გაიცანით ჩცდ-ს დები კეკე და თეთე - თაკო ჭანუყვაძე და ანასტასია ჭანტურაია

სტუმრად ცნობილებთან

30 მაისი 20:00, 2018 წელი

ამჟამად ჩცდ-ში კეკესა და თეთეს პერსონაჟების ხაზი განსაკუთრებით აქტუალურია. ვინ არიან და როგორ ცხოვრობენ ეკრანსმიღმა თაკო ჭანუყვაძე და ანასტასია ჭანტურაია? ამის შესახებ ეკრანული დები Funtime-ს უყვებიან.

თაკო: მეხუთე წელია, რაც მოზარდ მაყურებელთა თეატრში ვთამაშობ. საკმაოდ აქტიურად ვარ დაკავებული. რაკი ჩცდ-ში ერთჯერადი როლი არ უნდა მქონოდა, ქასტინგზეც ინტერესით წავედი. კეკეს როლზე დამამტკიცეს, ძალიან გამიხარდა. მსახიობისთვის საინტერესოა, იყო იმ სერიალის ნაწილი, რომელიც დღეს ყველაზე რეიტინგულია.



ანასტასია: სამეფო უბნის, ათონელისა და მარჯანიშვილის თეატრებში ვთამაშობ. ქასტინგ-მენეჯერს ეკა მჟავანაძეს ჩემი სპექტაკლები ნანახი აქვს და თეთეს როლზეც მან მიმიწვია.



- ერთმანეთი გადასაღებ მოედანზე გაიცანით თუ მანამდეც გქონდათ შეხება?
ანასტასია:
თაკო გადასაღებ მოედანზე გავიცანი, თუმცა პირველივე დანახვიდან მივხვდით, რომ ერთმანეთს კარგად გავუგებდით და ასეც მოხდა. ურთიერთობა ჩცდ-შიც და მის გარეთაც გადასარევად ავაწყვეთ.


- თქვენს პერსონაჟებს როგორ ხედავთ?
თაკო:
კეკე არის ადამიანი, რომელსაც ინტერესები არ გააჩნია. მისი საქმე კარგად ჩაცმა, გოგოებთან ერთად სადმე გასვლა, ყავის დალევა და ჭორაობაა. შვილიც მთელი დღე ძიძასთან ჰყავს. ჩვენ შორის ერთადერთი მსგავსება ჩაცმულობაშია. კეკე ჩემსავით იცვამს და მეც ზუსტად იგივენაირად მიყვარს სახლში ყოფნა, როგორც კეკეს, თუმცა - უმაკიაჟოდ.


ანასტასია: თეთესგან განსხვავებით, კაზინოში არ დავდივარ. მშობლები ხშირად მეუბნებიან, რომ გარკვეულ საკითხებზე განსხვავებული პოზიცია მაქვს და ჩემს პერსონაჟს შეიძლება ამით ვგავარ. ასევე, ვგავარ ყოველდღიური ჩაცმის სტილით.


- თეთე სკანდალში გაეხვია. კეკეს ოქრო მისი აღებული რომ არის, ეს კეკეს არც გაჰკვირვებია...


თაკო: კი, ასეა. ჩემი ოქრო თეთემ რომ აიღო, არც გამკვირვებია. რამაც გამაკვირვა, ისაა, რომ თეთე კაზინოში დადის. ჩემი ბეჭედი კი არ მაღელვებდა, უბრალოდ მინდოდა, საქმე გამომჩენოდა და დეტექტივთანაც ამიტომ მივედი.


ანასტასია: პრობლემები, რომლის წინაშეც თეთე დგას, დღევანდელ რეალობაში ხშირია. ასეთი ადამიანები ჩემ ირგვლივაც არიან. თუმცა, საინტერესოა, რა გვიბიძგებს მსგავსი საქციელისკენ... შესაძლოა, ახალგაზრდები ასეთი ქმედებით გარკვეულ პროტესტსაც კი გამოხატავდნენ. მართალია, ერთი შეხედვით თეთეს არჩევანი ცალსახად ცუდია, მაგრამ ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს.


- თქვენს პერსონაჟს რაში შეიძლება მხარი დაუჭიროთ?


ანასტასია: თეთეს „კეკელკა“ დედა და და ჰყავს, რაც არ მოსწონს. ამაში აბსოლუტურად ვეთანხმები. რაც შეეხება კეკესა და ვატიკანას ურთიერთობას, საკმაოდ უინტერესოდ გამოიყურება და არც დიდი სიყვარულითა და ურთიერთგაგებით გამოირჩევა. ალბათ, თეთეც ამიტომ ღიზიანდება სიძეზე.


