ვერძი - ვერძებს კარგი კვირა ელით, სასიამოვნო სიურპრიზებით დატვირთული, თუმცა მნიშნელოვანი საქმეები 11 აპრილისთვის გადადეთ. პირად ცხოვრებაში საინტერესო ურთიერთობებისა და თავგადასავლების ალბათობაა.
კურო - დაბალი ენერგოტონუსი არ მოგცემთ საშუალებას დაწყებული საქმეები ბოლომდე მიიყვანოთ. დაუსრულებელმა საქმეებმა შესაძლოა გაღიზიანება, უგონებობაც კი გამოიწვიოს. ეს კვირა მოახმარეთ ძალების აღდგენას, საკუთარი თავის მოვლასა და დასვენებას. ერიდეთ კონფლიქტებს.
ტყუპები - ტყუპებმა საზოგადოებრივი აქტივობებისგან თავი შეიკავეთ. კოლექტიური საქმიანობის დრო ჯერ არ არის, ამისთვის არც დრო გეყოფათ და არც ენერგია. საკუთარ თავზე კონცენტრირდით და მეტი დრო საყვარელ ადამიანებთან გაატარეთ. კარგი იქნება თუ ფიზიკურ ვარჯიშს დაიწყებთ.
კირჩხიბი - თქვენს ცხოვრებაში ცვლილებების დროა, შეიძლება კომპანიის რეორგანიზაცია, ფინანსურ მენეჯმენტში ცვლილებები თქვენს ცხოვრებაზე პირდაპირ აისახოს, იყავით ყურადღებით და ნაკლებად პრეტენზიულები. ნუ გამოხატავთ გაღიზიანებას წვრილმანებზე.
ლომი - ნუ დაინტერესდებით იმ ამბებით, რაც თქვენ ყველაზე ნაკლებად გეხებათ. სხვების ცხოვრების და საქმეების მართვაში ინიციატივებს ნუ გამოამჟღავნებთ. ეს ენერგია უფრო სასარგებლო საქმიანობაზე უნდა მიმართოთ. კარგი იქნება თუ სამართლიანობის დაცვით იმოქმედებთ. სხვა მხრივ, პოზიტიური კვირაა
ქალწული - მთელი კვირა სტერეოტიპების ნგრევა მოგიწევთ. ბევრი გეგმა შეიძლება შეგეცვალოთ. რაც შემდგომ სასარგებლო აღმოჩნდება. მეტი დრო დაუთმეთ ჯანმრთელობას. ყურადღებით მოეკიდეთ საქმეების დაგეგმვას.
სასწორი - ურთიერთობების და საქმეების მართვა თქვენი კონტროლიდან გადის, მაგრამ ეს ნუ შეგაშინებთ, ყველაფერი ისე არ წარიმართება როგორი მოლოდინიც გაქვთ. განეწყვეთ პოზიტიურად და რომელიმე კონკრეტულ საქმეზე კონცენტრირდით.
მორიელი - ბევრი მოვალეობა დაგეკისრათ, რაც შეიძლება ცოტა გაღიზიანებდეთ კიდეც, ხშირ შემთხვევაში შეიძლება გაუგებრობების ეპიცენტრში აღმოჩნდეთ, საუკეთესო გამოსავალია ყველაფრისგან გარიდება და დასვენება.
მშვილდოსანი - ცოტა ხანი დაივიწყეთ გართობა და დასვენება. საქმე კონცენტრირებას და პედანტურ მოწესრიგებას ითხოვს. იყავით დაკვირვებულები და შრომისმოყვარეები. ზედაპირული მიდგომა არ გამოგადგებათ. საქმეზე ფოკუსირება საბოლოო ჯამში საუკეთესო შედეგს გამოიღებს.
თხის რქა - კარგი იქნება თუ სახლში რემონტს დაიწყებთ, ეს ძალიან დაგეხმარებათ როგორც გუნება განწყობის გაუმჯობესებაში, ისე ენერგიის აღდგენაში. თუმცა ზედმეტ ძალისხმევას ნურაფერში ჩადებთ. იყავით დაკვირვებულები, რათა თქვენი ქცევა უსამართლო, წინდაუხედავი და დაუნდობელი არ აღმოჩნდეს. ყველაფერს ვერ გააკონტროლებთ.
მერწყული - სასურველია შორ გზებზე მოგზაურობები გადადოთ, შეიძლება დაძაბულობას ან უსიამოვნებას ჰქონდეს ადგილი. უმჯობესია ყოფით, ყოველდღიურ საქმიანობას მიხედოთ და საგარეო საქმეები მომავალი კვირისთვის გადაიტანოთ. სახლი, ამჯერად, საუკეთესო ადგილი აღმოჩნდება დასვენებისთვის.სხვა მხრივ პოზიტიური კვირაა
თევზები - საყვარელი და ახლობელი ადამიანებისგან დიდ მხარდაჭერას იგრძნობთ, ამიტომ გუნება განწყობა გაგიუმჯობესდებათ. ამ კვირაში მიღებული ფინანსური გადაწყვეტილებები წარმატების მომტანი არ იქნება, ამიტომ რისკიანი ქმედებებისგან თავი შეიკავეთ. ჩართეთ ინტუიცია, მიენდეთ გულისთქმას, და შეცდომების დაშვების ალბათობაც, ნაკლები იქნება
წარმატებები თქვენ!