6 ოქტომბერს „გრანდ ელექტრონიქსის“ კიდევ ერთი ფილიალი იხსნება

NEW

1 ოქტომბერი 15:15, 2020 წელი

კიდევ ერთი სასიამოვნო სიახლე ტექნიკის მოყვარულებს - 6 ოქტომბერს, „სითი მოლის“ საბურთალოს ფილიალში ტექნიკის მაღაზიათა ქსელის, „გრანდ ელექტრონიქსის“ ახალი ფილიალი გაიხსნება.

„გრანდ ელექტრონიქსისთვის“ ფილიალი რიგით მეხუთე იქნება. ბრენდის მაღაზიები განთავსებულია „მეგალაინის“, „ისთ ფოინთის“ სავაჭრო ცენტრებში და, აგრეთვე, გლდანისა და ვარკეთილის რაიონებში.


საბურთალოს „სითი მოლში“ „გრანდ ელექტრონიქსი“ კონცეფციურად სრულიად განსხვავებულ და უფრო თანამედროვე ტიპის მაღაზიას გახსნის.


„ახალი ფილიალის დაგეგმარებისას ჩვენ დავიწყეთ ფიქრი იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს ტექნიკის მაღაზია და რა გამოცდილება უნდა შესთავაზოს მან მომხმარებელს, რომელიც, კარგად ერკვევა თანამედროვე ტექნოლოგიებში“, აღნიშნავს კომპანიის მარკეტინგის ხელმძღვანელი, ნინი ნიქაბაძე.


„ტექნოლოგიები ხომ სწორედ იმისთვის შეიქმნა, რომ ადამიანს კომფორტი შეუქმნას. ჩვენც ამ კონცეფციას გავყევით და თავად ახალი მაღაზია დავაგეგმარეთ ისე, რომ  ტექნიკის ყიდვის პროცესი კიდევ უფრო კომფორტული გავხადოთ“, ამბობს ნინი.


აქედან გამომდინარე, უპირატესობა მოხმარებლის წარმატებულ გამოცდილებას მიენიჭა. სხვადასხვა ტიპის ზონებად დაყოფილი ფილიალის მთავარი ამოცანა ისაა, რომ მაქსიმალურად გაუმარტივოს მომხმარებელს სასურველი პროდუქტის მოძებნა და იქვე გამოცდა.


„ჩვენ მივიჩნევთ, რომ ტექნიკის მაღაზია მაქსიმალურად უნდა მოერგოს თანამედროვე ტექნოლოგიებს, ეს ეხება არამხოლოდ იმ პროდუქტს, რასაც მომხმარებელს შევთავაზებთ, არამედ - გარემოსაც“, აღნიშნავს ნინი.


ახალი ფილიალი უფრო ციფრული, თანამედროვე და ინოვაციურია. მარტივად და თვალსაჩინოდ დაყოფილი კატეგორიების ზონები; გამოსაცდელი ზონა; კონსულტანტები, რომლებიც თითოეული მიმართულებით პროდუქტების ექსპერტები არიან; პრემიუმ და ბიუჯეტური მოხმარების საერთაშორისო ბრენდები - ამ ყველაფერს მომხმარებელი „გრანდ ელექტრონიქსის“ ახალ ფილიალში 6 ოქტომბრიდან გამოცდის.


მაღაზიაში არაერთ ცნობილ საერთაშორისო ბრენდს იპოვით: TOSHIBA, MIDEA, SHARP, SHIVAKI, Mitsubishi Electric, Warmhaus, Ardesto, Philips და სხვა მრავალი.


სამზარეულოს ტექნიკა, აუდიოსისტემები, მსხვილი ტექნიკა, გათბობა-გაგრილების სისტემები, კომპიუტერები და მობილურები, აქსესუარები - პრემიუმკლასისა და ბიუჯეტური საერთაშორისო ბრენდების ასობით ტექნიკური მოწყობილობა „სითი მოლი საბურთალოს“ „გრანდ ელექტრონიქსის“ დახლებზე 5 ოქტომბრიდან გამოჩნდება.


გარდა ამისა, „გრანდ ელექტრონიქსის“ ფასდაკლებების პარასკევებს მომდევნო კვირიდან უკვე საბურთალოს „სითი მოლის“ ფილიალიც უმასპინძლებს. შეგახსენებთ, რომ 2 ოქტომბერს, „გრანდ ელექტრონიქსის“ ყველა მაღაზიაში განსაკუთრებული ფასები ARDESTO-ს ბრენდის პროდუქტს შეეხება.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?