ხიზილალის დღევანდელ ფასებს თუ გავითვალისწინებთ და იმასაც, რომ შეიძლება ორიგინალის ნაცვლად, სუროგატი შემოგასაღონ, ამ რეცეპტით მთელ ქილა უგემრიელეს „ხიზილალას“ ძალიან იაფად მოამზადებთ.
საჭირო ინგრედიენტები:
თევზი - 150 გრ
წყალი - 250 მლ
მარილი - 0.5 გრ
აგარ-აგარი - 5 გრ
საღებავი - გემოვნებით
დაფნის ფოთოლი - 1 ცალი
მზესუმზირის ზეთი - 100 მლ
აგარ-აგარი შეგიძლიათ ჟელატინით ჩაანაცვლოთ, ოღონდ ამ შემთხვევაში გაითვალისწინეთ, რომ „ხიზილალა“ სითბოზე ნაკლებად მდგრადი იქნება და შეიძლება დადნეს. მაშინ როცა აგარ-აგარის ჟელე 40 გრადუსზე იყინება და ნამდვილად არ გადნება.
მომზადების წესი:
1. სანამ კეთებას დაიწყებთ, ერთი ჭიქა ზეთი საყინულეში შედგით.
2. ბულიონისთვის ნებისმიერი სახეობის თევზი გამოდგება. მოათავსეთ თევზი მარილიან წყალში დაფნის ფოთოლთან ერთად და ხარშეთ ის 15 წუთის განმავლობაში ადუღების შემდეგ.
3. ამოიღეთ ბულიონიდან თევზი და დაფნის ფოთოლი, ჩაამატეთ ერთი წვეთი წითელი საღებავი, აგარ-აგარი და ხარშეთ კიდევ 5 წუთი. ბულიონი თხევადი კისელის კონსისტენციის უნდა იყოს.
4. პიპეტით ან უნემსო შპრიცით ამოიღეთ ბულიონი. გამოიღეთ საყინულიდან ზეთიანი ჭიქა და ჩააწვეთეთ მასში ბულიონი, „ხიზილალა“ მაშინვე გაიყინება და ფსკერისკენ დაეშვება. ჩააწვეთეთ მანამ, სანამ ბულიონი სულ არ გაგითავდებათ.
5. გადმოწურეთ ზეთი წმინდა საწურზე. მოათავსეთ „ხიზილალა“ ჰერმეტულ ჭურჭელში. ზეთი შეგიძლიათ, მეორედაც გამოიყენოთ, „ხიზილალა“ კი საყინულეში 7 დღის განმავლობაში უნდა დატოვოთ.
გემრიელად მიირთვით!