ნოკა ბაინდურაშვილი: „სოციალური ქსელების განვითარებამ პიარის როლი კიდევ უფრო გაზარდა“

PR კლუბი

11 იანვარი 18:00, 2018 წელი

სკოლის დამთავრების შემდეგ იურიდიულ ფაკულტეტზე ჩაბარება სურდა, მაგრამ, ოჯახის რჩევით, საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულება აირჩია და არც შემცდარა. დღეს ნოკა ბაინდურაშვილი, „საქართველოს ფოსტის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, Funtime-ს განვლილ გზასა და საყვარელ საქმეზე უყვება.

- სკოლის დამთავრების შემდეგ იურისტობა მსურდა, თუმცა ოჯახი სხვა რამეს მირჩევდა. მშობლებთან მივაღწიე შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით ჩავაბარებდი და თუ არ მომეწონებოდა, იურიდიულ ფაკულტეტზე გადავიდოდი. თუმცა პირველივე კურსი იმდენად საინტერესო აღმოჩნდა, იურისპრუდენციაზე უარი ვთქვი და პროფესიის შეცვლაც გადავიფიქრე. დღეს უკვე ზუსტად ვიცი, რომ სწორი და გამართლებული ნაბიჯი გადავდგი.


- სტუდენტობის პერიოდში პროფესიული განვითარებისთვის რა ნაბიჯები გადადგით?
- ერთ-ერთი წარმატებული სტუდენტი ვიყავი. რამდენიმე წლის წინათ საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტის, როგორც კადრის, დეფიციტი იყო, ამიტომ ლექტორებს სტაჟირებაზე მივყავდით. 2002 წელს, 18 წლის ასაკში, მერიისა და საკრებულოს საინფორმაციო სამსახურის თანამშრომელი გავხდი. შემდეგ იყო ტურისტული კომპანია, სადაც დიდი გამოცდილება მივიღე. მომდევნო სამსახური საკმაოდ წარმატებული სარეკლამო კომპანია „სარკე“ იყო, რომელიც არა მხოლოდ გამოცდილების, არამედ პროფესიული განვითარებისთვისაც ძალიან გამომადგა. „სარკის“ შემდეგ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერად ვმუშაობდი, ხოლო 2011 წელს „ელიტ ელექტრონიქსში“ გადავედი. პარალელურად, ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის მარკეტინგისა და გაყიდვების სამსახურის უფროსის პოზიციაზე ვიყავი და „თეგეტა მოტორსის“ პიარკონსულტანტობასაც ვითავსებდი. ასე რომ, უამრავ სფეროსთან და პროფესიონალთა გუნდთან მქონდა შეხება. უკვე რამდენიმე თვეა, რაც „საქართველოს ფოსტის“ გუნდს შემოვუერთდი. მათთან თანამშრომლობა ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. ვფიქრობ, რომ ძალიან კარგ საქმეს ვემსახურები.


 - მაინც რითია თქვენთვის გამორჩეული ,,საქართველოს ფოსტასთან“ თანამშრომლობა?
- ჩვენ საზოგადოებას ვემსახურებით და ჩვენი სლოგანიც ამის დასტურია - „გავხადოთ ურთიერთობა ხელშესახები“. ყოველი ჩვენი დღე ამ მიზნის განხორციელებას ემსახურება. „საქართველოს ფოსტის“ როლი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან, რომ არა ეროვნული ოპერატორი, მოქალაქეებსა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობა რთული იქნებოდა.


- რა პროექტები აქვს დღეს „საქართველოს ფოსტას“?
- „საქართველოს ფოსტას“ ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი აქვს და, მათ შორის, სოციალური ხასიათის. ერთ-ერთი 2017 წელს წამოვიწყეთ. „საქართველოს ფოსტამ“ მოსახლეობას საშუალება მისცა, ქვეყნის შიგნით 5 კგ-მდე ამანათი მხოლოდ 3 ლარად გაგზავნოს. აქამდე თუ გზავნილის წაღებას სამარშრუტო ტაქსის მძღოლს ან მეგობარს სთხოვდნენ, ახლა „საქართველოს ფოსტის“ ხელსაყრელი პროდუქტით სარგებლობენ. 2017 წელი საკმაოდ დიდი წარმატებით დავხურეთ. ქვეყნის მასშტაბით „საქართველოს ფოსტის“ 82 სერვისცენტრი მუშაობს და, სურვილის შემთხვევაში, ნებისმიერ მოქალაქეს აქვს საფოსტო პროდუქტებთან წვდომა, მათ შორის -  მაღალმთიან რეგიონებში. ჩვენი კურიერები უამინდობის თუ სხვა შეფერხების მიუხედავად, ადრესატამდე მიდიან და შეტყობინება მიაქვთ.


- რას გეგმავთ მიმდინარე წლისთვის?
- კიდევ უფრო მეტი პროექტის განხორციელებას. მალე „საქართველოს ფოსტა“ მომხმარებელს ელექტრონული კომერციის მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვან პროექტს შესთავაზებს, რაც რეგიონის მცხოვრებთათვის განსაკუთრებით სასარგებლო იქნება.


- საქართველოში პიარის სფეროს განვითარებაზე რას გვეტყვით?
- ვფიქრობ, პიარის სფეროს განვითარება სწორი პოზიციონირებით მოხდა და დღეს ამ მიმართულების შესახებ ყველას საკმარისი ინფორმაცია აქვს. პიარი არა მხოლოდ გაყიდვების სტიმულირებაზე, არამედ კომპანიების იმიჯზეც დიდ გავლენას ახდენს. სოციალური ქსელების განვითარებამ პიარის როლი კიდევ უფრო გაზარდა.


- რა ხდება თქვენს ცხოვრებაში საყვარელი საქმიანობის მიღმა?
- მეუღლე და 8 წლის შვილი, დემეტრე მყავს. სამსახურის შემდეგ დარჩენილ დროს ოჯახს ვუძღვნი. ჩემს პროფესიულ და კარიერულ განვითარებაში ოჯახის როლი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობ.

ფოტოგრაფი: ალექსანდრე სხულუხია
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?