„ჯიპიაი ჰოლდინგი“ სადაზღვევო ბაზრის ლიდერია

NEW

14 სექტემბერი 13:25

•    2020 წლის ორი კვარტლის მონაცემებით კომპანიას სადაზღვევო ბაზრის 20,62% უჭირავს.

•    2020 წლის 6 თვეში კომპანიის მოზიდული პრემია  74 087 033 მლნ. ლარია.

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ კვლავ სადაზღვევო ბაზრის ლიდერია. საქართველოს დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურმა  2020 წლის 6 თვის ანგარიშის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც კომპანიას სადაზღვევო ბაზარზე ყველაზე დიდი წილი უჭირავს - 20,62%.  ჯიპიაი ლიდერია მოზიდული პრემიის რაოდენობითაც, კომპანიამ აღნიშნულ პერიოდში 74 087 033 მლნ. ლარი მოიზიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 36%-ით მეტია.


პაატა ლომაძე, „ჯიპიაი ჰოლდინგის გენერალური დირექტორი“ : პანდემიის მიუხედავად, ჯიპიაიმ არა მხოლოდ შეინარჩუნა ბაზარზე ლიდერობა, არამედ სადაზღვევო ბაზრის პარალელურად გაიზარდა და განვითარდა. ორი კვარტლის მონაცემები გვაძლევს საშუალებას თამამად ვთქვათ, რომ ჩვენ შევძელით და მინიმუმამდე შევამცირეთ  covid-19-ის ეფექტი ჩვენი კომპანიის საქმიანობაზე. კრიზისის თავიდან ასაცილებლად ყველა პროცესი ციფრულ არხებში მარტივად გადავიტანეთ. გამართული ონლაინ სისტემების დახმარებით შევინარჩუნეთ ბიზნესუწყვეტობა, ჯიპიაის ყველა თანამშრომელი დისტანციურად, მაგრამ ჩვეულ რეჟიმში მუშაობდა და ჩვენი დაზღვეულებიც დაზღვევის ყველა სერვისს უწყვეტად და შეუფერხებლად იღებდნენ. ამან საშუალება მოგვცა არ დაგვეკარგა პოზიციონირება სადაზღვევო ბაზარზე და პანდემიის მიუხედავად ჩვენი წილი გავზარდეთ კიდეც. თუმცა აქ უნდა აღვნიშნო, რომ ზრდა ძირითადად ჯანმრთელობის დაზღვევის ხარჯზე მოხდა და კრიზისმა სერიოზული გავლენა იქონია არასიცოცხლის პორთფელზე, განსაკუთრებით საცალო დაზღვევის მიმართულებით. სამწუხაროდ, ამ კუთხით ზოგადად ბაზარზეც და ჩვენს კომპანიაშიც კლება შეინიშნება და ეს მნიშვნელოვანი გამოწვევაა ზოგადად დაზღვევის ინდუსტრიისთვისაც.


დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული შედეგების მიხედვით, 2020 წლის პირველ 6 თვეში, პანდემიის მიუხედავად,  ქვეყანაში  სადაზღვევო ბაზარი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9%-ით გაიზარდა. ბაზარზე ყველაზე დიდი წილი (48%) კვლავ ჯანმრთელობის დაზღვევის მიმართულებას უჭირავს, სამედიცინო დაზღვევის გაყიდვების მაჩვენებელმა ჯამში  138 532  796 მლნ. ლარი შეადგინა. ჯიპიაი ბაზარზე ჯანმრთელობის დაზღვევის კუთხითაც უპირობო ლიდერია და მნიშვნელოვნად უსწრებს კონკურენტ სადაზღვევო კომპანიებს. 2020 წლის 6 თვეში ჯანმრთელობის დაზღვევის მიმართულებით კომპანიის  მოზიდულმა პრემიამ 48, 20 მლნ. ლარი შეადგინა.


„ჯიპიაი ჰოლდინგი“ 19 წელია წარმოდგენილია ქართულ სადაზღვევო ბაზარზე და სტაბილურად ინარჩუნებს მოწინავე პოზიციებს. 2006 წლიდან ის „ვენის სადაზღვევო ჯგუფის წევრია“, რომელიც ერთ-ერთი უმსხვილესია ევროპაში.

დღის ჰოროსკოპი

29 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 29 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

28 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 28 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

27 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 27 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

რატომ გახდა ელექტროსკუტერი მთელს მსოფლიოში ასეთი პოპულარული?

დღეს ტექნოლოგიები უკვე იმ დონემდე განვითარდა, რომ ყველაფერი, რაც ადამიანს გადაადგილებისთვის სჭირდება, ერთ პატარა აპარატშია ჩატეული, რომლის წონაც სულ რამოდენიმე კილოგრამია და 7800 ამპ/სთ ტევადობის, პატარა აკუმულატორით თამამად გაივლით რამდენიმე ათეულ კილომეტრს.
დღის ჰოროსკოპი

26 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

25 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

24 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

„ვენდი” მიტანის, Pick Up და Drive-Thru სერვისით მომხმარებელს 24/7-ზე ემსახურება

„ვენდის” რესტორნების ქსელი სამთავრობო დადგენილების შესაბამისად რესტორნებში სტუმრებს ყოველდღიურად 22:00 საათამდე ემსახურება, თუმცა ამერიკული რესტორნების უგემრიელესი მენიუს დაგემოვნება ერთგულ მომხმარებელს მიტანის, Pick Up და Drive-Thru სერვისით 24/7-ზე შეუძლიათ.
NEW

დიდი ფასდაკლება „გრანდ ელექტრონიქსში“ ზამთრის სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით

ტექნიკის მაღაზიათა ქსელ „გრანდ ელექტრონიქსის“ ამ კვირის პარასკევის აქციის პროდუქტები უკვე ცნობილია - 23 ოქტომბრიდან 25 ოქტომბრის ჩათვლით ფასდაკლება „გრანდ ელექტრონიქსში“ ზამთრის სეზონის დადგომას მიეძღვნება და გამათბობლებზე გავრცელდება.
თემატური ჰოროსკოპი

როგორ დამთავრდება 2020 წელი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის?

2020 წელი საკმაოდ რთული გამოდგა, ამიტომ არც იქნება გასაკვრი, თუკი ბევრს უკვე გვაინტერესებს, ბოლოს და ბოლოს, როგორ დასრულდება ის. წაიკითხეთ ასტროლოგიური პროგოზი, თუ რა ელოდება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს ამ წლის ბოლო თვეებში.  
დღის ჰოროსკოპი

23 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

როგორ გავთბეთ ზამთარში - „გრანდ ელექტრონიქსი“ გირჩევთ

ზამთარი გვიახლოვდება – რასაც არ უნდა ნიშნავდეს ეს ფრაზა თქვენთვის, ერთი რამ ცხადია: ოქტომბრის ბოლოდან ჩვენი უმრავლესობა ნელ-ნელა ემზადება საზამთროდ: საბოლოოდ ინახავს ზაფხულის ტანსაცმელს და იმარაგებს ზამთრის სამოსს; ოქტომბრის ცივ საღამოებს ნებდება, თხელი პლედის ნაცვლად სქელ, ღუნღულა საბანზე გადადის და, რაც მთავარია, ყურადღებით არჩევს გამათბობელს.