი ტრილიონი დოლარი!

დიახ, არ მოგეჩვენათ - ქაღალდის ამ ერთი ბანკნოტის ნომინალი 100 ტრილიონი დოლარია... ზიმბაბვეში! მაინც, რისი შეძენა შეიძლებოდა ამ თანხად?
NEW

დღეიდან სამაგიდო თამაშები ევროპაბეთზე უფასო ხდება

„ევროპაბეთი“ ინდუსტრიაში თამაშის წესების შეცვლას განაგრძობს და მომხმარებლებს მაგიდის თამაშების ახალ, უკონკურენტო რეალობას სთავაზობს. დღეიდან და სამუდამოდ ნარდი, ბურა და დომინო „ევროპაბეთზე“ სრულიად უფასო ხდება. პოპულარული სამაგიდო თამაშებით გართობას მსურველები 0%-იანი კომპანიის წილით და ნულოვანი ბალანსით შეძლებენ.
დღის ჰოროსკოპი

17 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

რევოლუციური სიახლე სათამაშო ბიზნესში - ევროპაბეთის N Card უკვე EMV ტექნოლოგიის ჩიპით და უკონტაქტო გადახდის ფუნქციით

„ევროპაბეთის“ მომხმარებლები დღეიდან ყველაზე თანამედროვე, EMV სტანდარტის ბარათით ისარგებლებენ. საქართველოში პირველად თანხის განაღდების დაფარული არხის პლასტიკურ ბარათს EMV ტექნოლოგიის ჩიპი და უკონტაქტო გადახდის NFC ფუნქციონალი ექნება. შედეგად მომხმარებელი შეძლებს მოგებული თანხა კიდევ უფრო მარტივად და კომფორტულად მიიღოს. ამავდროულად მისი ბარათი უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტით იყოს დაცული. 
დღის ჰოროსკოპი

15 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

სპინალური კუნთოვანი ატროფიის პაციენტის მშობლებმა სახელმწიფოსგან მკურნალობის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით პეტიცია შექმნეს

გენეტიკური და იშვიათი დაავადების სპინალური კუნთოვანი ატროფიის (სკა) მქონე პაციენტის მშობლები და ექიმები კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ და დაავადებაზე და მის მკურნალობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე იმსჯელეს. ღონისძიება საინფორმაციო კამპანიის "შემოგვიერთით, რათა გავხადოთ სპინალური კუნთოვანი ატროფიის მქონე პაციენტების ხმა მისაწვდომი და ყურადღესაღები" ფარგლებში მოეწყო, რომლის მიზანს მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, პაციენტების მხარდაჭერა, საზოგადოებისა და სახელმწიფოს აქტიური ჩართულობა წარმოადგენს.