ჩებურეკი კარტოფილითა და ყველით - ჰაეროვანი, არომატული და ხრაშუნა

კულინარია

28 აპრილი 12:00, 2019 წელი

ნუ გაიქცევით ქუჩაში „მავნე, მაგრამ გემრიელი“ საჭმლისთვის, თავად მოამზადეთ სახლში უგემრიელესი ჩებურეკი - დამკრახული ქერქით, მსუბუქი შიგთავსითა და გულისწასვლამდე სასიამოვნო არომატით.

ინგრედიენტები:

ნაღების კარაქი - 110 გრ
კარტოფილი - 9 ცალი
მაგარი ყველი - 100 გრ
კეფირი - 300 გრ
არაჟანი - 2 ს/კ
ხორბლის ფქვილი - 850 გრ
კვერცხი - 1 ცალი
კამა - 1 კონა
მარილი, შავი პილპილი, მზესუმზირის ზეთი - გემოვნებით

მომზადების წესი:

1. შეურიეთ კეფირი დარბილებულ კარაქს, კვერცხსა და არაჟანს. კარგად აურიეთ და დააყარეთ ნახევარი ჩ/კ მარილი.

2. შეურიეთ ფქვილი ნელ-ნელა და ცოტ-ცოტა. ბოლოს კარგად მოზილეთ ცომი, გადააფარეთ ხელსახოცი და 30 წუთით „დაასვენეთ“.

3. გათალეთ კარტოფილი და მოხარშეთ. გააკეთეთ პიურე, გემოსთვის დაამატეთ თქვენი საყვარელი სანელებლები.

4. წვრილად გახეხეთ ყველი, ასევე, წვრილად დაჭერით კამა და ჩაყარეთ პიურეში. ჩააგდეთ დაახლოებით 10 გრამი ნაღების კარაქი. მოაყარეთ მარილი, შავი პილპილი და კარგად აურიეთ.

5. გაყავით ცომი 6-7 თანაბარ ნაწილად და გააბრტყელეთ 10-15 დიამეტრის ფირფიტებად.

6. ფირფიტის ნახევარზე დადეთ შიგთავსი, ზემოდან გადააფარეთ ცომის მეორე ნახევარი, დააბრტყელეთ თითებით და შემდეგ დააჭრელეთ ჩანგლით. დანარჩენებიც ასე გააკეთეთ.

7. შეწვით ორივე მხრიდან ზეთიან ტაფაზე. როდესაც ქერქი გაოქროსფერდება, გადმოიღეთ და დააწყვეთ ქაღალდის ხელსახოცზე, რათა ზედმეტი ცხიმი მოშორდეს.

გემრიელად მიირთვით!

წყარო
დღის ჰოროსკოპი

4 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 4 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

3 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 3 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

2 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 2 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

1 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 1 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ჯიპიაი ჰოლდინგმა 2019 წლის მმართველობითი ანგარიშგება გამოაქვეყნა

• 2019 წელს კომპანიამ 10-მდე მსხვილი სოციალური პროექტი განახორციელა. • განხორციელებული პროექტებისთვის ჯიპიაიმ 5 ადგილობრივი და საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა.
დღის ჰოროსკოპი

30 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 30 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

29 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 29 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

28 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 28 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

27 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 27 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ გენდერული ძალადობის წინააღმდეგ გლობალურ კამპანიას უერთდება

„ჯიპიაი ჰოლდინგი“, როგორც ქალთა გაძლიერების პრინციპებზე ხელმომწერი  კომპანია უერთდება გენდერული ძალადობის წინააღმდეგ გლობალურ კამპანიას, რომელიც , 25 ნოემბერს დაიწყო და ამ  პრინციპებზე ხელმომწერ სხვა კერძო კომპანიებთან ერთად განცხადებას ავრცელებს:  
დღის ჰოროსკოპი

26 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

„საქართველოს და დებატების ინსტიტუტი“ სკოლის მოსწავლეებსა, პედაგოგებსა და სტუდენტებში მასშტაბურ კვლევას იწყებს

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი”, პროექტის „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მიერ, ატარებს გრძელვადიან საგანმანათლებლო კვლევას დებატების ტექნიკის სწავლების გავლენის შესახებ დებატების კლუბის მონაწილეებსა და დებატების კლუბის ხელმძღვანელებზე.