სილამაზე/ჯანმრთელობა

6 გავრცელებული შეცდომა ინტიმური ზონების გაპარსვის დროს

fun time

16:00 კვი. 11 ივლისი, 2021 წელი

ბიკინის გაპარსვის წესები

14
დაკოპირებულია

სანამ შეცდომებზე დავიწყებთ საუბარს, მოდით, ერთ დეტალზე შევთანხმდეთ: სხეულზე თმის სტანდარტული, სწორი ან არასწორი სიგრძე არ არსებობს. ეს თქვენი გემოვნების საქმეა.

თუკი თმას თქვენით, სახლის პირობებში იშორებთ, გამორიცხული არ არის, რომ ბევრი შეცდომა დაუშვათ. მაგალითად:

შეცდომა №1

არასდროს გამოიყენოთ დაბლაგვებული ან დაძველებული საპარსი დანადგარი ინტიმური ადგილების გასაპარსად, რადგან ეს გამოიწვევს კანის გაღიზიანებას და არც ტრავმებს გამორიცხავს.
ასე რომ, თუკი სამართებელზე ჟანგი შენიშნეთ - თამამად გადააგდეთ ის ნაგავში.

შეცდომა №2

გასაგებია, რომ მუდმივად გვეჩქარება, მაგრამ ეს არ არის იმის მიზეზი, რომ გაპარსვის დროს ეს მნიშვნელოვანი ეტაპი არ გავითვალისწინოთ: გაპარსვამდე 10 წუთით ადრე აუცილებელია ბიკინის ზონის დაორთქვლა თბილი წყლით. შედეგად რბილდება კანი, იხსნება ფორები და გაპარსვის პროცესი მარტივდება.

შეცდომა №3

გასაპარსი თმის სიგრძე არ უნდა აღემატებოდეს 6 მილიმეტრს. თუკი გასაპარსი თმის სიგრძე უფრო მეტია, ჯერ მაკრატლით ისარგებლეთ, ხოლო შემდეგ საპარსი ხელსაწყოთი.

შეცდომა №4

პარსვას სიჩქარე არ უყვარს. დასველების გარეშე გაპარსვა აღიზიანებს კანს და პროცესს უფრო მტკივნეულს ხდის.

შეცდომა №5

ნუ ჩაიცვამთ სინთეტიკურ სტრინგებს ბიკინის ზონის გაპარსვისთანავე. პარსვის პროცესში კანი იღებს სტრესს, ამიტომ მიეცით მას ცოტაოდენი დასვენების საშუალება. აირჩიეთ ბამბის თეთრეული, რომელიც ზედმეტად არ მოგედებათ და კანს არ გაგიღიზიანებთ.

შეცდომა №6

პარსვის შემდეგ წასასმელი ლოსიონი ყურადღებით შეარჩიეთ - კარგად გაეცანით მის შემადგენლობას, რათა კანი არ გაიღიზიანოთ. ლოსიონის ნაცვლად კი შეგიძლიათ, ისარგებლოთ ქოქოსის ზეთით ან ალოე ვერას ზეთით - ორივე შესანიშნავად არბილებს და ატენიანებს კანს.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

კურკუმა გასახდომად - ინდური სანელებ...

კურკუმა ყავაში

როგორ მოქმედებს გულის მუშაობაზე გაზ...

გულის მუშაობა გაზაფხულზე

რა უნდა შედიოდეს გაზაფხულის რაციონშ...

რა უნდა შედიოდეს
გაზაფხულის რაციონში

მიწავაშლას სასარგებლო თვისებები - რ...

მიწავაშლას სასარგებლო
თვისებებ

რომელი ბოსტნეული შეიცავს ცილას

რომელი ბოსტნეული შეიცავს
ცილას

რომელია ყველაზე სასარგებლო ვაშლი?

რომელია ყველაზე
სასარგებლო ვაშლი?

რა სარგებელი აქვს დარიჩინს და როგორ...

დარიჩინის ხვეულები

„არავის უამბოთ თქვენი ავადმყოფობის...

ჰიპოკრატეს 11 რჩევა
ჯანმრთელი ცხოვრებისთვის

კიბოს გამომწვევი საკვები - 6 პოპულა...

კიბოს გამომწვევი
პროდუქტი