საბჭოთა კინოს პოპულარული ბავშვები - სად არიან ისინი ახლა?

კინო

19 ივნისი 18:00

გავიხსენოთ ჩვენი ბავშვობის გმირები საბჭოთა კინემატოგრაფიდან. 

ინგა ილმი - „პეტროვისა და ვასეჩკინის განუმეორებელი თავგადასავალი



მსახიობი მრავალფეროვანი ბავშვი იყო: ცეკვავდა, კითხულობდა მხატვრულ ლიტერატურას, თუმცა ყველაზე მეტად ექიმობაზე ან ბიოლოგობაზე ოცნებობდა. თუმცა ერთმა შემთხვევამ მისი ცხოვრება შეცვალა: მშობლებმა მისი ფოტოები კინოსტუდიაში დატოვეს, საიდანაც გოგონას სულ მალე დაურეკეს. 1983 წელს ინგას მთავარი როლი შესთავაზეს და მაშა სტარცევას როლზე დაამტკიცეს ფილმში „პეტროვისა და ვასეჩკინის თავგადასავალი“.


როდესაც გაიზარდა, ინგა ჯერ თეატრსა და შემდეგ - ტელევიზიაში მუშაობდა. 10 წლის წინ კი მან მსახიობის პროფესია მიატოვა და ხელოვნებათმცოდნე გახდა.


ეგორ დრუჟინინი - „პეტროვისა და ვასეჩკინის თავგადასავალი“



ეგორი ცნობილი ქორეოგრაფის, ვლადისლავ დრუჟინინის ოჯახში დაიბადა, თუმცა მამის კვლაზე გაყოლას ის არ აპირებდა. ბიჭი პროფესიონალ მსახიობობაზე ოცნებობდა, მისი ოცნება კი ძალიან სწრაფად ახდა. 11 წლის ასაკში დრუჟინინს სადებიუტო როლი ერგო „პეტროვისა და ვასეჩკინის თავგადასავალში“.


სკოლის დამთავრების შემდეგ მან სამსახიობო ფაკულტეტზე ჩააბარა, პარალელურად კი, საკმაოდ გვიან პროფესიონალი მოცეკვავისთვის, ბალეტითაც დაინტერესდა.


დღეს ეგორს როგორც ცნობილ დამდგმელ ქორეოგრაფს, ისე იცნობენ. დღეს ის ერთ-ერთი ცნობილი წამყვანი და ჟიურის წევრია პროექტში «Танцы на ТНТ».


დიმიტრი ბარკოვი - „პეტროვისა და ვასეჩკინის თავგადასავალი“




დიმიტრი მსახიობების ოჯახში დაიბადა, თუმცა კინოში აბსოლუტურად შემთხვევით მოხვდა. მისი ფილმში დამტკიცება ეგორ დრუჟინინმა მოითხოვა, რომელიც ბარკოვის ბავშვობის მეგობარია. მეგობრების დუეტი რეჟისორს იმდენად მოეწონა, რომ არამხოლოდ ერთი ფილმი, არამედ მისი გაგრძელებაც კი ბიჭების ხათრით გადაიღო.


მიუხედავად იმისა, რომ ბარკოვმა ეკონომიკის ფაკულტეტზე ჩააბარა, მან მაინც მიიღო როლები სხვადასხვა ფილმებში. დღეს მას საბავშვო კინემატოგრაფიული სკოლა აქვს სანკტ-პეტერბურგში, სადაც იგი თავად ასწავლის.


იური და ვლადიმირ ტორსუევები „ელექტრონიკას თავგადასავალი“



ტყუპი ძმები, თავიანთი თანატოლების მსგავსად, სპორტით იყვნენ გატაცებულნი, უკრავდნენ გიტარაზე და საკუთარ მოტოციკლებზე ოცნებობდნენ. სკოლის ასაკში დრამის წრეზეც დადიოდნენ, რამაც მათ მთავარი როლები მოუტანა.


ბიჭების უთანხმოების მიუხედავად, როლი ვლადიმირს ერგო, იურის კი სხვა როლის განსახიერება ხვდა წილად.


რამდენიმე წლის შემდეგ მსახიობები მიივიწყეს. ზოგჯერ სთავაზობდნენ როლებს, თუმცა ცალ-ცალკე. ბიჭებს კი ერთად თამაში სურდათ.


დღეს იურისა და ლადიმირს საერთო ტოკ-შოუ აქვთ, თუმცა ხანდახან ფილმებშიც იღებენ მონაწილეობას.


