12 ფილმი სიყვარულზე, რომლებსაც ვარდისფერი სათვალით ვერ უყურებთ

კინო

10 მაისი 18:00, 2019 წელი

ფილმები სიყვარულზე ყოველთვის არ არის იაფფასიანი მელოდრამა, მათ შორის ბევრია ღრმა ისტორია ცხოვრებისეულ სირთულეებზე, შეცდომებზე, დანაკარგზე, საკუთარი თავის ძიებაზე...

1. „მხოლოდ შენ“, 2014



ეს არის ყოფილი მოკრივისა და ბრმა გოგოს ამაღელვებელი სიყვარულის ისტორია. მათი გზები მოულოდნელად გადაიკვეთება და ძალიან მალე ერთმანეთს გადაეჯაჭვება კიდევ. კაცი დიდხანს ვერ ხვდება, რომ გოგონა სერიოზულადაა ავად. და როცა მისი პროგრესირებადი ავადმყოფობის შესახებ გაიგებს, რინგზე დაბრუნდება. ალის გადაწყვეტილება, რადაც არ უნდა დაუჯდეს, დაეხმაროს შეყვარებულს, მათ ცხოვრებას საბოლოოდ შეცვლის.


2. „უბრალოდ, ერთად“, 2007



განგების ნებით ერთ ბინაში უხდებათ ცხოვრება ორ ახალგაზრდა მამაკაცსა და გოგონას. თითოეულ მათგანს საკუთარი სამყარო აქვს, რომელიც სახლითა და სამსახურით შემოისაზღვრება. ისინი თავისებურად ცდილობენ, მარტოობას გაუმკლავდნენ. კამილა თავით ეშვება სამუშაოში, ფილიბერი ცდილობს, ნათესაურ კავშირებში გაერკვეს, ახალგაზრდა მზარეულის ფრანკის თვითმიზანი კი ალკოჰოლი და ქალებია. მაგრამ დრო და ვალდებულებები სრულიად უცნობ ადამიანებს ძალიან აახლოებს.


3. „ჩვენ“, 2011



მადონამ დაამტკიცა, რომ მას არა მხოლოდ გრანდიოზული შოუების მოწყობა შეუძლია, არამედ ლამაზი ფილმების გადაღებაც. ამის შესანიშნავი მაგალითია ემოციური კინოფილმი „ჩვენ“.


სიუჟეტის ცენტრშია ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრე ედუარდ VIII, რომელიც უგონოდაა შეყვარებული გათხოვილ ქალზე - უოლის სიმპსონზე. გარშემო ყველა მის გატაცებაზე ჭორაობს და „გარყვნილ“ უოლისს განიკითხავს. მომავალ მეფეს კი ჭორები ნაკლებად აღელვებს: მას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, საყვარელ ქალზე დაქორწინდეს, თუნდაც ამისთვის ტახტზე უარის თქმამ მოუწიოს.


4. „არასოდეს გამიშვა“, 2010



ეს სულისშემძვრელი ისტორია ცხოვრებისეულ ღირებულებებსა და სიყვარულზე, ალბათ, არავის დატოვებს გულგრილს. მთავარი გმირები, რაც თავი ახსოვთ, დახურულ ინტერნატში ცხოვრობენ. მათ აქვთ ყველაფერი: გემრიელი საჭმელი, თბილი ტანსაცმელი, კეთილი აღმზრდელები. მაგრამ არ აქვთ მხოლოდ დრო.  ისინი დონორებად შექმნეს მათთვის, ვისაც სიცოცხლისთვის ფულის გადახდა შეუძლია.


5. „სიყვარული“, 2012



ჟორჟმა და ენმა ერთად მრავალი წელი იცხოვრეს. უყვარდათ და მხარში ედგნენ ერთმანეთს. ისე ჩანდა, თითქოს ბედნიერი სიბერე ელოდათ. მაგრამ ერთხელაც ენმა დარტყმა მიიღო. ქალმა ჯერ მახსოვრობა დაკარგა, შემდეგ დამოუკიდებლად გადაადგილებისა და ლაპარაკის უნარი. ხანშიშესულ ცოლ-ქმარს ახლა ერთად მოუწევთ ყველაზე მძიმე, უკანასკნელ ცხოვრებისეულ გამოცდა გაუძლონ.


