ბუ ბრძენი ფრინველია. მისი ჟესტები და მიმიკა ძალიან ჰგავს ადამიანისას. იკვებება მღრღნელებით, რითიც სარგებლობა მოაქვს. თავისი საოცარი ბუნებრივი კამუფლიაჟის წყალობით დღისით შეუძლია, შეუმჩნეველი იყოს; ხოლო ფრთების აგებულება აძლევს საშუალებას, ღამით სრულიად უხმაუროდ იფრინოს. ბუს აქვს კარგად განვითარებული მბგერი იოგი, რომლის საშუალებითაც მრავალნაირ ხმებს გამოსცემს.
შეუძლებელია, არ გიყვარდეს!