სილამაზე/ჯანმრთელობა

ჩვევები, რომლებიც ტვინს აზარმაცებს

fun time

17:00 ოთხ. 13 იანვარი, 2021 წელი

რა აზარმაცებს ტვინს

14
დაკოპირებულია

ისევე, როგორც სხეულს, ტვინსაც სჭირდება ვარჯიში. და თუ გინდათ, ღრმა სიბერემდე შეინარჩუნოთ ნათელი გონება, უარი თქვით ქვემოთ ჩამოთვლილ მავნე ჩვევებზე:

1. ხშირად იღებთ ალკოჰოლს
თუ ბევრს სვამთ, შესაძლოა, ტვინში ჰიპოკაპუსი - ტვინის მთავარი კომპონენტი დაიზიანოთ. ტვინის ეს ნაწილი ახალი ცოდნის მიღებაზეა პასუხისმგებელი. მაქსიმუმი, რაც დასაშვებია, ერთი ბოკალი ღვინო თვეში ერთი-ორჯერ.

2. არ ხართ დაკავებული სპორტით
თუ მთელი დღე ზიხართ და არანაირ სავარჯიშოს არ აკეთებთ, რისკავთ, სიბერეში დემენციით დაავადდეთ. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ იმ ადამიანებს, რომელთაც გულ-სისხლძარღვთა სისტემა მწყობრში აქვთ, 88%-ით ნაკლებად ემუქრებათ დემენცია.

3. არ გყავთ მეგობრები
იმ ხანშიშესულ ადამიანებში, რომლებიც ხშირად ესწრებიან საზოგადოებრივ ღონისძიებებს, კოგნიტიური ჩამორჩენილობა ნაკლებად შეინიშნება, ვიდრე ასოციალურებში.

4. არ ზრუნავთ გულის ჯანმრთელობაზე
გამოკვლევებმა აჩვენა, რომ, თუკი ადამიანი დიაბეტით, ჰიპერტონიით ან გულისთვის პოტენციურად საშიში დაავადებებით იტანჯება, ასაკთან ერთად დემენციის განვითარების რისკიც მატულობს.

5. ეწევით
მოწევა ბევრი მიზეზის გამო მიიჩნევა მავნე ჩვევად, მაგრამ ერთი მათგანი უკვე ფაქტია - მოწევა ზრდის ალცჰეიმერით დაავადების რისკს.

6. ცუდად გძინავთ
ისინი, ვისაც ცუდად ან ცოტა სძინავთ, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებით იტანჯებიან.

7. სმენის პრობლემები გაქვთ
კვლევები ადასტურებს, რომ იმ ხანშიშესულ ადამიანებს, რომლებიც სმენის დაქვეითებას უჩივიან, კოგნიტიური ფუნქციის მოშლის დიდი შანსი აქვთ.

8. პროსპექტთან ახლოს ცხოვრობთ
დაბინძურებული ჰაერის დიდი ხნის განმავლობაში სუნთქვამ შეიძლება თქვენი ტვინის სტრუქტურა შეცვალოს.

9. მუდმივი სტრესის ქვეშ ხართ
ის, ვინც მუდმივად ნერვიულობს და ქრონიკულად სტრესის ქვეშაა, უფრო მეტადაა მიდრეკილი ალცჰეიმერის დაავადებისკენ.

10. ხშირად იღებთ ტრავმას თავის არეში
თუ თქვენ თხილამურებით სრიალებთ, ველოსიპედით დადიხართ ან რაიმე სხვა სპორტით ხართ დაკავებული და შლემს არ ატარებთ, დაცემის შემთხვევაში სერიოზული ტრავმის მიღებით რისკავთ.

11. არასწორად იკვებებით
კარგ კვებას შეუძლია ბევრი სხვადასხვა დაავადება აგაცილოთ თავიდან, მათ შორის კოგნიტიური ფუნქციის მოშლაც. ვინც ჯანსაღ დიეტას იცავს, შეუძლია, 53%-ით შეამციროს ალცჰეიმერით დაავადების რისკი.

12. არ ტვირთავთ ტვინს
დიახ, ტვინსაც სჭირდება მუშაობა. რეგულარული გონებრივი ვარჯიშის გარეშე, ტვინი ადვილად კარგავს აზროვნების უნარს.

13. თავს ანებებთ სწავლას
ყველას როდი მოსწონს სწავლა, მაგრამ თავად სწავლების პროცესი შეიძლება იყოს არაჩვეულებრივი რამ. შეგიძლიათ თვალსაწიერი გაიფართოოთ და რაც მთავარია, ტვინი მუდმივად მუშა მდგომარეობაში ამყოფოთ.

ფოტო wpclipart.com


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

კურკუმა გასახდომად - ინდური სანელებ...

კურკუმა ყავაში

როგორ მოქმედებს გულის მუშაობაზე გაზ...

გულის მუშაობა გაზაფხულზე

რა უნდა შედიოდეს გაზაფხულის რაციონშ...

რა უნდა შედიოდეს
გაზაფხულის რაციონში

მიწავაშლას სასარგებლო თვისებები - რ...

მიწავაშლას სასარგებლო
თვისებებ

რომელი ბოსტნეული შეიცავს ცილას

რომელი ბოსტნეული შეიცავს
ცილას

რომელია ყველაზე სასარგებლო ვაშლი?

რომელია ყველაზე
სასარგებლო ვაშლი?

რა სარგებელი აქვს დარიჩინს და როგორ...

დარიჩინის ხვეულები

„არავის უამბოთ თქვენი ავადმყოფობის...

ჰიპოკრატეს 11 რჩევა
ჯანმრთელი ცხოვრებისთვის

კიბოს გამომწვევი საკვები - 6 პოპულა...

კიბოს გამომწვევი
პროდუქტი