6. „სამბა“, 2014



სამბა და ალისა პოლიციის განყოფილებაში ხვდებიან ერთმანეთს. კაცი სენეგალიდანაა, რომელსაც საფრანგეთში მშვიდად ცხოვრებისთვის ოფიციალური დოკუმენტები სჭირდება. ქალი - საიმიგრაციო სამსახურის დაღლილი თანამშრომელი, რომელიც სამსახურში „დაიწვა“. ორივე გამოსავალს ეძებს რთული სიტუაციიდან და პოულობს სიყვარულს, რომელიც თავად ცვლის ყველაფერს.


7. „ფენიქსი“, 2014



ნელი სასწაულად გადარჩა კონცლაგერში, მაგრამ ამდენი ცემისგან სახე დაუმახინჯდა. მის დასახმარებლად მოდის ევროპული სააგენტოს თანამშრომელი, რომელიც ექიმს პლასტიკურ ოპერაციაზე უთანხმდება. ოპერაციის შემდეგ ნელი დიდხანს ეძებს თავის ქმარს ჯონის. მაგრამ როცა მას იპოვის, ხვდება, რომ ბევრი რამ შეიცვალა. ახლა ჯონს იოჰანსონი ჰქვია, საერთოდ ვერ ცნობს მას და ძალიან საეჭვოდ იქცევა. ნელის ბევრ კითხვაზე სჭირდება პასუხი და მათ შორის მთავარზე - შეეძლო თუ არა ჯონის ის სპეციალურად ჩაებარებინა ფაშისტებისთვის.


8. „ძმები“, 2009



სემი და ტომი საერთოდ არ ჰგვანან ერთმანეთს. უფროსი სამხედროა, სანიმუშო მეოჯახე, კარგი ქმარი და მამა. უმცროსს კი ისევ თავში უქრის. სემი მოხალისედ მიდის ავღანეთში, რაღაც დროის შემდეგ კი მის მეუღლეს შეატყობინებენ, რომ ის დავალების შესრულების დროს დაიღუპა. ამ მძიმე პერიოდში ტომი ცდილობს ძმის ოჯახს ტრაგედიის გადატანაში დაეხმაროს და ისე, რომ თავადაც ვერ ხვდება, ძმის ცოლი უყვარდება. როცა ოჯახის ცხოვრება ასე თუ ისე დალაგდება, სწორედ ამ დროს შემთხვევით გადარჩენილი სემი სახლში ბრუნდება.


9. „ჩაკეტილი წრე“, 2007



ეტელ ენისა და ტედის ბედნიერ ცხოვრებას ომი დაანგრევს. კაცი ომში მიდის და უგზო-უკვლოდ იკარგება, ქალი კი მაინც განაგრძობს მის ლოდინს. გადის 50 წელი, ქალი კი კვლავაც გრძნობით ათვალიერებს მის ფოტოებს და საკუთარ ქალიშვილსაც კი უმალავს თავისი ცხოვრების უდიდეს სიყვარულს. მეორე კონტინენტზე ირლანდიელი მოზარდი სამხედრო თვითმფრინავის ნარჩენებთან ტედის ჯვრისწერის ბეჭედს პოულობს. ის ეტელ ენს ბეჭედს უბრუნებს და ისმენს საოცარი სიყვარულის ისტორიას.


10. „სიტყვა“, 2012



ნაკლებად ცნობილი მწერალი რორი ჯენსენი ახალი რომანის გამოქვეყნების შემდეგ სახელს მოიხვეჭს. ვერავინ ხვდება, რომ სინამდვილეში წიგნის ავტორი სულ სხვა ადამიანია, სხვისი ნაშრომის მითვისებისთვის კი რორის მოუწევს, გადაიხადოს...


11. „შეიკარით ღვედი“, 2014



კაცი მისი საუკეთესო მეგობრის შეყვარებულია, თავად კი პერსპექტიულ არქიტექტორთან აქვს რომანი. ელენი და ანტონიო საერთოდ არ შეეფერებიან ერთმანეთს, არც სტატუსით, არც ხასიათით, მაგრამ მათ შორის სიყვარულის ცეცხლი დაინთება და თვალებს დაუბრმავებს. ვნება ისე შეიპყრობს ახალგაზრდებს, რომ ისინი დაუფიქრებლად გადაწყვეტენ დაქორწინებას. რაღაც პერიოდის შემდეგ ვნებები ცხრება და ელენა ხვდება, რომ ცხოვრებაში ყველაზე დიდი შეცდომა დაუშვა.


