თეო გილიგაშვილი: „სოფოსა და ClipArt-ის საჩუქარი ისე მომეწონა, ვერც კი წარმოვიდგენდი, ასეთი მაგარი რაღაცის გაკეთება თუ შეიძლებოდა!“

სტუმრად ცნობილებთან

28 მარტი 20:00, 2018 წელი

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის მთავარ პროდიუსერს თეო გილიგაშვილს ორი შვილი ჰყავს - 8 წლის სოფო და 12 წლის ლუკა კომახიძეები. პატარა სოფომ და კომპანია ClipArt-მა დედიკოს ისეთი რამ აჩუქეს, რაც მთელი ცხოვრება ემახსოვრება...

- სოფო და ლუკა საოცნებო ბავშვები არიან, - გვაცნობს თეო თავის შვილებს, - სოფო მშვიდი და შემოქმედებითი გოგოა. უყვარს კითხვა, წერა და ბლოკნოტებისგან წიგნების კეთება. ოცნებობს, რომ ცნობილი მწერალი გამოვიდეს.


- დედასავით ჟურნალისტობაზე არ ოცნებობს?
- ჟურნალისტობაც სურს და წუხს იმაზე, რომ „კომახიძე“ რთულად წარმოსათქმელი გვარია და წამყვანს მისი წარდგენა გაუჭირდება. სოფოს დედის დეფიციტი აქვს და ამის გამო ხშირად მსაყვედურობს. როცა სახლში ვარ, არ მაძლევს უფლებას, ტელეფონზე ვინმეს დაველაპარაკო. რასაც არ უნდა აკეთებდეს, უნდა, რომ გვერდით ვყავდე.


- სოფოს ძმას რა ინტერესები აქვს?
- ლუკას ტექნიკური საგნები უფრო აინტერესებს და ლეგოების აწყობა უყვარს. 3 წლის შესრულდა თუ არა, მას შემდეგ, ლეგოს გარდა, სხვა სათამაშო არ ჰქონია.


- და-ძმას როგორი ურთიერთობა აქვს?
- მშვენიერი! ერთ სკოლაში დადიან. ლუკა უკვე დიდი ბიჭია და დაიკოზე ძალიან ზრუნავს. საჭმელსაც კი უმზადებს.


- როგორც ვიცით, სოფომ 3 მარტს დედიკოს დაუვიწყარი საჩუქარი გაუკეთა, როცა კომპანია ClipArt-ის პროექტში - „დახატული დედები“ - მიიღო მონაწილეობა.
- სოფოს ხატვა ძალიან უყვარს და თანაც გამუდმებით დედას ხატავს. ამბობს, რომ მისთვის ყველაზე ბედნიერი დაბადების დღე კი არა, ის დღეა, როცა ოჯახის ყველა წევრი ერთად ვართ. სოფომ ClipArt-ის პროექტისთვისაც დახატა დედიკო. სოფოსა და ClipArt-ის საჩუქარი ისე მომეწონა, ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ ასეთი მაგარი რაღაცის გაკეთება შეიძლებოდა! თოჯინა, რომელიც კომპანიისგან მივიღე საჩუქრად, სოფოს ნახატის იდენტურია.



დედიკოს შემდეგ, სოფოსა და ლუკასაც გავესაუბრეთ.


- სოფო, მოგეწონა ეს თოჯინა, რომელიც  ClipArt-მა შენი ნახატის მიხედვით შეაკერვინა და დედიკოს აჩუქა?
ჩემი ნახატისგან თოჯინა რომ დამიმზადეს, ძალიან გამიხარდა. იქ დედიკოს მწვანე თვალები დავუხატე, მაგრამ ის თვალები უხდება, რაც სინამდვილეში აქვს.
- დედიკოსავით შენც ჟურნალისტობას ხომ არ აპირებ?
- მე ბევრი პროფესია მომწონს. ტანმოვარჯიშე, ჟურნალისტი, მოციგურავე, მომღერალი, მოცეკვავე... არ ვიცი, რას ავირჩევ. ტანვარჯიშზე დავდიოდი. ახლა კი ციგურებსა და ცეკვაზე დავდივარ.


- ლუკა, შენ თუ გაქვს არჩეული, ვინ უნდა „გამოხვიდე“?
- ჯერ არ ვიცი, რას ავირჩევ. ვფიქრობ.


 

ფოტოგრაფი: ალექსანდრე სხულუხია
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?