ნიღაბი ღრმა და დიდი ფორების მოსაშორებლად

სილამაზე/ჯანმრთელობა

15 სექტემბერი 09:00, 2018 წელი

ღრმა ფორების პრობლემა უამრავ ქალს აწუხებს, განსაკუთრებით მათ, ვისაც ცხიმიანი კანი აქვს, თუმცა, ამ პრობლემის გადაწყვეტა მარტივად, სულ რამდენიმე წუთში შეგიძლიათ. 

 

ღრმა ფორები სახის მიდამოებში, ძირითადად, ცხვირზე და მის გარშემო შეინიშნება. მაშ ასე, რა დაგჭირდებათ ამ უსიამოვნო პრობლემასთან გასამკლავებლად?


ჟელატინი - 0,5 ჩ/კ;


რძე (ან წყალი) - 1 ჩ/კ;


აქტივირებული ნახშირის აბები - ნახევარი აბი;


უხეში ფუნჯი.


ნიღბის მომზადების წესი:


დააქუცმაცეთ ნახშირის აბი და გადაურიეთ ჟელატინი. შემდეგ, დაამატეთ რძე (ან წყალი). საგულდაგულოდ გადაურიეთ, ისე, რომ ერთგვაროვანი მასა მიიღოთ. გამზადებული ნიღაბი შედგით მიკროტალღურ ღუმელში 15 წამით. 



როგორც კი მიკროტალღური ღუმელიდან გამოიღებთ ნიღაბს, ოდნავ შეაგრილეთ და გადაინაწილეთ ფუნჯით სუფთა კანზე. ჯერ ფორების ადგილებში კარგად შეიზილეთ, ხოლო შემდეგ, სახის სხვა ადგილებზე გადადით. დაელოდეთ ნიღაბის სრულად გაშრობას (10-15 წუთი) და მოიშორეთ სახიდან. 


გაითვალისწინეთ, რომ ნიღაბი სახეზე ფირივით გადაგეკვრებათ და შეეცადეთ, ეს ფირი სახიდან სრულად მოიშოროთ. (სასურველია, ფორების შესამცირებელი ნიღაბი შხაპის მიღების შემდეგ გაიკეთოთ, რათა სახის კანი კარგად დარბილებული გქონდეთ).


 


ამგვარი ნიღაბი შესანიშნავად ასუფთავებს ფორებს და მნიშვნელოვნად ამცირებს მათ.


ნიღბის მოშორების შემდეგ შეიზილეთ სახეზე მკვებავი კრემი. 


გისურვებთ ჯანმრთელობას და სილამაზეს!

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?