26 თებერვალი-4 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი ქეთი ვაწაძისგან

ჰოროსკოპი

25 თებერვალი 20:30, 2018 წელი

გთავაზობთ კვირის ზოგად მიმოხილვას, ზოგად ტენდენციებს და შეგახსენებთ, რომ უფრო კონკრეტული სურათის შედგენა, ვის როგორი პერიოდი ელოდება, მხოლოდ პირადი რუკის ანალიზით არის შესაძლებელი.

ვერძი - იშვიათი კვირა იქნება, როდესაც ორშაბათის დაწყება გაგახარებთ, თქვენი შრომისმოყვარეობის გამო შეგაქებენ. შესაძლოა, ფინანსურ ჯილდოსაც გამოჰკრათ ხელი. კვირის მეორე ნახევარი ცოტა დაძაბული გექნებათ, მაგრამ ეს, საერთო ჯამში, პოზიტიურ ამბებს ხელს არ შეუშლის, მთავარია, კარგი განწყობა შეინარჩუნოთ. მოსალოდნელია რომანტიკული ნაცნობობაც. შაბათ-კვირა ახლობელი ადამიანების წრეში გაატარეთ.


კურო - საჭიროების შემთხვევაში ადამიანები მხარდაჭერას, დახმარებას აღმოგიჩენენ. შეძლებთ ყველა ნეგატიური ტენდენციის დაძლევას და წარმატებას მიაღწევთ ყიდვა-გაყიდვის სფეროში, თუ ამ საქმით ხართ დაკავებული. საერთო ჯამში, პოზიტიური კვირაა.


ტყუპები - ცხოვრებისგან მიღებული მატერიალური სარგებელი ოჯახს დაახარჯეთ. ფული დროულად მოდის მნიშვნელოვანი საკითხების გადასაჭრელად. სამსახურში თქვენი გონიერება და შრომისუნარიანობა დაფასდება.  დაკავდით საყვარელი საქმის კეთებით. გაითვალისწინეთ, გზებზე გადაადგილებისას სიფრთხილე გმართებთ. უარი თქვით არაფრის მომცემ კომუნიკაციაზე და მხოლოდ ახლო მეგობრების ვიწრო წრეში დაისვენეთ.


კირჩხიბი - აქამდე გქონდათ შეგრძნება, რომ სიყვარული, სითბო და გარშემომყოფთა სიმპათია გაკლდათ, ამ დანაკლისს მთელი კვირის მანძილზე შეივსებთ ახლობელი ადამიანებისგან და მათ შორის, სამსახურში იგრძნობთ პატივისცემას. სწორად შეადგინეთ ბიუჯეტი და მზრუნველობა გამოიჩინეთ ახლობლების მიმართ. ტექნიკასთან სიფრთხილე გმართებთ. დაკავდით შემოქმედებითი საქმიანობით.


ლომი - კვირა დაუთმეთ ოჯახური საკითხების გადაწყვეტას, შესაძლოა ახალი რომანტიკული თავგადასავლების ცდუნებამ გძლიოთ და ახალგაცნობილი ადამიანის მიმართ სიმპათიები გაგიჩნდეთ. შუა კვირაში  ურთიერთობების გარკვევისგან თავი შეიკავეთ და ყველაფერს სხვას ნუ გადააბრალებთ. გაგაღიზიანებთ კრიტიკა, ეცადეთ, ობიექტურად გააანალიზოთ ეს კრიტიკა და წარმატებისთვის გამოიყენოთ. გამოიჩინეთ მზრუნველობა ახლობლებისა და ნათესავების მიმართ.


ქალწული - შესაძლოა, კვირის მანძილზე ყურადღების ცენტრში მოექცეთ, ეს ფაქტი ნუ შეგაშინებთ და ეცადეთ, თქვენს სასარგებლოდ გამოიყენოთ. დაიმახსოვრეთ, წარმატება მიდის მათთან, ვისაც მისკენ მიმართული ნებისმიერი სახის პოზიტიური თუ ნეგატიური ენერგიის გამოყენება შეუძლია. კვირა კარგია ახალი უნარ-ჩვევების შესაძენად. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას, მიიღეთ პროფილაქტიკური ზომები.


