2020-ის ტრენდული სანდლები

საკნატუნო ამბები

16 მაისი 12:00, 2020 წელი

ზაფხული მოგვიახლოვდა და ღია ფეხსაცმლისა და ფერად-ფერადი სანდლების დროც დადგა. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არც ვიცით, გავალთ თუ არა გარეთ და გამოვიყენებთ თუ არა მათ, თვალი გადავავლოთ 6 ძირითად ტრენდს, რომელსაც დიზაინერები მიჰყვებიან ამ ზაფხულს.

წლევანდელი ტრენდი მაქსიმალურ კომფორტსაც ითვალისწინებს, კომფორტულთან ერთად კი მოდურსაც. იქნება ეს ტურისტული ტიპის სანდლები; თუ ფლიპ-ფლოპები, რომელსაც უკანა ეზოში აუზზე ჩაიცმევ ან მყუდრო, სახლიდან მუშაობისთვის განკუთვნილი ჩუსტები; ან კიდევ დახურული ტიპის სანდლები, რომელიც საშუალებას გვაძლევს იდეალურად მოწესრიგებული პედიკური არ გვქონდეს - წლევანდელი ტრენდი ზუსტადაა მორგებული სოციალურად დისტანცირებული ზაფხულის მოთხოვნებს.


გთავაზობთ 6 ძირითად ტრენდს, რომელსაც დიზაინერები მიყვებიან ამ ზაფხულს.



დაბალი ჩუსტები


შეიძლება ასეთი ტიპის დაბალძირიანი ჩუსტები შენი სტილი არ იყოს, თუმცა 2020-ის ზაფხულს დიზაინერები უამრავ ვერსიას გვთავაზობენ. ხისძირიან სანდლებს ისეთი ბრენდები გვთავაზობენ, როგორიცაა Jacquemus და By Far. ამ ტიპის სანდლები იმდენად მრავალფეროვანია, რომ მარტივად შეძლებ, საშენო წყვილი მოირგო.


 



დახურული სანდლები


ამ სეზონზე ძალიან პოპულარული დახურული სანდლები ხდება, ესეც მშვენიერი გამოსავალი მაშინ, როცა პედიკურის გაკეთება გეზარება. ტყავის ზონრებით გაწყობილი სანდლები იდეალურად ერგება ფეხს და გადახურებისგან და გამტვრიანებისგანაც გიცავს.


 


 
მოდური ფლიპ-ფლოპები


გასულ ზაფხულს, მაღალძირიანი ფლიპ-ფლოპები (ე.წ. „შლოპანცები“) სეზონის ფავორიტი სელებრითებსა და ინსტაგრამ-გოგონებს შორის ძალიან პოპულარული იყო. ეს ტრენდი ამ სეზონზეც შენარჩუნდება და უფრო ორიგინალური ფორმითაც ბრუნდება. უფრო დიდ პლაფტორმაზე და უფრო სქელი და ბრტყელი ზონრებით უფრო მეტი არჩევანი აქვს ინსტაგრამ-ინფლუენსერებს.



მარტოხელა მოგზაურები


ტურისტული კომფორტული სანდლები მოდის პიკად არის აღიარებული. მოკრძალებული და სადა სტილის სანდლებს ტყავი და ლამაზპრინტიანი აბრეშუმის ზონრები ანაცვლებენ, რომლის შეხამებაც შესაძლებელია როგორც შარვლებზე, ასევე - ყოველდღიურ გრძელ კაბებზე.



სახლის ჩუსტები


სახლის ჩუსტი სანდლები თბილი ამინდების სეზონის გმირია. ის მარტივი, მოდური, კომფორტული და ყოველდღიური სეირნობის განუყოფელი ატრიბუტია, რომლითაც როგორც მაღაზიაში გასვლა, ასევე - სახლიდან მუშაობაცაა შესაძლებელი და, რაც მთავარია, მისი მორგება ყველანაირ სამოსთან შესაძლებელია.



პლატფორმები ბრუნდება


პლატფორმა სანდლები დიდი ხანი იყო გარდერობში და ახლა ის მთელი თავისი დიდებულებით და განახლებული ბრუნდება. ფერადი, სხვადასხვა ფორმის, ფაქტურის და სტრუქტურის მქონე სანდლები წლევანდელი ზაფხულის ნამდვილი ტრენდია.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?