პირველი საქორწინო ღამე... საფლავში!

სიყვარულის ისტორიები

19 აგვისტო 12:00, 2017 წელი

მე-20 საუკუნის 20-იან წლებში ქალაქ ოდესაში დაუჯერებელი ამბავი მოხდა. მართალია, ის უამრავ კითხვას აჩენს და არც თქვენ იქნებით გამონაკლისი, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ამბავს ბევრი თვითმხილველი ჰყავს და მისი რეალობა დადასტურებულია...

ამ ისტორიის გმირები ვერასოდეს იფიქრებდნენ, რომ პირველ საქორწინო ღამეს მიწის ზედაპირიდან ორი მეტრის სიღრმეზე, საფლავში გაატარებდნენ, ამის შემდეგ 70 წელი ერთად იცხოვრებდნენ, სამ ომს, ოთხი შვილის სიკვდილს და შვილიშვილებისა და შვილთაშვილების დაბადებას მოესწრებოდნენ.

ყველაფერი მე-20 საუკუნის 20-იანი წლების ბოლოს დაიწყო, როცა უბრალო ბელარუსმა ახალგაზრდამ ნიკოლაი კარაბანოვმა სამსახურის საძიებლად ოდესას მიაშურა და მდიდარი ებრაელის საცხობში მეფუნთუშედ დაიწყო მუშაობა.
ფუნთუშებით ვაჭრობა სარფიანი საქმე აღმოჩნდა და საცხობს მუდმივი კლიენტებიც გამოუჩნდნენ.
ერთხელ, დახლთან მდგარ ნიკოლაის ლამაზი გოგონა მიუახლოვდა და არომატული ფუნთუშების სახლში მიტანა სთხოვა.
საღამოს ვაჟი მითითებულ მისამართზე მივიდა. სახლის ღიად დარჩენილ კარში შესვლის შემდეგ, გოგონა, რომელმაც ფუნთუშები შეუკვეთა, მძინარე აღმოაჩინა. ნიკოლაი დიდხანს ეცადა მის გაღვიძებას, სანამ გააცნობიერებდა, რომ გოგოს სიცოცხლის ნიშანწყალი არ ეტყობოდა. ამ ამბით შეძრწუნებულს კიდევ ერთი სიურპრიზი ელოდა -  სახლში უცხო ადამიანები, სავარაუდოდ, გოგონას მშობლები შემოვიდნენ.  
იმის შიშით, რომ გოგონას სიკვდილი მას დაჰბრალდებოდა, ნიკოლაი ოთახში მდგარ უზარზამარ სკივრში ჩაძვრა, სადაც, როგორც შემდეგ გაირკვა, გოგონას ტანსაცმელი ინახებოდა.

გოგონას გარდაცვალებით თავზარდაცემულმა ოჯახმა მისი დაკრძალვა, ებრაული ტრადიციით, მეორე დღეს, მზის ამოსვლისთანავე გადაწყვიტა. იმ ღამეს ოჯახის წევრებსა და ნათესავებს განსვენებული წუთითაც არ დაუტოვებიათ, ამიტომ ნიკოლაიმ სკივრიდან ამოსვლა ვერ მოახერხა.

დილას გოგონას ცხედარი და, მასთან ერთად, განსვენებულის ტანსაცმლით სავსე სკივრი სასაფლაოზე მიიტანეს და აგურის კედლებით ამოშენებულ სამარხში ჩაასვენეს, რომელსაც თავზე უზარმაზარი ქვის ფილა დააფარეს.

ცოცხლად დამარხული მეფუნთუშე ფიქრობდა, რომ აკლდამიდან ვერასოდეს გამოაღწევდა, ამიტომ გადაწყვიტა, სიკვდილის წინ ქალიშვილისთვის დაეხედა, რომელთან შეხვედრაც ბედისწერად ექცა.

კუბოში თეთრი კაბით შემოსილი გოგონა მძინარეს ჰგავდა. ნიკოლაიმ აღმოაჩინა, რომ ქალიშვილს ხელები თბილი ჰქონდა, ამიტომ აღარ გაჰკვირვებია, როცა მან მალევე თვალებიც გაახილა და თავზარდაცემულმა გააცნობიერა, რომ საფლავში იწვა.

