16 ისტორიული ფაქტი, რომლებიც დროზე წარმოდგენას შეგიცვლით

საკნატუნო ამბები

25 თებერვალი 14:00, 2019 წელი

იცოდით, რომ თურმე აწმყოს 80 მ/წმ-ით ჩამოვრჩებით და წარსულში ვცხოვრობთ?..

1. დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელიზაბეტ II და მერილინ მონრო ერთსა იმავე წელს დაიბადნენ



ორივე ქალბატონი 1926 წელს დაიბადა. ისინი ერთმანეთს ლონდონში შეხვდნენ კიდეც, როცა ორივე 30 წლის იყო. ეს მოხდა ფილმ „ლა-პლატას ბრძოლის“ პრემიერაზე.


2. კუ, სახელად გარიეტა, რომელიც 2006 წელს მოკვდა, ოდესღაც ჩარლზ დარვინს ეკუთვნოდა



სპილოსებრი კუ, სახელად გარიეტა, დაახლოებით 1830 წელს დაიბადა გალაპაგოსის ერთ-ერთ კუნძულზე. დარვინმა ის მსოფლიოს გარშემო ექსპედიციის დროს წამოიყვანა. კუ ჯერ ინგლისში გადაიყვანეს, იქიდან კი - ავსტრალიაში. 2006 წელს გარიეტა 177 წლის ასაკში მოკვდა გულის უკმარისობით. ის 150 კილოს იწონიდა, ზომით კი სასადილო მაგიდის ხელა იყო.


3. ფილმ „ქარწაღებულნის“ უკანასკნელ ცოცხალ მსახიობს ოლივია დე ჰევილენდს ამ ცოტა ხნის წინ 102 წელი შეუსრულდა



მსახიობმა ოლივია დე ჰევილენდმა, ცნობილმა ფილმ „ქარწაღებულნში“ მელანი უილქსის როლის შესრულებით, 2018 წელს დაბადებიდან 102-ე წელი აღნიშნა. ფილმის გადაღებისას ის 23 წლისა იყო. მომავალ წელს ეს ცნობილი საგა თავის 80 წელს იზეიმებს! მაინც რა სწრაფად გარბის დრო...


4. პლუტონს ჯერ კიდევ არ დაუმთავრებია ერთი სრული წრე მზის გარშემო



პლუტონი 1930 წელს აღმოაჩინეს. მისი აღმოჩენიდან დღემდე მას ჯერ კიდევ არ დაუსრულებია ერთი სრული წრე მზის გარშემო. ეს 2178 წელს მოხდება. სამაგიეროდ 2006 წელს მან დაკარგა მე-9 პლანეტის სტატუსი მზის სისტემაში და ჯუჯა პლანეტამდე „ჩამოლაბორანტდა“. პლუტონი პირველი ციური სხეულია, რომელსაც პლანეტის სტატუსი ჩამოერთვა.


5. კომპანია Nintendo და ეიფელის კოშკი ერთ წელს შეიქმნა



საფრანგეთის ამ ცნობილი კოშკის მშენებლობა 1889 წელს დასრულდა. ვიდეოთამაშებისა და სათამაშო კონსოლების გამომშვები უმსხვილესი იაპონური კომპანიაც ამავე წლის შემოდგომაზე დაფუძნდა.


6. მეტროს პირველი ხაზი ლონდონში მაშინ გაიხსნა, როცა ამერიკაში ჯერ კიდევ სამოქალაქო ომი მძვინვარებდა



ლონდონის მეტროს პირველი ხაზი, სახელწოდებით Metropolitan Railway, 1863 წელს ამოქმედდა. ამ პერიოდში ამერიკა ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის სამოქალაქო ომის ცეცხლში იყო გახვეული. ის 1865 წლის დეკემბერში დასრულდა, მაშინ როცა კონსტიტუციაში მე-13 შესწორება მიიღეს მონათმფლობელობის გაუქმების შესახებ.


7. პირველი ორთქლმავალი პირველ ველოსიპედამდე ცოტა ხნით ადრე გამოჩნდა



1818 წელს გერმანელმა პროფესორმა პირველი ორბორბლიანი სკუტერი დააპატენტა, რომელსაც ხის ჩარჩო ჰქონდა და ველოსიპედივით გამოიყურებოდა, ოღონდ უპედლებო. დღევანდელის მსგავსი ველოსიპედი 60 წლის შემდეგ გამოიგონეს და Rover დაარქვეს. რაც შეეხება ორთქლმავალს, მისი პროტოტიპი 1769 წელს საფრანგეთში შეიქმნა, ხოლო ორთქლის პირველი ლოკომოტივი რელსებზე უკვე 1801 წელს დადგა.


