გრაკლიანში ქართული ანბანის შესაქმე გადაიწერა

საკნატუნო ამბები

28 ივლისი 13:30, 2016 წელი

გრაკლიანმა, რომელმაც ჯერ იყო და მე-7 საუკუნით დათარიღებული წარწერით გააოცა ქართული საზოგადოება, ამერიკული ექსპერტიზის შემდეგ კიდევ უფრო მეტი ყურადღება მიიპყრო. წარწერა უფრო ძველი - ძვ.წ.აღ. XI-X საუკუნეების გასაყარის აღმოჩნდა. ერთადერთი ქართველი მეცნიერი, რომელიც ქართული ანბანის შექმნას იმავე პერიოდში ვარაუდობდა, პროფესორი ალიკო ცინცაძეა.

 

 

„ეს მინიმალურად უკიდურესი პერიოდია“, - აღნიშნავს პროფესორი ალიკო ცინცაძეა, - „თანაც, ვინ გითხრათ, რომ ვვარაუდობდი? მათემატიკური მეთოდი, რომელიც მე გამოვიყენე, იმდენად ზუსტია, რომ ეს მტკიცებად უნდა მიიღოთ. რამდენიმე წლის წინათ, იოანე-ზოსიმეს ხელნაწერზე მუშაობისას, წავაწყდი მეთოდს, რომელიც მისი შიფრის გასაღები იყო. ამ დროს ეს მეთოდი უცხო იყო ქართველი მეცნიერებისთვის. გასაკვირიც არაფერია, ეს ბიბლიის დაშიფვრის მეთოდია - ჰემატრია, საბჭოთა ცენზურა კი ამ თემებზე მუშაობას კრძალავდა. ამ დროს, ეს მეთოდი რიცხვულ სიმბოლიზმზეა დამყარებული და მისი გამოყენებით ალბათურად შემოწმებული შედეგების მიღებაა შესაძლებელი. ასე გავედით ანბანის დათარიღებაზე და შევაფასეთ ქართული ანბანის შესაქმეს პერიოდი. სასიამოვნოა, რომ ამერიკულმა ექსპერტიზამ იგივე დაადასტურა, ე. ი. სწორად აფასებენ, ეს ხუმრობით, რა თქმა უნდა.  ვვარაუდობ, რომ ქართულ ანბანთან მიმართებით აღმოჩენები წინაა, რაც კიდევ უფრო შორს წაგვიყვანს დროის მიღმეთში...“

როგორც მეცნიერი განმარტავს, „გრაკლიანის ტოპონიმის კვლევისას იმავე მეთოდმა - ჰემატრიამ - გათხრებამდე დააფიქსირა ქურუმთა და მზე ღმერთის სამლოცველოს იქ არსებობა. ამდენად - იგი ზუსტია. სამწუხაროდ, აღმოჩენამდე ამაზე გამოქვეყნება, გახმაურება ვერ მოვასწარი. მთავარი ის არის, რომ გრაკლიანის ტაძრის მნიშვნელობა იმდენად დიდი იყო, შემდეგში იგი გრაალის თემას დაუკავშირდა და ამითაც არის საინტერესო... ვფიქრობ, გათხრები კიდევ ბევრ არტეფაქტს მოიტანს და კიდევ უფრო დაგვარწმუნებს, რამდენად დიდი იყო იბერიული ცივილიზაციის წვლილი მსოფლიო კულტურულ მემკვიდრეობაში.“                                             
მეცნიერის თქმით, დადასტურდა ისიც, რომ ეს ტოპონიმიც (გრაკალი) ჰემატრიულადაა შექმნილი, რაც უკვე ნიშნავს, რომ იმ პერიოდში ქართული ერთიანი ანბანური სისტემა უკვე ჩამოყალიბებულია.
„სწორედ ამაზე გეუბნებით, რომ იგი მიკვლეული იქნება. თუმცა ამ ჰემატრიულმა ანალიზმაც, ისე ცხადად აჩვენა მისი არსებობა, ალბათურად, სხვა ვარიანტი არც რჩება. დარწმუნებით მინდა, გითხრათ, რომ რაც არ უნდა ეწეროს სამსხვერპლოზე, როგორიც არ უნდა იყოს გრაფიკა, ამ დროს ქართულ ანბანურ სისტემას დასრულებული სახე აქვს. აი, დასკვნა, რომელსაც ვერცერთი საექსპერტო ბიურო მოგცემთ, თუ ქართულ ჰემატრიას არ გამოიყენებს,“ - აცხადებს პროფესორი ალიკო ცინცაძე.  

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?