რა ხდება ფარდის მიღმა? – 6 საუკეთესო ფილმი არჩევნებზე

კინო

31 ოქტომბერი 23:00, 2020 წელი

შეხედეთ არჩევნების პროცესს და მის კულუარებს არა რეალურ ცხოვრებაში, არამედ ამ გენიალურ ფილმებში თქვენი ნოუთბუქების ეკრანებზე.

წლის ადამიანი / Man of the Year (აშშ, 2006)


რეჟისორი: ბარი ლევინსონი

როლებში: რობინ უილიამსი, კრისტოფერ უოკენი, ლორა ლინი, ლუის ბლეკი, ტინა ფეი...

სიუჟეტი: პოპულარული კომიკოსი, რომელსაც ყელში ამოუვიდა უნიჭო პოლიტიკური სატირა და პამფლეტები, გადაწყვეტს, კარდინალურად შეიცვალოს ცხოვრება და საპრეზიდენტო არჩევნებში სცადოს ბედი. და ხდება სასწაული - კომიკოსი არჩევნებში იმარჯვებს! თუმცა ახალგაზრდა პროგრამისტი გოგონა აღმოაჩენს, რომ ხმის მიცემის სისტემაში ხარვეზს ჰქონდა ადგილი და კომიკოსმა ამიტომ მიიღო მეტი ხმა. სიმართლისთვის მებრძოლი პროგრამისტი მიზნად ისახავს, ახლად გაპრეზიდენტებულ კომიკოსს დაუპირისპირდეს.



 


კუდის ქიცინი / Wag the Dog (აშშ, 1997)


რეჟისორი: არი ლევინსონი

როლებში: დასტინ ჰოფმანი, რობერტ დე ნირო, ანა ჰეკი, დენის ლირი, ვილიამ ჰ. მესი, ვილი ნელსონი...

სიუჟეტი: პრეზიდენტის გარშემო სექსუალური სკანდალია ატეხილი. ვითარების დასაშოშმინებლად ცნობილ სპეციალისტს იძახებენ, რომელიც ასეთი შტატგარეშე სიტუაციების დიდოსტატია. იგი თავის მხრივ ჰოლივუდის სცენარისტთან ერთად, პატარა ომის ინსცენირებას ახდენს. ეს წყვილი მართლაც მსოფლიო დონის შოუს მოაწყობს. და ეს ყველაფერი წინაასარჩევნო კამპანიის ფონზე ხდება.
Wag the Dog ამერიკელი პოლიტტექნოლოგების ოფიციალური ტერმინია. ის გულისხმობს რამე საკითხზე არსებული სკანდალის ჩაცხრობას  ხელოვნურად შექმნილი ახალი პრობლემით, რომელიც გაცილებით მწავე და აღმაშფოთებელი უნდა იყოს.



 


ჩვენი ბრენდი კრიზისია  / Our Brand Is Crisis (აშშ, 2015)


რეჟისორი: დევიდ გორდონ გრინი


მსახიობები: სანდრა ბუოკი, ენტონი მაკი, ბილი ბობ თორნტონი, ზოი კაზანი, სკუტ მაკნეირი, ენ დაუდი...


სიუჟეტი: მოქმედება 2002 წელს ვითარდება. ბოლივიელი პოლიტიკოსი ქირაობს პოლიტტექნოლოგებს ამერიკული საკონსულტაციო ფირმიდან, რათა წინასაარჩევნო კამპანიის წარმატებით ჩატარებაში დაეხმარონ და პრეზიდენტობისთვის ბრძოლაში გამარჯვება მოაპოვებინონ.  ფირმა წინასაარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელად აგზავნის ჯეინ ბოდინს (სანდრა ბულოკი). მას დიდი ბრძოლა ელის წინ, რადგან მათი კანდიდატის მთავარი კონკურენტის კონსულტანტი ჯეინის დიდი ხნის მტერია.
ფილმი წარმოადგენს დოკუმენტური ფილმის „ჩვენი ბრენდი კრიზისია“ (2005, რეჟ. რეიჩელ ბოინტონი) რიმეიკს. სცენარს საფუძვლად უდევს ბოლივიაში 2002 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ამერიკული კონსალტინგ-ჯგუფის Greenberg Carville Shrum (GCS) მუშაობა.
ფილმში მთავარი პერსონაჟი მამაკაცი უნდა ყოფილიყო, თუმცა სცენარის ავტორებმა გადაწყვიტეს, მთავარი პერსონაჟის სქესი შეეცვალათ, რათა ეს როლი სწორედ სანდრა ბულოკს შეესრულებინა.



