წყვილმა ქორწინების შემდეგ გაიგო, რომ ერთმანეთს დაბადებიდან იცნობდნენ

სიყვარულის ისტორიები

17 მარტი 12:00, 2018 წელი

ოდესმე თუ გქონიათ განცდა, რომ ესა თუ ის ადამიანი ადრე სადღაც გინახავთ, მაგრამ ვერ იხსენებთ, სად და რა გარემოებებში. სწორედ ასეთი განცდა ჰქონდათ გაცნობის დღიდან ამერიკელ აარონ და ჯესიკა ბაიროსებს, თუმცა მიზეზს ვერ ხვდებოდნენ. 

ერთი შეხედვით, მათი სიყვარულის ისტორიაში უჩვეულო არაფერია: ერთმანეთი საერთო მეგობრის დახმარებით გაიცნეს. მალე სიმპათიები გაჩნდა, პირველ პაემანს მეორე მოჰყვა და გაცნობიდან ცხრა წლის შემდეგ დაქორწინდნენ, თუმცა წარმოდგენა არ ჰქონდათ, რომ ერთმანეთს დაბადებიდან იცნობდნენ.

ჯესიკა დარწმუნებულია, რომ მისი ქმარი მსოფლიოში საუკეთესო ადამიანია. აარონი კი ფიქრობს, რომ ისინი შესანიშნავად ავსებენ ერთმანეთს და ერთმანეთისთვის არიან შექმნილნი.

წყვილმა ნაცნობობის პირველივე დღეებში გაარკვია, რომ ერთ დღეს - 1990 წლის 28 აპრილს დაიბადნენ და ერთმანეთს ბევრ რამეში ჰგვანან. დაქორწინების შემდეგ კი ბავშვობის ფოტოები დაათვალიერეს და აღმოაჩინეს, რომ ერთ ქალაქში და ერთ სამშობიაროში მოევლინნენ ქვეყანას.

აარონმა მაშინვე დედას დაურეკა და დაწვრილებით გამოჰკითხა დაბადების ადგილის, დროისა და გარემოებების შესახებ.

როგორც გაირკვა, აარონის დედას მშვენივრად ახსოვდა ჯესიკას მშობლები. ქალმა ისიც კი გაიხსენა, როგორ „გააცნეს“ მომავალმა მძახლებმა ერთმანეთს ახალშობილები.
ჯესიკას ბებიამ გოგონას ბავშვობის ფოტოებთან ერთად შენახული გაზეთიც იპოვა, რომელსაც მისი შვილიშვილის დაბადების ცნობა ჰქონდა შემონახული. აღმოჩნდა, რომ იმ დღეს და იმ სამშობიაროში მხოლოდ აარონი და ჯესიკა გაჩნდნენ და ადგილობრივმა გაზეთმა მათი დაბადების ცნობა გვერდიგვერდ გამოაქვეყნა.

- ვფიქრობ, ეს ბედისწერაა“, - დარწმუნებულია ჯესიკა.
- მე კი მგონია, რომ ბედისწერაზე მნიშვნელოვანი ადგილისა და დროის დამთხვევა უნდა იყოს, - ამბობს აარონი.


 

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?