ნატალია გუსევა - „სტუმრები მომავლიდან“



ნატალია ბავშვობაში ძალიან იყო მწერებით გატაცებული, ამიტომაც ენტომოლოგობაზე ოცნებობდა, მსახიობის პროფესიაზე კი საერთოდ არ უფიქრია. თუმცა ამას მისთვის ხელი არ შეუშლია, საბჭოთა კინემატოგრაფის ვარსკვლავი გამხდარიყო. მის სკოლას ერთხელ რეჟისორი ესტუმრა, რომელიც გოგონას ეძებდა თავისი ახალი ფილმისთვის. მასწავლებელმა სინჯებზე ნატალია გაგზავნა, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო მოსწავლე გახლდათ. გოგონა მოკლემეტრაჟიან ფილმში გადაიღეს. ამის შემდეგ კი ის „სტუმრები მომავლიდან“-ის რეჟისორმა შეამჩნია და მას მთავარი როლი შესთავაზა. გოგონა დაუფიქრებლად დასთანხმდა.


ფილმმა თავბრუდამხვევი წარმატება მოუტანა. თუმცა სკოლის დამთავრების შემდეგ გუსევამ მაინც აისრულა ბავშვობის ოცნება და ბიოლოგიის ფაკულტეტზე ჩააბარა. ამის მიუხედავად, მას მაინც სთავაზობდნენ კინოროლებს, თუმცა ის უკვე უარით ისტუმრებდა რეჟისორებს.


დღეს ყოფილი მსახიობი საკუთარ კომპანიაში მუშაობს, რომელიც ინფექციური დაავადებების გავლენას იკვლევს.  


იანა პაპლასკაია - „წითელქუდას შესახებ“



მსახიობი შემოქმედებით ოჯახში დაიბადა: დედა მსახიობი იყო, მამა კი - ჟურნალისტი. იანა კი ქირურგობაზე ონებობდა. თუმცა დედის წყალობით, მან თეატრსა და კინოში თამაში ადრეული ასაკიდან დაიწყო. როდესაც ის 11 წლის იყო, პირველი მთავარი როლი შესთავაზეს, რომელმაც გოგონას დიდება მოუტანა.  


დღეს იანა უფრო ხშირად თეატრში თამაშობს, ვიდრე - კინოში. თუმცა მსახიობი ხშირად გამოდის სხვადასხვა თოქ-შოუებში ექსპერტის როლში. გარდა ამისა, იგი მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტელერადიომაუწყებლობას ასწავლის.


 


დიმიტრი იოსიფოვი - „ბურატინოს თავგადასავალი“



პატარაობაში დიმიტრის ფოტოგრაფია იტაცებდა, დაკავებული იყო ფიგურული სრიალით, რისი წყალობითაც მოხვდა კინოში. ვარჯიშის დროს მას ბელარუსფილმის კინოაგენტი ესტუმრა, რომელიც ახალი ფილმისთვის ეძებდა ბავშვებს და დიმიტრი კინოსინჯებზე მიიწვია.


თავდაპირველად იოსიფოვს არლეკინის პერსონაჟი უნდა განესახიერებინა, თუმცა მოგვიანებით, რეჟისორმა გადაწყვიტა, რომ იგი ცენტრალური პერსონაჟის როლზე უფრო საინტერესო იქნებოდა. გადაღების დროს ბებია ამხნევებდა, რის შედეგადაც განუმეორებელი კინოსახე შექმნა.


საბოლოოდ დიმიტრიმ მსახიობობას კინორეჟისორობა არჩია.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

24 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

23 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

22 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

21 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ჯიპიაი ჰოლდინგი: ქალი მეწარმეების მხარდაჭრის პროგრამა გრძელდება!

• კომპანიები, რომელთა დამფუძნებელი ან გენერალური დირექტორი ქალია, სპეციალურ იშთავაზებით სარგებლობენ • 30% ფასდაკლება ქონების დაზღვევისას და ბიზნეს შეფერხების დაზღვევა საჩუქრად!
დღის ჰოროსკოპი

20 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

17 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

„ვენის სადაზღვევო ჯგუფი“ – ევროპაში წარმატებული ექსპანსიის 30 წლიან ისტორია

200 წლის ისტორიის ავსტრიული კომპანიიდან აღმოსავლეთ ევროპის ბაზრის ლიდერობამდე.
დღის ჰოროსკოპი

16 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

15 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?