გელა აფრასიძე: „ჩემი მიზანია, მსოფლიოში საუკეთესო ცხრა ნომერი ვიყო“

სტუმრად ცნობილებთან

23 ივნისი 20:00, 2017 წელი

მეზობლებს კარგად ახსოვთ პატარა ბიჭი, ყოველ დილით, გარიჟრაჟზე, წვიმაშიც, თოვლშიც და ქარიან ამინდშიც რაგბის ბურთით რომ მიიჩქაროდა სავარჯიშოდ. წლების შემდეგ ამ ბიჭმა მსოფლიო აალაპარაკა... 

საქართველოს რაგბის ოცწლამდელთა ნაკრების წევრით გელა აფრასიძით რამდენიმე მოწინავე უცხოური გუნდი დაინტერესდა. მორაგბემ არჩევანი „მონპელიეზე“ შეაჩერა. ვიდრე საფრანგეთის ტოპ 14-ში გააგრძელებს თამაშს, გელა Funtime-ს საკუთარი კარიერის ამბავს უყვება.

- გელა, რატომ მაინცდამაინც რაგბი?

- პატარაობისას ჩემს ძმას დავყვებოდი ხოლმე რაგბის თამაშებზე და ძალიან მომწონდა ის ყველაფერი, რაც მოედანზე ხდებოდა - გუნდური თამაში, თავდადება და ბრძოლა.  მივხვდი, რომ ჩემი სპორტი იყო და 12 წლის ასაკიდან ვარჯიში უკვე სერიოზულად დავიწყე.


- რომელი იყო შენი პირველი გუნდი და შენი პირველი მწვრთნელი?
- რაგბის თამაში „ივერიაში“ დავიწყე. ჩემი პირველი მწვრთნელი და, ასე ვთქვათ, აღმზრდელი გია ჯავახიშვილია. მან მასწავლა ამ თამაშის ანი და ბანი. ძალიან დიდი დრო დახარჯა იმისთვის, რომ კარგი მორაგბე გავეზარდე და იმ წარმატებისთვის მიმეღწია, რაც დღეს მაქვს.


- ამ წარმატების გზაზე რომელი პერიოდი იყო განსაკუთრებული?
- ჩემს კარიერაში ყველაზე წარმატებულ პერიოდად დავასახელებ, ალბათ, ორ მსოფლიო ჩემპიონატს ოცწლამდელებში და ევროპის ჩემპიონატის ორ თამაშს ეროვნულ ნაკრებში. ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ბოლო მსოფლიო ჩემპიონატში არგენტინასთან მოგება იყო, ასეთი გახარებული არასდროს ვყოფილვარ.


- პირადი ცხოვრებისთვის თუ გრჩება დრო?
- რა თქმა უნდა, მრჩება, თუმცა ჩემპიონატების შემდეგ... ისე, ამ ეტაპზე ჩემს პირადში საინტერესო არაფერი ხდება. აი, როგორც სპორტსმენი კი ხალხისგან უდიდეს სითბოსა და გულშემატკივრობას ვგრძნობ, რაც ძალიან სასიამოვნოა.


- უკვე ცნობილია, რომ კარიერას საფრანგეთის ტოპ 14-ში შემავალ გუნდში გააგრძელებ. რა მოლოდინები გაქვს?
- მიხარია, რომ ჩემი დიდი შრომა და მიზანდასახულობა შეუმჩნეველი არ დარჩენილა. ფრანგული კლუბები ინგლისში შარშან გამართული ოცწლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ მაკვირდებიან. „მონპელიესთან" სამწლიან კონტრაქტს მოვაწერე ხელი. ჩემი კარიერისა და განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კარგ გუნდში მივდივარ. მოლოდინებს რაც შეეხება, მინდა, ყველაფერი გავაკეთო და ჩემი პოტენციალი ბოლომდე გამოვიყენო, რათა საკუთარი თავი და ქვეყანა კარგად წარმოვაჩინო. ჩემი მიზანია, დიდ გუნდში თავი დავიმკვიდრო და მსოფლიოში საუკეთესო ცხრა ნომერი ვიყო.


- საქართველოს ნაკრებში გააგრძელებ თამაშს?
- რა თქმა უნდა, გავაგრძელებ. მინდა, საქართველოს ნაკრების ყველა მატჩში ვითამაშო და საფრანგეთში მიღებული გამოცდილება მაქსიმალურად გამოვაჩინო.

ფოტოგრაფი: ნინო მენთეშაშვილი
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?