უნაკლო ლივ ტაილერის 5 საუკეთესო როლი
14:00 შაბ. 28 აგვისტო, 2021 წელი
მოდელ ბიბი ბიუელსა და მუსიკოს სტივ ტაილერს რომ ძალიან ლამაზი ქალიშვილი ეყოლებოდათ, თითქოს წინასწარ იყო განსაზღვრული, მაგრამ ლივი რომ ასეთი ნიჭიერი მსახიობი იქნებოდა, ვერავინ იწინასწარმეტყველებდა.
„არმაგედონი“ / Armageddon (1998)
გიგანტური ასტეროიდი პირდაპირ დედამიწისკენ მოემართება და მთელ პლანეტას განადგურებით ემუქრება. არმაგედონის გასაჩერებლად ასტრონავტების გუნდი კოსმოსში ძალიან საშიში მისიით მიემგზავრება, რომელიც შეიძლება სიცოცხლის ფასადაც კი დაუჯდეთ.
„წარმოუდგენელი ჰალკი“ / The Incredible Hulk (2008)
ფილმში, სადაც მეცნიერ ბრიუს ბანერის როლს, რომელიც სტრესის დროს გიგანტურ მწვანე მონსტრ ჰალკად გადაიქცევა, ედვარდ ნორტონი ასრულებს, ლივ ტაილერი კი მის შეყვარებულს - ბეტი როსს ასახიერებს.
„ბეჭდების მბრძანებელი“ / The Lord of the Rings (2001-2003)
ამბობენ, რომ ლივი გადასაღებ მოედანზე შემთხვევით მოხვდა. საქმე ისაა, რომ არვენის როლი უმა თურმანს უნდა ეთამაშა, ზუსტად გადაღებების წინ კი გაირკვა, რომ მსახიობი ფეხმძიმედ იყო. სასწრაფოდ უნდა მოეძებნათ მისი შემცვლელი და არჩევანი ტაილერზე შეჩერდა.
„ის, რასაც აკეთებ“ / That Thing You Do! (1996)
ახალი რიტმებით საყოველთაო გატაცების ტალღაზე რამდენიმე მეგობარი ჩაწერს სიმღერას, რომელიც ჰიტად იქცევა. მათი ცხოვრება მთლიანად იცვლება. მაგრამ რა გააკეთონ მათმა მეორე ნახევრებმა, რომლებსაც სახელი და დიდება ყოველთვის გვერდს უვლის. ლივ ტაილერის გმირი ბოლომდე „დეკაბრისტის ცოლად“ რჩება და საყვარელ ადამიანს ყველგან დაჰყვება, მაგრამ ისე, რომ ვერც კი ამჩნევს, მისთვის პოპულარობა უფრო მნიშვნელოვანი ხდება, ვიდრე სიყვარული.
„გოგონა ჯერსიდან“ / Jersey Girl (2004)
სევდიან რომანტიკულ კომედიაში, სადაც ქვრივი და მარტოხელა მამა (ბენ აფლეკი) ნიუ-ჯერსიდან ისევ ნიუ-იორკში დაბრუნებაზე ოცნებობს, ლივ ტაილერმა პოზიტიური მაიას როლი ითამაშა, რომელმაც იცის, როგორ დაუბრუნოს ადამიანს სიცოცხლის ხალისი.
🔰🔰🔰:
10 საუკეთესო ფილმი დიდებული მერილ სტრიპის მონაწილეობით
სიახლეები ამავე კატეგორიიდან