8 ადგილი, სადაც არ გელიან

საკნატუნო ამბები

18 აგვისტო 17:00, 2017 წელი

კულტურული მემკვიდრეობისა და ეკოლოგიური ბალანსის შენარჩუნება, დანგრევისა და ტერორიზმის შიში - ამ მიზეზების გამო მსოფლიოს ბევრი ღირსშესანიშნაობა ტურისტებისთვის სულ უფრო ნაკლებად ხელმისაწვდომი ხდება.

  • თავისუფლების ქანდაკება. აშშ, ნიუ-იორკი

    ბეტერი-პარკიდან კუნძულ ლიბერთიმდე, სადაც ქანდაკება დგას, ბორანის რიგში ტურისტები საათობით დგანან, ხოლო ქანდაკებაზე მოსახვედრად ბილეთებს ერთი წლით ადრე იბევებენ.

  • სტოუნჰენჯი. დიდი ბრიტანეთი

    ეროზიის გამო ძეგლს ბაგირი შემოავლეს. მის შიგნით მოხვედრა მხოლოდ ბუნიობისას შეიძლება. ანდა „სპეციალური საშვით“ - „ინგლისური მემკვიდრეობა“. დამთვალიერებელთა ჯგუფები ლიმიტირებულია - არა უმეტეს 30 ადამიანისა.

  •  ლასკოს გამოქვაბული. საფრანგეთი, მონტინიაკი

    1948 წლიდან გამოქვაბულში ტურისტებს 20-ათასწლოვანი კლდის მხატვრობის სანახავად უშვებდნენ. 15 წლის მანძილზე გამოქვაბულების ეკობალანსი დაირღვა: გაჩნდა ნახშირორჟანგის ზედმეტობა და კედლებზე - სოკო. ნახატებს გაქრობის საფრთხე დაემუქრა. 1963 წელს ლასკოს გამოქვაბული ტურისტებისთვის დაიხურა.

  • გუელის პარკი. ესპანეთი, ბარსელონა

    პარკის დაცვის მიზნით ადმინისტრაციამ მასში შესვლა შეზღუდა. 1 საათში ვიზიტორების მაქსიმალური რაოდენობა 800 ადამიანია. შესასვლელი ბილეთი ყველა ობიექტის ნახვის გარანტიას არ იძლევა. პარკში სკამზე დაჯდომა და მათზე რამის დადება აკრძალულია.

  •  გიზის პირამიდები. ეგვიპტე

    უძველესი ძეგლები რომ შეენარჩუნებინათ და ტურისტებიც ტრავმებისგან დაეცვათ, ჯერ კიდევ 1980-იან წლებში პირამიდებზე აძრომა აიკრძალა. სასჯელი სამწლიანი პატიმრობაა. მიუხედავად ამისა, ბევრი აგდებს საფრთხეში საკუთარ ჯანმრთელობასა და თავისუფლებას.

  •  რაიხსტაგის გუმბათი. გერმანია, ბერლინი

    ბუნდესტაგს მსოფლიო პარლამენტებს შორის ყველაზე  მეტი მნახველი ჰყავს. 2010 წლამდე მის გუმბათზე ასვლა თავისუფალი იყო. დღეს უკვე ონლაინრეგისტრაციაა წინასწარ საჭირო. შეზღუდვა - 25 ადამიანი ყოველ 15 წუთში.

  • მაჩუ-პიკჩუ. პერუ

    იუნესკოს ზეწოლის შედეგად, 2017 წლის 1-ლი ივნისიდან „ინკების დაკარგული ქალაქის“ მონახულების ახალი წესები შემოიღეს: ჯგუფებში არა უმეტეს 16 ადამიანისა.

  • გალაპაგოსი. ეკვადორი

    იმისთვის, რომ ენდემურ ფლორასა და ფაუნაზე ტურისტების გავლენა შეეზღუდათ, კუნძულების ნახვა მხოლოდ ლიცენზირებული გიდების მეშვეობით, მცირე ჯგუფებით და 2-4 საათის განმავლობაშია შესაძლებელი. ცხოველებთან 2 მეტრზე ახლოს მისვლა იკრძალება. 

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?