იცოდეთ, რომ ახალგაზრდობისა და სილამაზისთვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური „წამალია“ ყავა!
ცელულიტის საწინააღმდეგოდ
გადაურიეთ ერთმანეთში დაფქული ყავა ან ყავის გამომშრალი ნალექი იგივე რაოდენობის მარილთან. დაამატეთ რამდენიმე წვეთი ზეითუნის ზეთი. მიღებული სკრაბი გადაინაწილეთ ცელულიტიან ადგილებში და ნელ-ნელა, წრიული მოძრაობებით დაიმასაჟეთ ქვემოდან ზევით მიმართულებით.
პროცედურა გაიმეორეთ კვირაში 1-2-ჯერ.
თმის ცვენის საწინააღმდეგოდ
2 ს.კ. ნალექიანი ყავა გადაურიეთ 100 მლ ზეითუნის ზეთში. შეიზილეთ ნიღაბი სველ თმაში მთელ სიგრძეზე, შეიხვიეთ პარკით და 30 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ შამპუნით.
გაიკეთეთ ნიღაბი კვირაში 1-2-ჯერ, მკურნალობის კურსი - 12 შეზელა. ღია ფერის თმაზე შესაძლოა თმის ფერის შეცვლა.
უპეების შეშუპების საწინააღმდეგოდ
1/2 ჩ.კ. დაფქულ ყავას ან ყავის გამომშრალ ნალექს დაუმატეთ 1/2 ჩ.კ. ქოქოსის ზეთი, ცოტაოდენი დაფქული წიწაკა და ამდენივე წვეთი წყალი. კარგად გადაურიეთ და მიღებული მასა წაისვით უპეებზე. როგორც კი ნიღაბი შეგაშრებათ, ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
გამომშრალი და დაზიანებული ტუჩებისთვის
1/2 ჩ.კ. ყავის ნალექს დაუმატეთ 1/2 ჩ.კ. თაფლი. კარგად გადაურიეთ. მიღებული სკრაბი შეიზილეთ ტუჩებზე 30 წუთის განმავლობაში და შემდეგ გაიწმინდეთ ბამბის სველი ტამპონით.
სახეზე შავი წერტილების საწინააღმდეგოდ
2 ს.კ. გამომშრალ ყავის ნალექს ან დაფქულ ყავას დაამატეთ ხაჭო, პროპორციებით 1:1-ზე. კარგად გადაურიეთ და მიღებული მასა შეიზილეთ დაორთქლილ კანზე, კარგად დაიმასაჟეთ 2 წუთის განმავლობაში. შემდეგ, გაიჩერეთ კიდევ 10 წუთი და ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
პროცედურა გაიმეორეთ კვირაში ერთხელ.
ცხიმიანი კანის საწინააღმდეგოდ
ყავის ახლად გამომშრალ ნალექს დაუმატეთ 1 ს.კ იოგურტი. კარგად გადაურიეთ, შეიზილეთ სახის კანზე და დაიმასაჟეთ 1-2 წუთის განმავლობაში, შემდეგ კი ჩამოიბანეთ გრილი წყლით.
კანის გაფითრებული ფერის საწინააღმდეგოდ
1 ს.კ. ყავის გამომშრალ ნალექს დაამატეთ 1 ცალი კვერცხი და 1 ჩ.კ. არაჟანი და თაფლი. კომპონენტები კარგად გადაურიეთ ერთმანეთში, სანამ ერთიან მასას არ მიიღებთ, შემდეგ კი შეიზილეთ სახეზე. გაიჩერეთ 15 წუთი და შემდეგ ჩამოიბანეთ გრილი წყლით.
ისარგებლეთ ნიღბით კვირაში 1-2-ჯერ.