ვაშლის შტრუდელი ლავაშით - მარტივი რეცეპტი მათთვის, ვისაც ვაშლის ნამცხვარი გიყვართ

კულინარია

19 აგვისტო 13:00, 2020 წელი

ვაშლის ეს შტრუდელი არაფრით ჩამოუვარდება კლასიკური რეცეპტით მომზადებულს, თუმცა, უმჯობესია, ამაში თავად დარწმუნდეთ.  

ვაშლის ნამცხვარი  ან, ზოგადად, ხილის ნამცხვარი ვისაც გიყვართ, ინტერნეტში ასობით სხვადასხვა რეცეპტი შეგიძლიათ მოიძიოთ, თუმცა, გარწმუნებთ - ამ შტრუდელზე იაფს და მარტივს ძნელად მიაგნებთ.


ლავაშიანი ვაშის შტრუდელის მომზადებაში, მაქსიმუმ, 40-50 წუთი დაგეხარჯებათ და აქედან ყველაზე მეტ დროს ვაშლის გათლა და დაჭრა წაიღებს. ამ რაოდენობის პროდუქტით 4 პორცია გამოგივათ. 


საჭირო პროდუქტი:


ლავაში - 1 ფირფიტა
ვაშლი - 3-4 ცალი (მაგალითად, ზაფხულის ვაშლი ან მწვანე ვაშლი მოტკბო ჯიშის)
ქიშმიში - 40 გრ. (1 სუფრის კოვზი ქიშმიში=25 გრ.)
შაქარი - 100 გრ. (1 სუფრის კოვზი შაქარი თავმოდგმული=30 გრ.)
დარიჩინი - 1 ჩაის კოვზი
კარაქი - 60 გრ
კვერცხი - 1ცალი
საფანელი - 3 სუფრის კოვზი
შაქრის პუდრა - 1 სუფრის კოვზი (მოსართავად).


მომზადების წესი:


1. გაფცქვნილი ვაშლი დაჭერით პატარა კუბიკებად (თ თხელი კანი აქვს, შეგიძლიათ, გაუთლელად დაჭრათ);

2. გაცხელებულ ტაფაზე დააგდეთ 30 გრ. კარაქი. კარაქი ოდნავ რომ გალღვება, დააყარეთ დაჭრილი ვაშლი და დაიწყეთ მოთუშვა. 2-3 წუთში დაამატეთ შაქარი და დარიჩინი. თუშეთ, სანამ ვაშლი ოქროსფრად შეფერადდება;


3. როცა ვაშლი მოითუშება, მოთუშული ვაშლი გადმოყარეთ ჯამში, დააყარეთ ქიშმიში და კარგად აურიეთ;


4. დარჩენილი 30 გრ. კარაქი გაადნეთ ტაფაზე (სულ ცოტა კარაქი მოიტოვეთ საცხობ ფორმაზე წასასმელად) და შემდეგ სწრაფად წაუსვით (ფუნჯით უმჯობესია) ლავაშზე, რომელიც წინასწარ გექნებათ გაშლილი; ლავაშზე გადასმულ კარაქზე საფანელი მოაბნიეთ;


5. მოშუშული ვაშლი გადმოიღეთ ლავშის შუაგულში და დანით გადაანაწილეთ თანაბრად - ისე, რომ ლავაშის ნაპირებთან ადგილი დატოვოთ. ლავაშზე დადებულ ვაშლის შიგთავსს ზემოდან ასევე საფანელი მოაბნიეთ;


6.  ლავაშის გვერდითა ნაპირები გადმოკეცეთ და შემდეგ თქვენგან წინ რულეტად ფრთხილად გადახვიეთ; აერღუმელის ლანგარზე (ჟარონაზე) დააფინეთ საცხობი ქაღალდი, თხლად გადაუსვით კარაქი და ზედ დადეთ რულეტი. რულეტს ფუნჯით წაუსვით ათქვეფილი კვერცხი, რამოდენიმე ადგილად ჩაჩხვლიტეთ და შედგით გახურებულ ჰაერღუმელში;


7. აცხვეთ 25-30 წუთი 180 გრადუს ტემპერატურაზე. ჰაერღუმელიდან გამოღებისთანავე, ცხელსვე მოაყარეთ შაქრის პუდრა.


 


შენიშვნა:



  • დარიჩინი თუ არ გიყვართ, შეგიძლიათ, არ დაამატოთ;

  • ვაშლი შეგიძლიათ, მსხლით ჩაანაცვლოთ და იმავენაირად მოამზადოთ;

  • 100 გრ. შაქარი შეგიძლიათ, 1 სუფრის კოვზი დაფლით ჩაანაცვლოთ;

  • თუკი ცხობისას რულეტიდან კარამელი (შაქრის წვენი) გამოვიდა, ჰაერღუმელიდან გამოღებისთანავე, ცხელი გადადეთ თეფშზე - წინააღმდეგ შემთხვევაში, საცხობ ქაღალდს მიეწებება;

  • უმჯობესია, დაჭრათ ცხელ-ცხელი თქვენთვის მისაღებ პორციებად.


 


გემრიელად მიირთვით!



 


 


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?