როგორ მოვუაროთ ბარაქის ხეს?

მებაღის რჩევები

21 მარტი 12:00, 2015 წელი

ბარაქის ხე, იგივე მსუქანა - სამხრეთ აფრიკაში გავრცელებული დეკორატიული მცენარეა, რომელიც საქართველოში განსაკუთრებით უყვართ და მას ბედნიერების, ფულის, დოლარის ხესაც კი ეძახიან...

როგორ უნდა მოვუაროთ ბარაქის ხეს, რომელიც ბევრისთვის სიმდიდრესთან და კეთილდღეობასთან ასოცირდება?! ამ საკითხზე სამების საკათედრო ტაძრის მებაღე მაია ქურდაძე გვესაუბრება:


 


ბარაქის ხე, იგივე მსუქანა


ბარაქის ხე, იგივე მსუქანა, კრასულა (ლათ.Crassula) მსუქანისებრთა ოჯახის დეკორატიული მცენარეა. მისი სამშობლო სამხრეთ აფრიკაა.
მსუქანა ფორმით პატარა ხეს წააგავს და მრგვალი, ხორცოვანი ფოთლები აქვს, რომლებსაც ირგვლივ წვრილი წითელი ზოლი გასდევს. იგი სუკულენტი მცენარეების ჯგუფში შედის, რაც გულისხმობს, რომ ამ მცენარეს სქესლი, ხორცოვანი ორგანოები (ღერო, ფოთლები) და ამ ორგანოებში წყლის დაგროვების უნარი აქვს. შესაბამისად, როგოც ყველა სუკულანტი, ისიც მიჩვეულია ხანგრძლივ სიმშრალეს.
ფენ-შუის მიხედვით მიიჩნევა, რომ მრგვალი და „პუტკუნა“ ფორმები ადამიანზე სასიკეთო გავლენას ახდენს, სწორედ ამიტომ შეარქვეს მსუქანას - ბარაქის, ფულის, დოლარის და ბედნიერების ხე.
ბუნებაში მსუქანას უამრავი სახეობა არსებობს, რომლებიც ერთმანეთისგან ზომით და ფორმით განსხვავდებიან. თუმცა, დეკორატიული დანიშნულებით ნებისმიერი მათგანის გამოყენება შეიძლება. მსუქანა, იგივე ბარაქის ხე კრასულა ოვატას (ლათ. Crassula ovata) სახეობაა.



ყვავილობა


ბარაქის ხე ყვავილობას 5 წლის ასაკიდან იწყებს. მისი თავაკი ყვავილედი შედგება თეთრი, მომწვანო-თეთრი ან მომწვანო-კრემისფერი წვრილი, ვარსკვლავისებრი ყვავილებისაგან. ყოველწლიური ყვავილობა საკმაოდ იშვიათია.


 


ადგილი და განათება


ბარაქის ხე კარგად ხარობს ოთახში, ნათელ ადგილას. შუადღის მზის სხივებზე მისი ფოთლები შეფერილობას იცვლის და ოდნავ წითლდება. ამან არ უნდა შეგაშინოთ - უბრალოდ, თუ ეს ფერი არ მოგწონთ და გინდათ, თქვენი მცენარე მწვანედ პრიალებდეს, მაშინ მზის სხივები თხელი ფარდით გაუფანტეთ, ნათელი ადგილიდან კი არავითარ შემთხვევაში არ გადაიტანოთ.


 


მორწყვა და ტენიანობა


ბარაქის ხე ხშირად არ უნდა მორწყათ, რადგან მისთვის ჭარბი წყალი დამღუპველია. საქმე ის არის, რომ ხშირი და უხვი მორწყვისას მცენარე იმაზე მეტ წყალს ითვისებს, ვიდრე სჭირდება და სწრაფად იწყებს ზრდას. ამ დროს, მას ტოტები და ფოთლები ზედმეტად ებერება, თავისივე სიმძიმის ქვეშ იგრიხება და შიდა უჯრედები უსკდება, რაც საბოლოოდ მცენარის დაღუპვას იწვევს. ამიტომ, ცხელი ზაფხულის პირობებშიც კი, ბარაქის ხეს მიწის კარგად გამოშრობა  აცადეთ და მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ მორწყეთ. გახსოვდეთ, რომ სიმშრალე ამ მცენარეს ბევრს ვერაფერს დააკლებს, ხშირი მორწყვა კი დაღუპავს. 