ძნელი სათქმელია, იყო თუ არა ეს ერთი ნახვით შეყვარება, თუმცა ახალგაზრდებს დასაკარგი არაფერი ჰქონდათ...
მოგვიანებით აღიარეს, რომ ქორწინების პირველი ღამე უკანასკნელი ეგონათ და მშველელს, რომელიც მოულოდნელად გამოჩნდა, არსაიდან ელოდნენ.
ბედად, სასაფლაოს მომსახურე პერსონალმა ჩათვალა, რომ სკივრში, რომელიც მდიდარ გოგონას ჩაატანეს, ძვირფასეულობა ინახებოდა, ამიტომ ვინმეს რომ არ დაესწრო, იმავე ღამეს საფლავის გახსნა გადაწყვიტეს.

ადვილი წარმოსადგენია ქურდბაცაცების რეაქცია, როცა განძის ნაცვლად, ხელში ჩახუტებული წყვილი შერჩათ. სახლში მისვლისთანავე, გოგონამ სიხარულისგან გაოგნებულ მშობლებს უამბო, რომ მეფუნთუშემ სიკვდილისგან იხსნა და რამდენიმე საათში გლოვის სუფრა საქორწინო ლხინმა შეცვალა.

როგორც გაირკვა, ელენა კონონოვა ლეთარგიული ძილის მდგომარეობაში იმყოფებოდა, მაგრამ თავზარდაცემულ მშობლებსა და ნათესავებს შორის ერთიც არ აღმოჩნდა ისეთი, რომ ექიმის გამოძახება მოეფიქრებინა.
1930 წელს, როცა ოდესაში არეულობა დაიწყო, ნიკოლაი, ოჯახთან ერთად, საცხოვრებლად ბობრუისკის მახლობლად გადავიდა. მეფუნთუშემ ტორფის მომპოვებელ საწარმოში დაიწყო მუშაობა, მისი ცოლისძმები კოლმეურნეობაში მოეწყვნენ, ხოლო ელენემ, დედასთან და დედამთილთან ერთად, საოჯახო მეურნეობას მიჰყო ხელი.

1939 წელს ნიკოლაი თავის პირველ ომში - დასავლეთ ბელორუსის გასათავისუფლებლად წავიდა. ამას ფინეთისა და მეორე მსოფლიო ომები მოჰყვა. რამდენჯერმე დაიჭრა, კონტუზია დაემართა და ტყვეობაც გამოსცადა, მაგრამ ოჯახში ყოველთვის ცოცხალი ბრუნდებოდა.

„მშობლები ერთმანეთის გაცნობის ისტორიას დიდხანს არ გვიმხელდნენ. პირველად, ეს ამბავი ათი წლის ასაკში, ვიღაცის ქორწილში მოვისმინე და მერე ამის შესახებ გაზეთებშიც დაიწერა“, - ამბობს კარაბანოვების უმცროსი ქალიშვილი ვალენტინა რომანიშკინა.

ვალენტინა ოჯახში მეცხრე შვილი იყო. კარაბანოვების პირველი ოთხი შვილი პატარაობაში გარდაიცვალა.
„მამა დედაზე 10 წლით უფროსი იყო. მე რომ გავჩნდი, დედა უკვე 40-ს გადაცილებული გახლდათ, ამიტომ მათი ახალგაზრდობა არ მახსოვს, თუმცა ყველა ამბობს, რომ ლამაზი წყვილი იყო. მამა დედაზე ყოველთვის ზრუნავდა. მახსოვს, ხან ვაშლს გაუფცქვნიდა, ხან თხილს დაუტეხდა. არ მახსოვს, რომ ოდესმე ეკამათათ ან ერთმანეთისთვის უხეშად მიემართათ“, - იხსენებს ვალენტინა.


ცოლ-ქმარი კარაბანოვები ოდესაში აღარასოდეს ჩასულან. მათი ძველი სახლის ნაცვლად, ახლა კნიაჟესკაიას 10 ნომერში ცათამბჯენი დგას, თუმცა მოლდაველი ქალიშვილისა და ბელარუსი ვაჟის სიყვარულის ამბავი დღემდე ახსოვთ.
სიყვარულის ისტორია, რომელიც საფლავის ფილის ქვეშ დაიწყო, 70 წლის შემდეგ ბობრუისკთან ახლოს მდებარე სასაფლაოზე დასრულდა.

ნიკოლაი კარაბანოვი მეუღლის სიკვდილიდან ერთი წლის შემდეგ გარდაიცვალა. ისინი ბობრუისკის რაიონის სოფელი ბირჩის სასაფლაოზე, საერთო ქვის ქვეშ განისვენებენ. მათი ოჯახი კი დღემდე ინახავს ბელარუსი ვაჟისა და მოლდაველი ქალიშვილის დაუჯერებელი  სიყვარულის ისტორიას.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?