როგორ არჩევენ სპორტის მოყვარულები ტელევიზორებს

NEW

24 ივლისი 10:45, 2020 წელი

როგორი წარმოგიდგენიათ კარგი სპორტული თამაში? პირველ რიგში, მნიშვნელოვანია საყვარელი გუნდი, რომელსაც ვგულშემატკივრობთ; შემდეგ - გამორჩეული მოთამაშეები, რომლებიც განსაკუთრებულ ხიბლს სძენენ სპორტულ შეჯიბრებებს.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია მეგობრებიც, ვისთანაც მოგების სიხარულის თუ წაგების სევდის გაზიარება გვსურს. ამ ჩამონათვალში ყველაზე გადამწყვეტი მაინც კარგი გამოსახულებაა: თუკი თამაშზე დასწრებას ვერ ვახერხებთ, აუცილებლად უნდა გვქონდეს კარგი ტელევიზორი, რომლის წინაც მეგობრებთან ერთად მოვკალათდებით, გემრიელ სასუსნავებს მოვიმარაგებთ და საყვარელ გუნდს ერთად ვუგულშემატკივრებთ.  


სწორედ ამიტომ, ნებისმიერი სპორტის მოყვარული გეტყვით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია სახლში კარგი ტელევიზორი ჰქონდეს. როგორ ავირჩიოთ კარგი ტელევიზორი? რას უნდა მივაქციოთ ყურადღება? ტექნიკის მაღაზიათა ქსელის, „გრანდ ელექტრონიქსის“ პროფესიონალი კონსულტანტები ამასთან დაკავშირებით რამდენიმე მნიშვნელოვან რჩევას გაგიზიარებენ:


ტელევიზორის ზომა


როდესაც ეკრანის ზომაზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში, უნდა გადაწყვიტოთ, სად დადგამთ ტელევიზორს - საძინებელში, სამზარეულოში თუ სასტუმრო ოთახში. თუკი ტელევიზორის ყურებას 0.6-1 მეტრამდე მანძილიდან აპირებთ, მაშინ მისი დიაგონალი 28-76სმ უნდა იყოს. თუ დაშორება 2 მეტრამდეა, მაშინ 109-193 სმ-მდე; ხოლო თუ დაშორება 3 მეტრზე მეტია თქვენსა და ტელევიზორს შორის, მაშინ თავისუფლად შეგიძლიათ 193 სმ-ზე დიდი დიაგონალის მქონე ტელევიზორით ისიამოვნოთ.


ტელევიზორის ტიპი


დღეს ყველაზე აქტუალური LED და პლაზმური ტიპის ტელევიზორებია. თითოეულ ტიპს გააჩნია თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები.


პლაზმური ტელევიზორი, რადგან მისი ეკრანი შუშისგანაა დამზადებული, სინათლეს ირეკლავს, შესაბამისად, განათებულ ოთახში გამოსახულება საკმაოდ ბუნდოვანია. თუმცა, მნიშვნელოვანია ის, რომ ბნელ გამოსახულებას მკვეთრად გადმოსცემს, კარგი ხედვის კუთხე აქვს და, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მოყვარულებისთვის, სწრაფად მოძრავი კადრების შემთხვევაშიც კი გამოსახულება საუკეთესოა.


რაც შეეხება LED ტელევიზორს, იგი მოიხმარს ნაკლებ ელექტროენერგიას და გამოსახულების ჩვენების ყველაზე გაუმჯობესებული ხარისხითაც ხასიათდება. თუმცა შედარებით ძვირი ღირს დანარჩენ ტიპებთან შედარებით.


დამატებითი ფუნქციები


დღევანდელ ტელევიზორებს, გარდა მაუწყებლობის მიღებისა, უამრავი სხვა ფუნქციაც გააჩნიათ. Smart TV არის ტექნოლოგია, რომლითაც თქვენი ტელევიზორი ჩვეულებრივ თანამედროვე გაჯეტად გარდაიქმნება, სადაც უამრავი საჭირო აპლიკაციაა ჩაწერილი ინტერნეტბრაუზერის ჩათვლით.


ამინდის პროგნოზი, ვალუტის კურსი, სოციალური მედიის აპლიკაციები, ნეტფლიქსი, ეკრანის გაზიარების ფუნქცია (როდესაც შეგიძლია, მაგალითად, ტელეფონი და ტელევიზორი ერთმანეთს დაუკავშირო) და ა.შ. - smart TV ტექნოლოგიის ერთადერთი მოთხოვნა Wi-Fi-ა. მისი საშუალებით, შეძლებთ უყუროთ არამხოლოდ სამაუწყებლო არხების პროგრამებს, არამედ - ფილმებს, სპორტულ მატჩებს სხვადასხვა ინტერნეტ-გვერდებზე და ა.შ.


უფრო მეტი დეტალის სანახავად, დაათვალიერეთ „გრანდ ელექტრონიქსის“ ვებგვერდი, ჩამოთვლილი პარამეტრების დახმარებით შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი ტელევიზორი და შეუკვეთეთ ის სახლიდან გაუსვლელად.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?