 


მოვლა


ზაფხულში შეგიძლიათ, ბარაქის ხე გარეთ, ღია ცის ქვეშ გაიტანოთ, ოღონდ ერთი პირობით - მცენარე აუცილებლად მოარიდეთ მზის პირდაპირ სხივებს.
ზამთარში ბარაქის ხე უნდა დააასვენოთ, ამისთვის იგი გრილ ადგილას, დაახლოებით 10-15 C0 ტემპერატურაზე მოათავსეთ. გაითვალისწინეთ ისიც, რომ 5 C0-ზე მცენარე იყინება, ამიტომ ოთახის ტემპერატურა მუდმივად აკონტროლეთ.
იმ შემთხვევაში, თუ მცენარეს ფოთლები დაემტვერა, შეგიძლიათ, გრილი შხაპი მოუწყოთ: ფესვის ყელთან ქოთანი პოლიეთილენის პარკით დაფარეთ და წყლის სუსტი ჭავლი ისე მიუშვით ფოთლებზე. სველი მცენარე მზეზე არ დატოვოთ, რადგან ფოთლები დაეწვება. ამიტომ დასველებისთანავე ჩრდილში შეიტანეთ და როცა გაშრება, ისევ თავის ადგილზე დააბრუნეთ.


 


გადარგვა


მოზრდილი ბარაქის ხე საკმაოდ მძიმეა და თუ მას მსუბუქ ქოთანში ჩარგავთ, შეიძლება ქარმა ადვილად წააქციოს. ამიტომ, მცენარისთვის უკეთესი იქნება, თუ  დაბალ, განიერ და შედარებით მძიმე ქოთანში გამოზრდით.
ბარაქის ხეს დიდი ზომის ქოთანში გადარგვა მხოლოდ მაშინ სჭირდება, როდესაც  ფესვები ჯერ ქოთანს გაავსებს და შემდეგ მიწის ზედაპირზე ამოვა.


 


გამოხშირვა


იმისთვის, რომ ბარაქის ხე ლამაზი, პატარა ხის ფორმით გაიზარდოს, დროდადრო მისი გამოხშირვაა საჭირო. ამისთვის, საჭიროა, მცენარეს მხოლოდ ზედმეტად წამოზრდილი ტოტები დაუმოკლოთ, ვარჯის შიგნით გაზრდილი ტოტები კი ძირშივე გამოაჭრათ. წინააღმდეგ  შემთხვევაში, მცენარეს შიდა ტოტები ზედმეტად გაუხშირდება და არათანაბრად განუვითარდება. საბოლოოდ ეს მცენარის აერაციის გაუარესებას და მის დაავადებას გამოიწვევს.



ნიადაგი და კვება


ნიადაგის მიმართ, ბარაქის ხე უპრეტენზიოა - კარგად იზრდება როგორც ნოყიერ, ისე ღარიბ ნიადაგში. თუმცა, მძიმე და თიხნარ მიწას, ფხვიერი და მსუბუქი ნიადაგი ურჩევნია, რომელშიც წყალი დიდხანს არ  ჩადგება. ამიტომ, სანამ მცენარეს ჩარგავდეთ, ჩასარგავ მიწას ქვიშა ან დაფხვნილი აგური დაუმატეთ.


გაზაფხულიდან მცენარის კვებაზე ზრუნვაც შეიძლება - თვეში ერთხელ ის სასუქი მიეცით, რომელიც კაკტუსებისთვისაა გათვალისწინებული. გახსოვდეთ - უნივერსალური სასუქის ნახევარი დოზა წყალში უნდა გავხსნათ და ისე დავასხათ წინასწარ მორწყულ მიწაზე.


 


გამრავლება


ბარაქის ხე  თესლით, ღეროსა და ფოთლის კალმებით მრავლდება. ოთახის პირობებში გასამრავლებლად ყველაზე მოსახერხებელი ღეროს კალმით გამრავლებაა. ამისთვის, მოაჭერით მცენარეს ტოტის ზედა ნაწილი და 1-2 დღე მშრალ ადგილას მოათავსეთ. ამის შემდეგ შეგიძლიათ, ეს ტოტი პირდაპირ მიწაში ჩარგოთ და დროდადრო მორწყათ, ოღონდ მხოლოდ მას შემდეგ, რაც მიწა კარგად გამოუშრება. ასეთი წესით ტოტის დაფესვიანებას რამდენიმე კვირა სჭირდება. ბარაქის ხე ფოთლის კალმითაც ადვილად ფესვიანდება - მოაცალეთ ფოთოლი მცენარეს და ისიც 1-2 დღე მშრალ, მზიან ადგილას მოათავსეთ, შემდეგ ეს ფოთოლი ზემოდან დადეთ ნესტიან მიწაზე (შეგიძლიათ, დედა მცენარესაც დაუდოთ ქოთანში), მორწყეთ მხოლოდ იმ დროს, როცა მიწა კარგად გამოშრება. რამდენიმე კვირაში ფოთლის ყუნწთან პატარა ფესვებს შეამჩნევთ, მალე იმავე ადგილას ახალი ფოთლის კვირტები გამოჩნდება   და ნელ-ნელა თქვენ თვალწინ ახალი ხე განვითარდება.


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?