ტაკუმა ტაი მომღერალია. იგი 1977 წელს დაიბადა იაპონიაში. 3 წლიდან მღერის და ამჟამად ერთ-ერთი იაპონური როკ-ანსამბლის ვოკალისტია.
მან 34 წლის ასაკში კი მის ცხოვრებაში ერთი გარდამტეხი ფაქტი მოხდა - მეგობარმა, რომელიც ჟურნალში მუშაობდა, სთხოვა, რომ დახმარებოდა - ქალის ტანსაცმლით და პროფესიონალური გრიმით რამოდენიმე ფოტოსთვის ეპოზიორა, რადგან გადაღებებისთვის შეთანხმებული მოდელი გოგონა ავად გახდა და მის შემცვლელს სასწრაფოდ ეძებდა. ტაკუმა კი, მისი სუსტი არნაგობით, ამ როლისთვის შესანიშნავად გამოაგებოდა.
გოგონას Cosplay ტაკუნა ტაის საუკეთესოდ გამოუვიდა. ამაში როგორც აღნაგობა, ასევე ნიჭიც დაეხმარა.
ტაკუმა ტაის გოგონა უცებ გახდა პოპულარული სოცქსელებში, მისი პერსონით ბევრია დაინტერესებული, თანაც უმეტესობამ არც იცის, რომ იგი ცოლიანი მამაკაცია და ორი შვილი ჰყავს.
ტაკუმამ ერთხელ შვილებთან ერთად გადაღებული ასეთი ფოტოც გამოაქვეყნა ტვიტერზე:
ტაკუმას ხშირად იწვევენ სტუმრად სხვადასხვა იაპონურ შოუებში და მომღერალმა ქალის ტანსაცმლის წარმოების საკუთარი ხაზი გახსნა, სახელწოდებით AtukoSvet Tokyo.
ზოგჯერ, თავის ანსამბლთან ერთად, სცენაზეც გამოდის გოგონას იმიჯით.
„თქვენ შეგიძლიათ, იცხოვროთ ისე, როგორც გსურთ. ნუ იდარდებთ იმაზე, თუ რას ფიქრობენ სხვები თქვენს ჩაცმულობაზე, თქვენს საქციელზე. უბრალოდ, დატკბით ცხოვრებით და ეს სხვასაც აცადეთ“, - წერს ტაკუმა თავის ტვიტერზე.