ვერძი - კვირის მანძილზე თქვენს თავზე აიღეთ პასუხისმგებლობა და ყველა ვალდებულება. იყავით ლიდერი, მაგალითი მიეცით სხვებს. გამოიჩინეთ დიდსულოვნება და ყველა მიზანს მიაღწევთ.
კურო - კვირის დასაწყისი ცოტა მტკივნეულად ჩაივლის. თქვენთვის უჩვეულოდ მოწყვეტილი იქნებით სინამდვილის რეალურ აღქმას. დაუბრუნდით ყოველდღიურ ცხოვრებას და აკეთეთ ის, რაც გასაკეთებელი გაქვთ. საზოგადოებრივი აქტივობისგან თავი შეიკავეთ.
ტყუპები - შეგიძლიათ, თავი გამოიჩინოთ ნებისმიერ საქმეში, რასაც ხელს მოკიდებთ. თქვენი მოხერხებულობა, გონიერება და სისხარტე საუკეთესო მეგობარი იქნება კვირის მანძილზე. უსმინეთ მხოლოდ საკუთარ თავს. ადამიანებს ადვილად ხიბლავთ. წარმატებული პერიოდია თქვენთვის.
კირჩხიბი - თავი აარიდეთ ნებისმიერ სიტუაციას, სადაც შეიძლება ადვილად გაღიზიანდეთ. ნუ შეხვალთ კონფლიქტში უფროსობასთან. გამოიჩინეთ სიფრთხილე და წინდახედულობა. იზრუნეთ საკუთარ გარეგნობასა და ჯანმრთელობაზე.
ლომი - ზედმეტად ფლანგავთ ენერგიას თვითტკბობასა და საკუთარი თავის წარმოჩენაში. კონცენტრირდით საკუთარ სულიერ სიმშვიდეზე, ცოტა ინტროვერტობა ამ პერიოდში არ გაწყენდათ. საინტერესო ნაცნობობა გელით.
ქალწული - შეიძლება კვირის მანძილზე დაღლილობა და გამოფიტულობა იგრძნოთ. არ შეშინდეთ, ეს დროებითია, კვირის ბოლოსკენ მეტად დაისვენეთ და ძალებს აღიდგენთ. დიდ რისკებზე ნუ წახვალთ.
სასწორი - კარგი განწყობა მთელი კვირა გაგყვებათ, მხოლოდ გადაწყვეტილების მიღებისას ძალიან ნუ დაყოვნდებით, ეცადეთ, ტყუპების სეზონის სწრაფ ტემპს აჰყვეთ, ცოტა დასვენება არც თქვენ გაწყენდათ.
მორიელი - ახალი გამოწვევების წინაშე დგახართ. თქვენზეა დამოკიდებული, როგორ შეძლებთ ამ გამოწვევების ტრანსფორმირებას. მხოლოდ საკუთარი თავის იმედი იქონიეთ. ეს კვირა კარგია თქვენს სამუშაო სივრცეში გენერალური დასუფთავების ჩასატარებლად.
მშვილდოსანი - შეიძლება კვირის მანძილზე უგუნებობა დაგჩემდეთ, ეცადეთ, განწყობების გამო ურთიერთობები არ გაიფუჭოთ ახლობელ ადამიანებთან. ყურადღება გაამახვილეთ ჯანმრთელობაზე და კარგად გამოიძინეთ.
თხის რქა - წინდახედულება ის იარაღია, რომელიც ყოველთვის გეხმარებათ. ეს ამ კვირაში განსაკუთრებით დაგჭირდებათ. დაუკვირდით სიტყვებს, წინადადებებს, აწონ დაწონეთ და ისე ისაუბრეთ.
მერწყული - მერწყულებო, მეტად საინტერესო კვირა გელით. ახალი ნაცნობობა, რომანტიკული თავგადასავლები, მოგზაურობა. ბევრი შესაძლებლობა იხსნება თქვენ წინაშე. გამოიყენეთ ეს დრო სასიკეთოდ.
თევზები - ცინიკურობა და ქედმაღლობა ყველაფერში ხელს შეგიშლით. იყავით გულისხმიერები და საკუთარ თავში ნუ ჩაიკეტებით. კარგი იქნება, თუ საოჯახო საქმეებით დაკავდებით. შეგიძლიათ, სახლში სარემონტო სამუშაოები წამოიწყოთ.
წარმატებები თქვენ!