მეცნიერებმა გააკეთეს მოდელირება სიტუაციისა, როცა ადამიანი მაღაზიის რიგებს შორის ახველებს.
გათვლების თანახმად, ხველების წვეთების „ღრუბელი“ შენობაში შესაძლოა, 5-6 წუთს დარჩეს ჰაერში და სხვა ადამიანის სასუნთ სისტემაში მოხვდეს.
3D-მოდელი ჰელსინკის უნივერსიტეტის, ფინეთის მეტეოროლოგიური სამსახურის, ჰელსინკის აოლტოს უნივერსიტეტისა და ჰელსინკის ტექნიკური კვლევითი ცენტრის VTT-ს ერთობლივი ნამუშევარია.
ჰაერში ნაწილაკების გაფრქვევა-გავრცელება გამოთვილი და მოდელირებულია სუპერკომპიუტერზე CSC - Finnish It Center for science.