1. ეცადეთ, ყოველთვის ერთი და იგივე მწარმოებლის მარილი იყიდოთ
ეს მარტივად აიხსნება: სხვადასხვა მწარმოებლების მარილი ერთმანეთისგან გემოთი განსხვავებულია, რადგან კომპანიები სხვადასხვა ტექნოლოგიებს იყენებენ. ამიტომ, შეიძლება „უცხო“ მარილი ჩვეული დოზით დაამატოთ, მაგრამ კერძი დაგიმლაშდეთ. ჰოდა, ამაში სულაც არ იქნება დამნაშავე თქვენი უყურადღებობა;
2. რამდენი გრამია ერთ მწიკვში?
ბევრ რეცეპტში შეხვდებით ასეთ ფრაზას: დაამატეთ მწიკვი მარილი.
მწიკვი - ეს იმდენია, რამდენიც შეგიძლიათ თავისუფლად აიღოთ ცერა, საჩვენებელი და შუა თითების წვერებით. ერთი მწიკვი, დაახლოებით, 1/6 ჩაის კოვზია და 2-დან 5 გრამამდე იწონის, გააჩნია ადამიანს და მისი თითების სიდიდეს. კერძში კი, გნებავთ, მწიკვით ჩაამატეთ, გნებავთ კოვზით, მთავარია - როდის ჩაყრით.
3. როდის ჩავყაროთ მარილი კერძში?
მაკარონის, პელმენების, ხინკლის მოსახარშად დადგმულ წყლიან ქვაბში მარილი ჩაყარეთ მაშინ, როცა წყალი ადუღებას იწყებს;
ხორციან ბულიონში და ხორციან კერძებში - მომზადების დასრულებამდე 20 წუთით ადრე ჩაამატეთ;
თევზის წვნიანის მომზადებისას კი მარილი თავიდანვე საჭიროა - ანუ სანამ წყალში დანარჩენ პროდუქტს - თევზს, სტაფილოს, ხახვს და ა.შ. ჩაყრით;
ბოსტნეულის წვნიანში - როცა უკვე მზად არის (1 ლიტრზე 1 ჩაის კოვზი);
შეწვისას კარტოფილს მაშინ დააყარეთ, როგორც კი კანი შეებრაწება.
მოსახარშად დადგმულ კარტოფილს კი - წყლის ადუღებიდან, დაახლოებით, 15 წუთში;
ბოსტნეულის ცოცხალ სალათებს - უშუალოდ სუფრაზე გატანის წინ.