12. „თავად ცხოვრება“, 2018



ცხოვრება - ეს დიდი და პატარა მოვლენების მონაცვლეობაა - კაშკაშა, უბრალო, მხიარული და სევდიანი ამბების. სიუჟეტის ცენტრში ახალგაზრდა წყვილის - უილისა და ების ისტორიაა. ისინი ბედნიერები არიან და ბავშვს ელოდებიან. მაგრამ ბავშვის დაბადების შემდეგ ტრაგედიას ტრაგედია მოჰყვება. და გოგონა ბაბუის კმაყოფაზე რჩება. ის დიდხანს გრძნობს თავს დაკარგულად, სანამ არ შეხვდება იმ ბიჭს, რომელმაც ერთხელ უკვე გადაატრიალა მისი ცხოვრება.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

20 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

ნუშის რძე - მარტივი რეცეპტი სახლში მომზადებისთვის

ნუშის რძე მსუბუქი სასმელია, გამოკვეთილი არომატის გარეშე, თუმცა ნუშის მდიდარი გემოთი. ამასთან, სურვილის მიხედვით გემოს შემსუბუქება ან გამძაფრებაც შეგიძლიათ  - მეტი ან ნაკლები წყლის დამატებით. 
დღის ჰოროსკოპი

19 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

ესეც, ასი ტრილიონი დოლარი!

დიახ, არ მოგეჩვენათ - ქაღალდის ამ ერთი ბანკნოტის ნომინალი 100 ტრილიონი დოლარია... ზიმბაბვეში! მაინც, რისი შეძენა შეიძლებოდა ამ თანხად?
NEW

დღეიდან სამაგიდო თამაშები ევროპაბეთზე უფასო ხდება

„ევროპაბეთი“ ინდუსტრიაში თამაშის წესების შეცვლას განაგრძობს და მომხმარებლებს მაგიდის თამაშების ახალ, უკონკურენტო რეალობას სთავაზობს. დღეიდან და სამუდამოდ ნარდი, ბურა და დომინო „ევროპაბეთზე“ სრულიად უფასო ხდება. პოპულარული სამაგიდო თამაშებით გართობას მსურველები 0%-იანი კომპანიის წილით და ნულოვანი ბალანსით შეძლებენ.
დღის ჰოროსკოპი

17 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

რევოლუციური სიახლე სათამაშო ბიზნესში - ევროპაბეთის N Card უკვე EMV ტექნოლოგიის ჩიპით და უკონტაქტო გადახდის ფუნქციით

„ევროპაბეთის“ მომხმარებლები დღეიდან ყველაზე თანამედროვე, EMV სტანდარტის ბარათით ისარგებლებენ. საქართველოში პირველად თანხის განაღდების დაფარული არხის პლასტიკურ ბარათს EMV ტექნოლოგიის ჩიპი და უკონტაქტო გადახდის NFC ფუნქციონალი ექნება. შედეგად მომხმარებელი შეძლებს მოგებული თანხა კიდევ უფრო მარტივად და კომფორტულად მიიღოს. ამავდროულად მისი ბარათი უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტით იყოს დაცული. 
დღის ჰოროსკოპი

15 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

სპინალური კუნთოვანი ატროფიის პაციენტის მშობლებმა სახელმწიფოსგან მკურნალობის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით პეტიცია შექმნეს

გენეტიკური და იშვიათი დაავადების სპინალური კუნთოვანი ატროფიის (სკა) მქონე პაციენტის მშობლები და ექიმები კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ და დაავადებაზე და მის მკურნალობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე იმსჯელეს. ღონისძიება საინფორმაციო კამპანიის "შემოგვიერთით, რათა გავხადოთ სპინალური კუნთოვანი ატროფიის მქონე პაციენტების ხმა მისაწვდომი და ყურადღესაღები" ფარგლებში მოეწყო, რომლის მიზანს მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, პაციენტების მხარდაჭერა, საზოგადოებისა და სახელმწიფოს აქტიური ჩართულობა წარმოადგენს. 
NEW

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ სადაზღვევო ბაზრის ლიდერია

•    2020 წლის ორი კვარტლის მონაცემებით კომპანიას სადაზღვევო ბაზრის 20,62% უჭირავს. •    2020 წლის 6 თვეში კომპანიის მოზიდული პრემია  74 087 033 მლნ. ლარია.