რატომ მიყვარს ზაფხული და რითი სჯობია სოფელი ქალაქს? - გვპასუხობენ პატარები

ახალი თაობა

13 ივლისი 12:00, 2018 წელი

გაიცანით და მოუსმინეთ: 3 წლის ლილე ლომინეიშვილს, 10 წლის ნიკოლოზ წიკლაურს, 8 წლის ავთანდილ ებრალიძეს, 8 წლის კესარია ფეიქრიშვილს,  და 7 წლის ლუკა წიკლაურს.

ლილე ლომინეიშვილი - 3 წლის



- ზაფხულობით სოფელში მივდივართ და მიყვარს, როდესაც სადმე მივდივართ. ძალიან მიყვარს სოფელში ქვიშით თამაში. ჩემი საყვარელი თამაშებია დედა-შვილობანა, მამა-შვილობანა და შვილობანა.  სოფელში კარგად ვისვენებ. ქალაქშიც მიყვარს, მაგრამ სოფელში უფრო სუფთა ჰაერია. თბილისში ხანდახან ნაგავს ყრიან, მერე ეს ნაგავი ყროლდება და ცუდი სუნი აქვს. არავინ არ უნდა დაყაროს ნაგავი.


ჯერ სკოლაში არ დავდივარ, მაგრამ როცა დავიწყებ სწავლას და გავიზრდები, კბილის ექიმი უნდა გამოვიდე. კბილის ექიმთან სიარულის არ მეშინია.


ნიკოლოზ წიკლაური - 10 წლის



ზაფხული გამორჩეულად მიყვარს, იმიტომ რომ ზღვაზე მივდივართ და ბევრს ვცურავ. მეტი თავისუფალი დრო მაქვს. ხან წიგნს ვკითხულობ, ხან ვთამაშობ. სოფელიც ძალიან მიყვარს, რადგან სოფელში უფრო სუფთა ჰაერი და სუფთა გარემოა. ქალაქი დანაგვიანებულია. როდესაც ქუჩაში ნაგავს ყრიან, ჰაერი ბინძურდება. ამ ჰაერს კი ჩვენ ვსუნთქავთ. ამიტომ არ უნდა დავყაროთ ქუჩაში ნაგავი.


 


ავთანდილ ებრალიძე - 8 წლის



ზაფხულში არდადეგები მაქვს და ზღვაზე წასვლა მიხარია. დასვენება სოფელშიც კარგია, რადგან იქ კორპუსები არ არის და უფრო სუფთა ჰაერია. ქალაქში ხშირად ნაგავი ყრია და გარემო ბინძურდება, რაც ძალიან ცუდია. მოვუწოდებ ყველას, არ დაყარონ ნაგავი. რომ გავიზრდები, ექიმი მინდა გამოვიდე. ვფიქრობ, ადამიანმა უნდა იმუშაოს, რომ სახლ-კარი იყიდოს და საჭმლისთვის ფული იშოვოს.


კესარია ფეიქრიშვილი - 8 წლის



ზაფხულში ჩემი დაბადების დღეა, ამიტომ მიყვარს ეს დრო განსაკუთრებულად. ძალიან კარგად ვერთობი ხოლმე და სულ სხვადასხვა ადგილებში ვიხდი დაბადების დღეს. კიდევ, ზაფხულში დედა ისვენებს ხოლმე და სულ გრილ ადგილას მივდივართ ხოლმე დასასვენებლად. დასვენება სოფელშიც მიყვარს. თბილისი უფრო დიდია, სოფელი - პატარა. სოფელში უფრო ბევრი ცხოველია, სუფთა ჰაერია. ქალაქში კი ბევრი მანქანა დადის და გამონაბოლქვია. ხშირად ნაგავი ყრია ქუჩებში. ამ დროს, მეეზოვეები ბევრს შრომობენ, მუშაობენ, ადამიანები კი ქუჩაში ნაგვის დაყრით მათ შრომას წყალში ვყრით და უფრო მეტ სამუშაოს ვაძლევთ. კარგია, რომ ადამიანი მუშაობს და უსაქმურად არ არის, მაგრამ დანაგვიანებულ გარემოში ყოფნა ძალიან ცუდია.


ლუკა წიკლაური - 7 წლის



ძალიან მიყვარს ზაფხული, რადგან ვიცი, რომ  ზღვაზე წავალ და ვიცურავებ. ცურვა კარგად ვიცი და ტალღების არ მეშინია. სოფელიც მიყვარს, მაგრამ ცხოვრება ქალაქში ჯობია, აქ ინტერნეტი გვაქვს და ვთამაშობ ხოლმე, თუმცა სოფელიც კარგია, ბავშვებთან ერთად სოფელშიც კარგად ვერთობი. იქ არც ნაგავი ყრია, არც ხმაურია და არც მანქანების გამონაბოლქვი.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?