 


მარტის იდები / The Ides of March (აშშ, 2011)


რეჟისორი: ჯორჯ კლუნი

მთავრ როლებში: ჯორჯ კლუნი, რაიან გოსლინგი, ევან რეიჩელ ვუდი, ფილიპ სეიმურ ჰოფმანი...


სიუჟეტი: გუბერნატორი მაიკ მორისი აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს. მას აქვს შენახული რეპუტაცია, მომხიბვლელი ღიმილი და მჭერმეტყველის ნიჭი. რაც მთავარია, მორისს ჰყავს შესანიშნავი საარჩევნო შტაბი. შტაბის მთავარი ფიგურა, ნიჭიერი ახალგარდა სპეციალისტი სტივენ მაიერსი კონკურენტების დიდ ყურადღებას იპყრობს, რომლებიც იმედოვნებენ, რომ მას თავისკენ გადაიბირებენ.


აღსანიშნავია ფილმში ჯორჯ კლუნისა და რაიან გოსლინგის არაჩვეულებრივი დუეტი, რომლის დიდი დამსახურებაა ის, რომ 2011 წელს „მარტის იდები“ მთავარ კინომოვლენად იქცა და მიღებული აქვს „ოსკარის“, „ოქროს გლობუსის“,  BAFTA-ს და ბევრი სხვა პრემიის ნომინაცია.



 


ძირითადი ფერები / Primary Colors (აშშ, 1998)


რეჟისორი: მაიკ ნიკოლსი

როლებში: ჯონ ტრავოლტა, ადრიან ლესტერი, ემა ტომპსონი, კეთი ბეიტსი, ბილი ბობ თორნტონი...


სიუჟეტი: პოლიტიკური დრამა გამოგონილ საპრეზიდენტო კანდიდატზე - მექალთანე გუბერნატორზე, რომელიც დემოკრატ კანდიდატს უპირისპირდება 1992 წელს. ამბობენ, რომ ფილმი ბილ კლინტონის შესახებ არის გადაღებლი და სიუჟეტის მთავარი ხაზი კსწორედ მისი წინასაარჩევნო კამპანია 1992 წელს.




კანდიდატი / The Candidate (აშშ, 1972)


რეჟისორი: მაიკლ რიჩი


როლებში: რობერტ რეტფორდი, პიტერ ბოილი, კარენ კარლსონი, დონ პორტერი, მელვინ დაგლასი...


სიუჟეტი: ახალგაზრდა იურისტი ბილ მაკკეი, რომელიც თავისი ბუნებით, იდეალისტია და სიღარიბისა და ეკოლოგიის პრობლემებზე მუშაობს, დემოკრატიული პარტიის მხედველბის არეში ხვდება. მას სთავაზობენ, თავისი კანდიდატურა სენატის არჩევნებში დააყენოს საკმაოდ გამოცდილი სენატორის წინააღმდეგ. მაკკეის გამარჯვების არანაირი შანსი არ აქვს, მაგრამ უჩნდება ინტერესი - მას, წინასწარ განწირულ საარჩევნო მარათონში მონაწილეობის სანაცვლოდ, ჰპირდებიან, რომ შეძლებს, საჯაროდ, მაღალი ტრიბუნოდან ილაპარაკოს იმ პორობლემებზე, რომლებიც აწუხებს. თუმცა კანდიდატის პოპულარობა დღითიდღე იზრდება. და მაკკეი ნელ-ნელა ყალიბდება „პიარშიკების“ მიერ „ნატანჯ“, ნამდვილ პოლიტიკოსად - ულაყად, რომელზეც უკვე დიდი ფსონები იდება.
რეჟისორი შესანიშნავად ინარჩუნებს ტემპს მთელი ფილმის განმავლობაში და საინტერესოდ გადმოსცემს მთავარი გმირის ტრანსფორმაციას - როგორც შინაგანს, ისე ვიზუალურს.



 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?