თაკო: რეალურ ცხოვრებაში მე და ჩემს მეუღლეს, სანდრო გორგაძეს სულ სხვა ურთიერთობა გვაქვს, რომელშიც სიყვარულიც არის, სითბოც, ურთიერთგაგებაც და პატივისცემაც, რაც კეკესა და ვატიკანას შორის არ ჩანს. ჩვენ 3 წლის ანასტასია გვყავს. სხვათა შორის, ჩემი პერსონაჟის მეუღლე ჩემს ნამდვილ მეუღლეს ვიზუალურად ძალიან ჰგავს და ეს ყველამ აღნიშნა. ჩცდ-ს გადაღებები რომ დაიწყო, გიორგი ლიფონავამ ისიც თქვა, რომ იერით ერთმანეთს მე და ანასტასიაც ვგავართ.


- მაყურებელი ყველაზე ხშირად რას გეკითხებათ?


თაკო: მაყურებელს აინტერესებს, ვგავარ თუ არა რეალურ ცხოვრებაში კეკეს ან მასავით ვიცვამ თუ არა. იმასაც მეკითხებიან, როგორ ვუვლი სახის კანსა და თმას.


ანასტასია: მე სერიალის ფრაზებს მეუბნებიან ხოლმე და ისიც აინტერესებთ, მართლა ხომ არ დავდივარ კაზინოში სათამაშოდ.


თაკო: „მინდოდა, რომ ვაკე ჩანგრეულიყო და ჩავეტანე“ - ჩემი პერსონაჟის ეს ფრაზა ძალიან პოპულარულია.


- რეალურ ცხოვრებაში დედმამიშვილებთან როგორი ურთიერთობა გაქვთ?


თაკო: მე მხოლოდ ძმა მყავს დ ერთმანეთთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვაქვს.


ანასტასია: სამი და და ერთი ძმა მყავს. ჩემზე უმცროსები არიან. მათთან გულწრფელი და მეგობრული ურთიერთობა მაქვს. ვცდილობთ, სწორ გადაწყვეტილებამდე საუბრით და აზრების გაცვლით მივიდეთ.


 

ფოტოგრაფი: ნინო მენთეშაშვილი
NEW

6 ოქტომბერს „გრანდ ელექტრონიქსის“ კიდევ ერთი ფილიალი იხსნება

კიდევ ერთი სასიამოვნო სიახლე ტექნიკის მოყვარულებს - 6 ოქტომბერს, „სითი მოლის“ საბურთალოს ფილიალში ტექნიკის მაღაზიათა ქსელის, „გრანდ ელექტრონიქსის“ ახალი ფილიალი გაიხსნება.
დღის ჰოროსკოპი

1 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 1 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ყველაზე დაცული ნარდი „ევროპაბეთზე“

„ევროპაბეთი“ მომხმარებელს სამაგიდო თამაშების გაუმჯობესებულ უსაფრთხოების სისტემას სთავაზობს. ონლაინ ნარდი კომპიუტერული პროგრამების გარეშე - მუდმივი მონიტორინგის დახმარებით პორტალზე მომხმარებელი დაზღვეულია კომპიუტერთან თამაშისგან.
დღის ჰოროსკოპი

30 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 30 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

Ardesto-ს საოჯახო ტექნიკა განსაკუთრებულ ფასად

რა ქმნის სახლში კომფორტს - იდეალური ტემპერატურა? გემრიელი ვახშამი დღის ბოლოს? ცხელი შხაპი სამსახურის შემდეგ? - შეიძლება კომფორტის განმარტება ყველასთვის სხვადასხვაა, თუმცა სახლში მისი შექმნა ტექნიკის გარეშე უკვე წარმოუდგენელია.
დღის ჰოროსკოპი

29 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 29  სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

28 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 28 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

27 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 27 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

26 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

„ვისოლი“ Smart Pay ფორმატის ავტოგასამართი სადგურების ქსელს ავითარებს

„ვისოლმა“ რუსთავში,  შარტავას ქ. #4-ში Smart Pay ფორმატის ავტოგასამართ სადგურ “სმარტის” სუპერმარკეტთან ერთად გახსნა და ქალაქში მომხმარებელს მგზავრობის და საწვავის ღირებულების გადახდის ახალ ფორმა შესთავაზა.
დღის ჰოროსკოპი

25 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

საუზმის 5-წუთიანი რეცეპტები, რომლის მომზადებაშიც მხოლოდ ერთი დანადგარია საჭირო

როგორ იწყებთ დილას? არსებობენ ადამიანები, რომლებისთვისაც საუზმე ნაირნაირ სენდვიჩს, რძის ნაწარმს, კვერცხს, მურაბებს და ბლინებს ნიშნავს; ზოგისთვის კი ჭიქა ყავაც საკმარისია. ასეა თუ ისეა, ყველა ერთხმად თანხმდება: ჯანსაღი და გემრიელი საუზმე, არამხოლოდ ჯანმრთელობისთვისაა სასარგებლო, არამედ ის დღის ენერგიულად დაწყებაშიც გვეხმარება.