სამზარეულოს ტექნიკა, რომელიც აუცილებლად უნდა შეიძინო, თუკი მარტო აპირებ საცხოვრებლად გადასვლას

NEW

7 აგვისტო 11:54, 2020 წელი

რა შეიძლება იყოს იმაზე უკეთესი, ვიდრე საცხოვრებლად მარტო გადასვლის შესაძლებლობა? ამ დროს გონებაში უკვე ვაწყობთ მომავალ ბინას, უკვე ვიცით, სად დავიდგამთ საყვარელ სავარძელს; სად მოვიწყობთ სამუშაო თუ დასასვენებელ სივრცეებს.

თუმცა მარტო ცხოვრებას თან უამრავი სირთულეც სდევს. მაგალითად, არ უნდა დაგვავიწყდეს კომუნალური გადასახადების დროულად გადახდა; სარეცხის დროულად გარეცხვა და, რაც მთავარია, საბოლოოდ უნდა შევეგუოთ იმას, რომ ამიერიდან დედის მომზადებულ გემრიელ კერძებს უნდა დავემშვიდობოთ და თავად მოვამზადოთ.


ბევრი ახალბედა მზარეული სამზარეულოში უამრავ წინააღმდეგობას აწყდება: როგორ ჯობია გარნირის მომზადება? რა დავახვედროთ მეგობრებს? ბოლოსდაბოლოს, აქვს კი ყველას იმდენი დრო, რომ სამსახურიდან მოსულმა ნაირ-ნაირი, თან ჯანსაღი კერძები მოამზადონ?


საბედნიეროდ, თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, სამზარეულოს დამწყები კულინარებისთვის უკვე შექმნილია ისეთი დანადგარები, რომლებიც მნიშვნელოვნად ამცირებს კერძის მომზადების დროს, დასვრილი ქვაბების და ტაფების რაოდენობას და ინგრედიენტებსაც თავად აქუცმაცებს სასურველ ზომაზე.


მაშ ასე, პირველი რა გვახსენდება, როცა სამსახურიდან დაღლილები ვბრუნდებით? რა თქმა უნდა, კერძის გაცხელება.


მიკროტალღური ღუმელი


მიკროტალღური ღუმელი დღესდღეობით არამხოლოდ გაცხელების, არამედ მომზადებისა და თვითწმენდის ფუნქციებსაც ითავსებს. ჭკვიანი ალგორითმის წყალობით ღუმელში რამდენიმე უკვე მზა რეცეპტი აქვს „ჩაშენებული“, რისი წყალობითაც ჩვენ აღარ გვიწევს ფიქრი, რომელი კერძის მომზადება რა გრადუსზეა საჭირო. ყველაფერს ერთი ღილაკი აგვარებს. თანამედროვე ღუმელებს ორთქლით წმენდის რეჟიმიც გააჩნიათ. ამისათვის საკმარისია მხოლოდ წყლის თასის ღუმელში შედგმა. 10-15 წუთში კი ღუმელი კვლავ სუფთა დაგხვდებათ.


მულტისახარში ქვაბი


რა შეიძლება იყოს იმაზე მოსახერხებელი, ვიდრე ერთი დანადგარით მთავარი კერძისა და გარნირის ერთდროულად მომზადებაა? მიუხედავად იმისა, რომ ზომაში საკმაოდ დიდია და დიდი ადგილის განთავისუფლება მოგიწევთ სამზარეულოში მის დასადგმელად, არ იდარდოთ - სამაგიეროდ, რამდენიმე ქვაბი და ტაფა საერთოდ აღარ დაგჭირდებათ. მულტისახარშ ქვაბებს რამდენიმე რეჟიმი გააჩნიათ, გარდა ამისა, მათი მოდელები ერთმანეთისგან განსხვავდება ტევადობითაც. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენ ადამიანზე ამზადებთ ერთდროულად კერძს და ძირითადად, რის მომზადებას აპირებთ.


ფრიტურნიცა


გვეყო ჯანსაღ კვებაზე საუბარი. ხანდახან, ძალიან გვინდა, რომ საფეხბურთო მატჩის ან საყვარელი სერიალის საყურებლად შეკრებილ მეგობრებს სასუსნავებით და გამაგრილებელი სასმლით გავუმასპინძლდეთ. ფრიტურნიცაში კი შესაძლებელია კარტოფილი ფრის, ნაგეთსების და უამრავი გემრიელი ფასტფუდის სახლში მარტივად და სწრაფად მომზადება.


 


ყავის აპარატი


გეგულებათ ადამიანი, ვისაც ყავა არ უყვარს? მით უმეტეს, თანამედროვე ყავის აპარატში მომზადებული ესპრესო ან ამერიკანო? ყავის აპარატი ნამდვილად ის ტექნიკაა, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს ყველა ახალ სამზარეულოში. დილაობით აქ მომზადებული ახალი ყავის სურნელი ის საოცარი ეფექტია, რომლითაც დღე ხალისიანად და ენერგიულად დაიწყება.


თუკი ჩამოთვლილი ტექნიკის შეძენაზე ან მათ ფუნქციებზე უკვე დაფიქრდით, დაათვალიერეთ ტექნიკის მაღაზიათა ქსელის, გრანდ ელექტრონიქსის ონლაინ-მაღაზია და თავად გაეცანით მათ ფუნქციებსა და მახასიათებლებს უფრო დეტალურად.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?