7 ყველაზე ლამაზი და უჩვეულო მიწისქვეშა ნაგებობა (ვიდეო)

საკნატუნო ამბები

19 აგვისტო 19:00, 2017 წელი

უძველესი მიწისქვეშა ქალაქები, კოლოსალური ფუტურისტული კოლექტორები და სამეცნიერო ლაბორატორიებიც კი - თქვენ წინაშეა მიწისქვეშა ინფრასტრუქტურის საოცარი ობიექტების ნაკრები.

მთელი ისტორიის განმავლობაში კაცობრიობა სულ მაღლა მიისწრაფოდა. ცათამბჯენი არქიტექტურული აზროვნების ნამდვილი ზეიმია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი პლანეტის სიღრმეში არანაკლებ საინტერესო ნაგებობები მდებარეობს.

კაპადოკია, თურქეთი



სახელწოდება „კაპადოკია“ ჩვენამდე ანტიკური ხანიდან მოვიდა. ის ძველსპარსული Katpatuka-დან მომდინარეობს, რაც „ლამაზი ცხენების ქვეყანას“ ნიშნავს. ცხენები იქით იყოს და დღევანდელი თურქეთის შემადგენლობაში მყოფი ეს მხარე თავისი ვულკანური წარმოშობის უჩვეულო ლანდშაფტითაა განთქმული. სწორედ ამ ვულკანური ქანების დამსახურებაა 200-ზე მეტი მიწისქვეშა ქალაქის არსებობა, რომელთაგან ზოგიერთი ჩვენს ერამდე 3000 წლით თარიღდება. შემდეგ ქალაქებს გამოქვაბულების სამონასტრო კომპლექსებიც დაემატა, რომლებიც დასაბამს პირველი ქრისტიანული თემების დროიდან იღებს.


ველიჩკას მარილის შახტა, პოლონეთი



კრაკოვის მახლობლად მდებარე მარილის შახტა XIII საუკუნიდან 2007 წლამდე ფუნქციონირებდა. მარილს 300 მეტრის სიღრმიდან იღებდნენ, ხოლო გვირაბების სიგრძე 300 კილომეტრს აღწევს. ამჟამად ის ტურისტული ობიექტია  და არსებული 9 სართულიდან პირველი 3-ის დათვალიერებაა შესაძლებელი.


Vivos Europa One, გერმანია



უსაფრთხოება წარმატების საწინდარია. თავდაპირველად ერთიან კლდეში გამოკვეთილი ბუნკერი საბჭოთა სამხედრო ტექნიკის განსათავსებლად იყო განკუთვნილი. მაგრამ დრო იცვლება და ახლა ის კერძო ორგანიზაციას ეკუთვნის, რომელიც 76 აკრ მიწისქვეშა და მიწისზედა ნაგებობებს აქირავებს, როგორც „მსოფლიოში უდიდეს კერძო მიწისქვეშა ხანგრძლივმოქმედ თავშესაფარს“. 70 000 კვადრატული მეტრი დაცული ტერიტორია - თქვენი უსაფრთხოების საიმედო გარანტია... თუ საკმარისი სახსრები გაქვთ.


წყალდიდობის საწინააღმდეგო კოლექტორი, ტოკიო



ეს მიწისქვეშა წყალსაცავებისა და გვირაბების განტოტვილი სისტემა კუნძულოვანი იაპონიის დედაქალაქისთვის მნიშვნელოვან როლს თამაშობს. წყალდიდობებისა და ტაიფუნების დროს სწორედ აქ გროვდება წყალი, რომელსაც შემდეგ მდინარე ედოში ტუმბავენ. ტოკიოს კოლექტორი მსოფლიოში უდიდესი ამგვარი ნაგებობაა: ძირითადი კომპლექსი 24 მეტრის სიღრმეზე მდებარეობს, ხოლო მის ჭერს 59 ბეტონის სვეტი ამაგრებს. თითოეული სვეტის წონა 500 ტონას აღწევს.


SURF, სამხრეთი დაკოტა



ოქროს ყოფილი შახტა Homestake ყველაზე დიდი და ღრმა (დაახლოებით 1,5 კილომეტრი) ოქროს შახტაა კონტინენტზე. ის ამჟამად Sanford Underground Research Facility, ანდა უბრალოდ Sanford Lab-ს ეკუთვნის. ამ სამეცნიერო ორგანიზაციამ გვირაბები ლაბორატორიებად აქცია. მიწისქვეშეთის უნიკალური პირობები მეცნიერებს საშუალებას აძლევს, კოსმოსური რადიაციისა და სხვა ატმოსფერული მოვლენების არარსებობისას, ბნელ მატერიასა და ნეიტრინოზე ექსპერიმენტები ჩაატარონ.


Toledo Metro Art Station, იტალია



Toledo Metro Art Station-ი ნეაპოლში 2012 წელს გაიხსნა. ეს მეტროპოლიტენის ხაზის ყველაზე ღრმა და ლამაზი სადგურია: მრავალდონიანი ნაგებობის ქვედა სართულები 44 მეტრის სიღრმეზე ჩადის და დამთვალიერებლებს 140 000 მეტრ ღია სივრცეს სთავაზობს. მის შემადგენლობაში არაგონის პერიოდის (1400-იანი წლების ბოლო) კედლები შედის, რომელიც ლურჯი მოზაიკითაა დამშვენებული. თანაც მოზაიკის ლურჯი ფერი მანძილისდა მიხედვით ინტენსივობას იცვლის. მიწისქვეშა ლაბირინთი გარე სამყაროს შუშის პანელების სისტემით უკავშირდება, ამიტომაც სადგურის ზედა დონეებზე განათება უმეტესად ბუნებრივია.


ელ-ტენიენტე, ჩილე




სანტიაგოს სამხრეთით ელ-ტენიენტეს შახტა ჯერ კიდევ 1905 წელს გაიხსნა და მას შემდეგ სულ ფართოვდება. მსოფლიოში უდიდესი სპილენძ-პორფირის, მოლიბდენის შემცველი საბადო ვულკანის კრატერს ესაზღვრება. საბადოში სპილენძის მთლიანი მოცულობა 64 მილიონი ტონაა. გვირაბების მიწისქვეშა ლაბირინთი ასობით კილომეტრზე ვრცელდება. მასში ბევრია კვარცის ბუდობი, რომელიც მოლიბდენს შეიცავს.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?