სასწორი - ბევრ სასწორს ძალიან გაუმართლებს, თითქოს თქვენკენ ოქროს თევზი მოცურავს, რათა ნებისმიერი თქვენი სურვილი შეასრულოს. შემოსავლები იზრდება, შესაძლოა, სამსახურშიც დაწინაურდეთ, აღიარება და პატივისცემა მთელი კვირის მანძილზე თქვენი თანამდევი იქნება. შუა კვირაში შესაძლოა, გაღიზიანებამ მოგიცვათ, მაგრამ ზედმეტად ნუ აჰყვებით ემოციებს, მოვლენები თავისით დალაგდება. შაბათ-კვირას საკუთარი თავით დაკავდით.


მორიელი - კვირის მანძილზე თქვენში პოზიტიური ემოციები მოიმატებს, მაქსიმალურად გაიხსენით ემოციურად და გამოხატეთ სითბო, სიყვარული ახლობელი ადამიანების მიმართ, პოზიტიური განწყობა თქვენს საქმეებზეც დადებითად აისახება. შეგიძლიათ კვირის მანძილზე მნიშვნელოვანი პროექტების დაგეგმვა. იყავით აქტიურები, დინამიკურები და პროგრესულები. თავი აარიდეთ კონფლიქტებს და არც თავად გამოიწვიოთ ისინი. შაბათ-კვირა მაქსიმალურად დაუთმეთ დასვენებას.


მშვილდოსანი - კვირის მანძილზე ეცადეთ, მაქსიმალურად პოზიტიური იყოთ გარშემომყოფებისა და იმ პროექტების მიმართ, რომელიც დასასრულებელი გაქვთ. ნუ დააპროვოცირებთ დემაგოგიურ კონფლიქტებს. გამოიჩინეთ სიფრთხილე სამსახურში და ფსიქოლოგიურ ჭრილში გააანალიზეთ წარმოქმნილი დაბრკოლებები.


თხის რქა - კვირის მანძილზე ყურადღების ცენტრში მოექცევით. ეს სასიამოვნო და ამასთანავე, ძალიან საპასუხისმგებლოა თქვენთვის. ცოტა მოდუნდით და პასუხისმგებლობების გარეშე შეხედეთ იმ პოზიტიურ ენერგიას, რომელიც თქვენკენ მოდის მადლიერების სახით. მზად ხართ, ყველას დაეხმაროთ, მაგრამ ეს კვირა ცოტა საკუთარ თავს და დასვენებას დაუთმეთ. კვირის მანძილზე საინტერესო ამბები გელოდებათ. დრო დაუთმეთ ესთეტიკურ საგნებსა და სიამოვნებას.


მერწყული - მოვლენები კვირის მანძილზე უფრო პოზიტიურად ვითარდება. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი საქმე გაქვთ, დატვირთულ მუშაობასთან ერთად შემოსავლების ზრდასაც ელოდეთ. ზოგიერთ თქვენგანს  კარიერული წინსვლის შანსი მიეცემა. თქვენ დაიმსახურეთ შექებაც და სიმპათიაც. კვირის ბოლოს ეცადეთ სახლის საქმეები მოაწესრიგოთ და მაქსიმალურად შეამციროთ ქაოსი თქვენს გარშემო. 


თევზები - მთელი კვირა, განსაკუთრებით თებერვალში დაბადებულ თევზებს, ეძლევათ შანსი, სერიოზულ წარმატებასა და წინსვლას ჩაუყარონ საფუძველი, მარტის თევზებს ცოტა მოცდა მოუწევთ და წარმატებისთვის უფრო მეტი შანსი მიეცემათ უკვე მარტში. არ დაიზაროთ და არ აჰყვეთ ილუზიებს. იყავით კარგი მსმენელები და რჩევებისთვის მიმართეთ თქვენდამი პოზიტიურად განწყობილ ადამიანებს.


წარმატებები ყველას!


 


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?