ვანიკო გალუაშვილი: „საქართველო მსოფლიოსთვის ხმების დიდი საბადოა“

სტუმრად ცნობილებთან

25 იანვარი 18:00, 2018 წელი

ყველაფერი 5 წლის ასაკიდან დაიწყო. მის კარიერში ანზორ ერქომაიშვილმა, ნოდარ ანდღულაძემ, ჯანსუღ კახიძემ და გურამ მელივამ გადამწყვეტი როლი ითამაშეს. Funtime-ის სტუმარია თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მომღერალი, ბარიტონი ვანიკო გალუაშვილი.

- ბავშვობიდან უდიდესი ადამიანების გვერდით ვიზრდებოდი. 5 წლის ვიყავი, როცა პაპამ ბიჭუნათა ანსამბლ „მართვეში“ მიმიყვანა, რომლის ხელმძღვანელი ანზორ ერქომაიშვილი გახლდათ. ყოველთვის ვგრძნობდი, რომ მუსიკოსი უნდა ვყოფილიყავი, თუმცა სკოლის შემდეგ თეატრალურ ინსტიტუტში ჩაბარებაც მინდოდა. სწორედ ამ პერიოდში ნოდარ ანდღულაძესთან მოვხვდი და გადაწყვეტილება მან შემაცვლევინა. კონსერვატორიაში ვოკალის ფაკულტეტზე ჩავაბარე, სადაც მაგისტრატურაც გავიარე.


- ოპერის თეატრში როგორ აღმოჩნდით?
- ოპერა იტალიურმა რომანსმა dicitencello vuie-მ შემაყვარა. სურვილი გამიჩნდა, რომ მეც მემღერა. ასე აღმოვჩნდი მუსიკალურ სასწავლებელში პედაგოგ გოდერძი გველესიანთან. შემდეგ იყო კონსერვატორია. პირველი კურსის შემაჯამებელ კონცერტს ოპერის თეატრის მაშინდელი ხელმძღვანელობა ესწრებოდა. მათ შორის - ჯანსუღ კახიძე და თამაზ ლაფერაშვილი. კონცერტის შემდეგ მათ თეატრის სოლისტობა შემომთავაზეს, თუმცა ჩემს მაესტროსთან, ნოდარ ანდღულაძესთან შეთანხმებით, უარი ვთქვი, რათა ვოკალურ განვითარებაში ხელი არ უნდა შემშლოდა. ოპერის სოლისტი ოდნავ მოგვიანებით - 21 წლისა გავხდი. ერთ დღეს „დაისის“ წარმოდგენაზე დავაგვიანე. დარბაზში შესულს ერთი ლოჟა დამხვდა ღია და იქ შევედი, თუმცა გვედით ვინ იჯდა, არ შემინიშნავს. შესვენებაზე, შუქი რომ აინთო, ლოჟაში თეატრის ხელმძღვანელობა დავინახე. ჯანო კახიძემ რომ დამინახა, დანარჩენებს მიუტრიალდა: ნახეთ, თავის ფეხით მოვიდაო. მაშინვე კონტრაქტზე მომაწერინეს ხელი. როგორც აღვნიშნე, იმ დროს 21 წლის ვიყავი. ალბათ, ძალიან გამიმართლა, რომ ჩემს ცხოვრებაში ჯერ შესანიშნავი მუსიკოსი ანზორ ერქომაიშვილი იყო, შემდეგ ნოდარ ანდღულაძე და ჯანსუღ კახიძე.



- ოპერის თეატრთან წლები გაკავშირებთ. ეს რას ნიშნავს თქვენთვის?
- 21 წელია, თეატრის სოლისტი ვარ და ჩემთვის ეს ყველაფერს ნიშნავს. სხვაგან ერთი დღეც არ მიმუშავია. ბევრს ჰგონია, რომ სცენაზე დგომა ძალიან ადვილია, თუმცა ეს უდიდეს პასუხისმგებლობასთან არის დაკავშირებული. მით უმეტეს, ჩვენს თეატრში, რომელიც დიდი ტრადიციების მატარებელია. ხელოვნების ნებისმიერ დარგში ხელოვანი ინსტრუმენტთან ზის ან ხელში უჭირავს. ჩვენ კი ინსტრუმენტი ყელში გვაქვს. ზედმეტი ჰაერი რომ ჩავისუნთქოთ, ამანაც შეიძლება დისკომფორტი შეგვიქმნას. სახის მიმიკებზეც კი საათობით ვმუშაობ. გარდა ამისა, ნაწარმოებზე, რომელიც უნდა დავდგათ, ბევრს ვკითხულობ. სტუდენტებს სულ ვეუბნები, რომ ახლა ყველაფერი შედარებით მარტივადაა, წავიდნენ უცხოეთში და იქ მიიღონ გამოცდილება, რადგან ის დიდი შრომა, რასაც საოპერო ხელოვნება მოითხოვს, აქ ნაკლებად ფასდება. ინტერნეტში საუკეთესო პედაგოგის გაკვეთილებიც შეგვიძლია მოვისმინოთ და ჩვენს ქვეყანაში მაგარი მუსიკოსები ჩამოჰყავთ კიდეც. საქართველო მსოფლიოსთვის ხმების დიდი საბადოა.


