ხატია სიჭინავა: მინდა, ჩემმა შვილებმა ისეთივე ბედნიერი ოჯახები შექმნან, როგორშიც დაიბადნენ

ახალი თაობა

28 აპრილი 20:00, 2015 წელი

წარმოგიდგენთ ხატია სიჭინავას შვილებთან ერთად. წლების წინ იგი საკმაოდ პოპულარული გადაცემის „სანამ შენ გეძინა“ ეპატაჟური წამყვანი იყო. შემდეგ მის ცხოვრებაში დიდი სიყვარული გამოჩნდა. დღეს ხატია ბედნიერი ცოლი და სამი უმშვენიერესი გოგოს დედაა.


- ხატია, ახლა რას საქმიანობ?

- მაქვს საკუთარი სალონი არაყიშვილზე. ამჟამად ჩემი ძირითადი საქმიანობა ეს არის - რა თქმა უნდა,  ბავშვების შემდეგ.

- რა ასაკში გახდი დედა?
- 30 წლის ვიყავი და ვფიქრობ, რომ ეს ზუსტად ის ასაკია, როდესაც უკვე მზად ხარ  დედობისთვის. მანამდე ალბათ ჯერ კიდევ არ გაქვს გაცნობიერებული ის პასუხისმგებლობა რასაც დედობა ჰქვია. უბრალოდ, პირველ შვილზე ძალიან დაფეთებული ვიყავი, ყველაფრის მეშინოდა. მეორე შვილზე უფრო დავიხვეწე და მესამეს უკვე სრულიად მზადყოფნაში შევხვდი.

- რა არის შენთვის დედობა?
- უდიდესი  პასუხისმგებლობა! ძალიან მიყვარს, როცა  ჩემი შვილები მოწესრიგებულები არიან და სუფთად გადიან სახლიდან. როცა მოუწესრიგებელ ბავშვს ვხედავ, ყოველთვის მგონია, რომ მშობელი აკლებს ყურადღებას. ჩემთვის მნიშვნელოვანია, ბავშვებმა აქედანვე შეიყვარონ სწავლა. ბაღშიც ისეთში შევიყვანე, სადაც პატარა ასაკშივე ასწავლიან უცხო ენას, დგამენ  სპექტაკლებს. ასევე დამყავს „ბასტი-ბუბუში“, რომელიც ძალიან მოსწონთ.  ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვები ჩემი შვილების განვითარებას.



- რა დროს უთმობ შვილების აღზრდას?
-  მე და ჩემი ქმარი ვცდილობთ, შაბათ-კვირა მთლიანად ბავშვებს მოვახმაროთ. დანარჩენ დროს დაკავებულები არიან.

- ვინ გეხმარება?
- მყავს არაჩვეულებრივი 2 ძიძა. ორივეს საკუთარივით უყვარს ჩემი შვილები. ჩვენი ძიძები, ფაქტობრივად, ოჯახის წევრები არიან.

- რას უკრძალავ ბავშვებს?
- თავხედობას...  ჩემი აზრით, როცა ბავშვი უზრდელია, ამაში მშობელია დამნაშავე. ყოველთვის  ვცდილობ, ჩემს შვილებს შენიშვნა ისე მივცე, რომ მიიღონ და გაითავისონ.

- რას უსურვებდი საკუთარ შვილებს?
- მინდა, რომ რეალიზებული ქალები იყვნენ, კარგი ბავშვობა ჰქონდეთ და ისეთივე ბედნიერი ოჯახები შექმნან, როგორშიც თავად დაიბადნენ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?