8. კალკულატორი TI-83 უფრო ძლიერია, ვიდრე კომპიუტერი, რომელმაც მთვარეზე რაკეტა დასვა



კალკულატორ TI-83-ს, რომელიც 1999 წელს გამოვიდა, მეტი გამომთვლელი შესაძლებლობა ჰქონდა, ვიდრე კომპიუტერს, რომელმაც 1969 წელს „აპოლონ 11“ მთვარეზე დასვა. რაკეტაზე კომპიუტერი 1.024 მეგაჰერც სიხშირეზე მუშაობდა, რაც კალკულატორ TI -83-ის დაახლოებით 1/6 სიმძლავრეა.


9. ადამიანი მთვარეზე ბევრად უფრო ადრე დაჯდა, ვიდრე ჩემოდანზე ბორბლების მიმაგრება მოიფიქრა



სამგზავრო ჩემოდნების მწარმოებელმა კომპანია Samsonite-მა ბორბლებიანი ჩემოდანი 1974 წელს დააპატენტა, კოსმოსური ხომალდი „აპოლონ 11“ კი მთვარეზე 1969 წელს დაჯდა.


10. იმ წელს, როცა პირველი „აიფონი“ გამოვიდა, „ჰარი პოტერის“ ბოლო წიგნი დაიბეჭდა



„ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები“ - ჯოან როულინგის სათავგადასავლო საგას ბოლო წიგნი და „აიფონის“ პირველი მოდელი ერთსა და იმავე წელს - 2007-ში გამოვიდა.


11. სალვადორ დალი იმ წელს გარდაიცვალა, როცა მსახიობი დენიელ რედკლიფი დაიბადა



ცნობილი ესპანელი მხატვარი, სიურრეალისტი სალვადორ დალი 1989 წელს 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამავე წელს დაიბადა ბრიტანელი მსახიობი დენიელ რედკლიფი, ჰარი პოტერის როლის შემსრულებელი.


12. ყველაზე ზუსტი საათი მსოფლიოში - ატომური



დღესდღეობით ყველაზე ზუსტი საათი მსოფლიოში აშშ-შია. ეს არის ამერიკელი და სინგაპურელი ფიზიკოსების მიერ შექმნილი ატომური საათი. მისი ცდომილება შეიძლება მხოლოდ ერთი წამი იყოს 15 მლრდ წელში.


13. ყველაზე ხანგრძლივი ავიაგადაფრენა, გადაჯდომის გარეშე, თითქმის 18 საათი გაგრძელდა



ყველაზე გრძელი ავიაგადაფრენა, გადაჯდომის გარეშე, სინგაპურის ავიახაზებმა განახორციელა - თვითმფრინავი სინგაპურიდან ნიუ-იორკში გადაფრინდა. ფრენა 17 საათი და 52 წუთი გრძელდებოდა, თუმცა თავდაპირველი გამოთვლით თვითმფრინავს ცაში 18 საათი და 25 წუთი უნდა დაეყო. ამ დროის განმავლობაში ავიალაინერმა თითქმის 17 ათასი კილომეტრი დაფარა.


14. დედამიწაზე კაცობრიობის არსებობის ხანა პლანეტის ისტორიის 0.0004%-ს შეადგენს



ადამიანები დაახლოებით 200 ათასი წელია, რაც დედამიწაზე ვცხოვრობთ, ჩვენი პლანეტის ისტორია კი 4.54 მლრდ წელს ითვლის. ასე რომ, დედამიწაზე კაცობრიობის არსებობის ისტორია პლანეტის არსებობის ისტორიის 0.004%-ს ითვლის. გარდა ამისა, ცივილიზაციის განვითარების დიდი წილი უკანასკნელ 10 ათას წელზე მოდის.


15. საპნის ბუშტი 0.001 წამში სკდება


ბონუსი: არსებობს თეორია, რომ ჩვენ წარსულში ვცხოვრობთ



ადამიანები ვერასოდეს შეძლებენ, სრულად შეიგრძნონ ცნება „აწმყო“, რადგან ჩვენ ახლანდელ დროს დაახლოებით 80 მ/წმ-ით ჩამოვრჩებით. მეცნიერი დევიდ იგლმანი მიიჩნევს, რომ ჩვენი ცნობიერი მიმდინარე მოვლენებს დაგვიანებით აღიქვამს, რადგანაც ტვინს დრო სჭირდება იმ ინფორმაციის გადასამუშავებლად, რაც მოცემულ მომენტში ხდება. შემდეგ კიდევ რაღაც დროა საჭირო იმისთვის, რათა სხეულის ნერვული დაბოლოებებიდან ტვინს ინფორმაცია მიეწოდოს.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?