- 21 წლის განმავლობაში თქვენ მიერ შესრულებულ როლებზე რა შეგიძლიათ გვითხრათ?
- უამრავი როლი მაქვს შესრულებული - „აბესალომ და ეთერი“, „კარმენი“ , „სიყვარულის ნექტარი“... რომელი ერთი ჩამოგითვალოთ? ჯანო კახიძემ თეატრში რომ მომიყვანა, ყველაფერს - პირველ და მეორე პარტიებსაც ვმღეროდი. ეტაპობრივად ვვითარდებოდი. მახსოვს, ერთხელ „ქეთო და კოტე“ გადიოდა. საქოს როლის შემსრულებელი ავად გახდა და მისი პარტია ორ დღეში მომამზადებინეს. სცენაზე ოპერის ლეგენდები - თემურ გუგუშვილი, ომარ ხოფერია, მზია დავითაშვილი, თამარ გურგენიძე, ჯემალ მდივანი, ლიანა კალმახელიძე იდგნენ და ამ დროს, 22 წლის ასაკში მეც მათ გვერდით ვიყავი!


- გარდა ამისა, ანსამბლ „სულიკოს“ ხელმძღვანელიც ხართ.
- ფოლკლორის მომღერლები საოპერო ნაწარმოებებსაც რომ ასრულებდნენ ან პირიქით, ასეთი პრეცედენტი მსოფლიოში არ არსებობს, თუმცა გადაწყდა, რომ ოპერის თეატრთან არსებული ანსამბლი შეგვექმნა. უკვე 10 წელია, რაც „სულიკოს“ვხელმძღვანელობ და ამ ხნის განმავლობაში 45 გასტროლზე ვართ ნამყოფები. ვამაყობ იმით, რომ ამ ანსამბლის ისტორიას ჩვენ ვქმნით.

ფოტოგრაფი: ალექსანდრე სხულუხია
NEW

6 ოქტომბერს „გრანდ ელექტრონიქსის“ კიდევ ერთი ფილიალი იხსნება

კიდევ ერთი სასიამოვნო სიახლე ტექნიკის მოყვარულებს - 6 ოქტომბერს, „სითი მოლის“ საბურთალოს ფილიალში ტექნიკის მაღაზიათა ქსელის, „გრანდ ელექტრონიქსის“ ახალი ფილიალი გაიხსნება.
დღის ჰოროსკოპი

1 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 1 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ყველაზე დაცული ნარდი „ევროპაბეთზე“

„ევროპაბეთი“ მომხმარებელს სამაგიდო თამაშების გაუმჯობესებულ უსაფრთხოების სისტემას სთავაზობს. ონლაინ ნარდი კომპიუტერული პროგრამების გარეშე - მუდმივი მონიტორინგის დახმარებით პორტალზე მომხმარებელი დაზღვეულია კომპიუტერთან თამაშისგან.
დღის ჰოროსკოპი

30 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 30 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

Ardesto-ს საოჯახო ტექნიკა განსაკუთრებულ ფასად

რა ქმნის სახლში კომფორტს - იდეალური ტემპერატურა? გემრიელი ვახშამი დღის ბოლოს? ცხელი შხაპი სამსახურის შემდეგ? - შეიძლება კომფორტის განმარტება ყველასთვის სხვადასხვაა, თუმცა სახლში მისი შექმნა ტექნიკის გარეშე უკვე წარმოუდგენელია.
დღის ჰოროსკოპი

29 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 29  სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

28 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 28 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

27 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 27 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

26 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

„ვისოლი“ Smart Pay ფორმატის ავტოგასამართი სადგურების ქსელს ავითარებს

„ვისოლმა“ რუსთავში,  შარტავას ქ. #4-ში Smart Pay ფორმატის ავტოგასამართ სადგურ “სმარტის” სუპერმარკეტთან ერთად გახსნა და ქალაქში მომხმარებელს მგზავრობის და საწვავის ღირებულების გადახდის ახალ ფორმა შესთავაზა.
დღის ჰოროსკოპი

25 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

საუზმის 5-წუთიანი რეცეპტები, რომლის მომზადებაშიც მხოლოდ ერთი დანადგარია საჭირო

როგორ იწყებთ დილას? არსებობენ ადამიანები, რომლებისთვისაც საუზმე ნაირნაირ სენდვიჩს, რძის ნაწარმს, კვერცხს, მურაბებს და ბლინებს ნიშნავს; ზოგისთვის კი ჭიქა ყავაც საკმარისია. ასეა თუ ისეა, ყველა ერთხმად თანხმდება: ჯანსაღი და გემრიელი საუზმე, არამხოლოდ ჯანმრთელობისთვისაა სასარგებლო, არამედ ის დღის ენერგიულად დაწყებაშიც გვეხმარება.