USAID/G-PriEd დაწყებითი განათლების პროექტმა და Wissol Group-მა მემორანდუმს მოაწერეს ხელი

საკნატუნო ამბები

30 მაისი 20:30, 2016 წელი

„ვისოლ ჯგუფმა“ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავი კვირეულის ფარგლებში USAID/G-PriEd საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტთან ხელი მოაწერა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის საფუძველზეც განხორციელდება „ვისოლ ჯგუფის“ წარმომადგენელთა მოხალისეებად ჩართვა პროექტის - ბიზნესის უნარ-ჩვევების განვითარების პროგრამაში.

G-PriEd-ის ბიზნესის უნარ-ჩვევების პროგრამის მიზანია, ბიზნესის სამყაროს უკეთ აღქმისთვის სკოლის მოსწავლეებს უნიკალური საგანმანათლებლო გამოცდილება შესთავაზოს და განუვითაროს ისეთი უნარები, როგორიცაა: კრიტიკული აზროვნება, გადაწყვეტილების მიღება, პრობლემის გადაჭრა, ლიდერობა, დაგეგმვა და სხვა.


G-PriEd-ის ბიზნესის უნარ-ჩვევების განვითარების პროგრამა საქართველოს საჯარო სკოლებში დაწყებით საფეხურზე ხორციელდება და მოსწავლეებს სთავაზობს უნიკალურ საგანმანათლებლო გამოცდილებას, რომლის შედეგადაც ისინი უკეთ გაიგებენ და აღიქვამენ ბიზნესის სამყაროს, რომელში ჩართვაც მათ ელით სკოლის დასრულების შემდეგ.


მოხალისეები „ვისოლ ჯგუფიდან“ გადამწყვეტ როლს ასრულებენ აღნიშნული პროგრამის წარმატებით განხორციელებაში. სწორედ მოხალისეები ქმნიან საკლასო ოთახებში სამსახურის გარემოს და უტარებენ ბავშვებს ინტერაქტიულ გაკვეთილებს, რაც მოსწავლეთა შორის მოტივაციას აღვივებს. მოხალისეები „ვისოლ ჯგუფიდან“ მოსწავლეებს გააცნობენ ეკონომიკისა და ფინანსების საბაზისო ცნებებს და დაეხმარებიან მათ პრობლემების შემოქმედებითად გადაწყვეტისა და ცხოვრებისეული უნარების განმტკიცებაში.


საქართველოს საპილოტე 39 სკოლაში, I-IV კლასებში ბიზნესის უნარ-ჩვევების გაკვეთილების მიწოდებას უზრუნველყოფს კლასის დამრიგებელი, ხოლო V-VI კლასებში აღნიშნულ გაკვეთილებს „ვისოლ ჯგუფის“ და პროექტის პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ატარებენ.


საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტსა (G-PriEd) და „ვისოლ ჯგუფს“ შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის ხელმოწერის ღონისძიება გაიმართება ორშაბათს, 30 მაისს, 13:00 საათიდან 13:45 საათამდე, ქ. თბილისში, „დანკინ დონატსის“ ვაკის ფილიალში (მის: ჭავჭავაძის გამზ. #36ა).


აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული, საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტი (G-PriEd) ორიენტირებულია კითხვისა და მათემატიკის უნარების გაუმჯობესებაზე I-VI კლასებში. პროექტი ხორციელდება საქართველოს 586 საჯარო სკოლაში.


 


 


დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ:


ანი ზედგინიძე


ბიზნესის უნარ-ჩვევების განვითარების პროგრამის წარმომადგენელი


საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტი (G-PriEd)


ტელ:  (995 32) 250 00 80 / მობ: (995 79) 37 93 39


ელ.მისამართი: azedginidze@gpried.ge


 


რუსუდან კბილაშვილი


საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მენეჯერი


ს/ს ვისოლპეტროლიუმ ჯორჯია


ტელ:  (995 32) 915 315/250 / ფაქსი: (995 32) 915 615 / მობ: (995 99) 320412/


ელ.მისამართი: pr@wissol.ge

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?