ტრამპების სამი თაობა: როგორ შენდებოდა აშშ-ს მთავარი ოჯახური იმპერია

წარმატების ისტორიები

15 ივნისი 22:00, 2020 წელი

150 წლის წინათ დონალდ ტრამპის პაპა, გამდიდრებაზე მეოცნებე 16 წლის გერმანელი ბიჭი, გემით ახალი სამყაროსკენ გაემართა...

ამ სტატიაში მოგიყვებით, თუ ვინ იყვნენ დონალდ ტრამპის წინაპრები და რა თვისებების წყალობით შეძლო ამერიკელმა ბიზნესმენმა ფენომენალური წარმატების მიღწევა.


როტშილდები, ვინძორები, კენედები, ტრამპები - რა აერთიანებთ ამ ოჯახს სიმდიდრის გარდა?
ესაა ის ტრადიციები და ხასიათის შტრიხები, რომლებიც თაობიდან თაობას გადაეცემოდა.


ფრიდრიხ ტრამპი: ოქროს მომპოვებლების მასპინძელი



ტრამპების დინასტიის მეთაურად, რომელმაც ამერიკის დაპყრობა გადაწყვიტა, დონალდ ტრამპის პაპა, ფრიდრიხ ტრამპი მიიჩნევა. გერმანიის ერთ-ერთ პატარა სოფელში დაბადებული ფრიდრიხი 16 წლის ასაკში ყიდულობს გერმანულ ლაინერზე ბილეთს, დედას გამოსამშვიდობებელ წერილს უტოვებს და 12 დღეში ამერიკის მიწაზე დგამს ფეხს.


ფრიდრიხს ერთადერთი მიზანი ჰქონდა - გამდიდრება, ამის გამო მას მთების გადატრიალება შეეძლო.
იგი ამერიკაში ჩასვლისთანავე სიეტლის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ოქროს მომპოვებლებისკენ გაემართა, რაშიც ფულის ჩადებას თავად როკფელერიც აპირებდა. თუმცა ტრამპი სულაც არ გეგმავდა, ოქრო მოეპოვებინა. მან იქვე პატარა სასტუმრო ააშენა. საცხოვრებელი ყველას სჭირდებოდა. პირველი ფულიც სწორედ აქედან იშოვა. იმ დროისთვის, როდესაც ფრიდრიხმა ოჯახი შექმნა, მას უკვე ჰქონდა მთავარი მიზანი: ნიუ-იორკის გარეუბნებში მოსახლეობისთვის კარგი საცხოვრებელი სახლების აშენება. სწორედ მაშინ, ამერიკაში პირველად გაიგეს ტრამპის გვარი.


ფრედ ტრამპი: როგორ ვიშოვოთ ფული ბანკროტობის პერიოდში



1918 წელს ამერიკას ესპანურმა გრიპმა გადაუარა, რომელმაც ფრიდრიხ ტრამპის სიცოცხლეც შეიწირა. მისი უფროსი შვილი და კომპანიის მემკვიდრე იმ დროისათვის მხოლოდ 12 წლის იყო. ფრედ ტრამპმა ბავშვობა სწორედ ამ ასაკში დაასრულა. პირველი სახლი კი 17 წლის ასაკში ააშენა. სწორედ აქედან მიღებული შემოსავლით განაგრძო დაწყებული ბიზნესი.


1930-იან წლებში ამერიკაში დიდი დეპრესიის პერიოდი დაიწყო. სამშენებლო ბიზნესს განსაკუთრებით მძიმე დრო დაუდგა: სამშენებლო კომპანიები ერთი მეორეს მიყოლებით იხურებოდა. თუმცა, იქ, სადაც სხვებისთვის კატასტროფა იყო, ფრედ ტრამპი ახალ შესაძლებლობებს ხედავდა. 1934 წელს მან, იღბლისა და ქარიზმის წყალობით, გაკოტრებული უმსხვილესი სამშენებლო კომპანია „ლერენკრაუსი“ შეიძინა და გამდიდრება დაიწყო. ნიუ-იორკის გარეუბნების უმნიშვნელოვანესი ნაწილი სწორედ ფრედ ტრამპის
აშენებულია.



დონალდ ტრამპი: როგორ იქცა სახელი ბრენდად



აშშ-ს მოქმედი პრეზიდენტი 1946 წლის 14 ივნისს დაიბადა. ბავშვობა ნიუ-იორკში, მამაპაპისეულ სახლში გაატარა. ამ დიდებულ, 23-ოთახიანი სახლის ფასადს თეთრი კოლონები ამშვენებდა, სასტუმრო კარი კი საოჯახო გერბით იყო შემკული. პირველ სართულს ვრცელი ავტოფარეხი იკავებდა.


ფრედ ტრამპი არ მიეკუთვნებოდა მდიდრების იმ ტიპს, რომელიც ბავშვებს მდიდრულ ცხოვრებას აჩვევდა და მათ უსაქმურობაზე, სიზარმაცესა და ქარაფშუტობაზე თვალს ხუჭავდა. თუმცა დონალდ ტრამპით მამა ხშირად იყო უკმაყოფილო. პატარა დონალდი მეამბოხე სულით გამოირჩეოდა, რაზეც ქუინსის ადგილობრივი სკოლის დირექციის მიერ ხშირად გამოგზავნილი წერილები მეტყველებს.


ამიტომაც მეშვიდე კლასის დამთავრების შემდეგ დონალდ ტრამპმა სკოლა-ინტერნატ „ნიუ-იორკის სამხედრო აკადემიაში“ ამოყო თავი. ახალგაზრდა დონალდ ტრამპის ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. არავითარი პირადი მძღოლი და დაუსრულებელი გართობა: სამხედრო სასწავლებელში ყაზარმული რეჟიმი, ტოტალური სიმკაცრე და დისციპლინა დახვდა. დისციპლინა დონალდმა სულ მალე შეიყვარა და აი, უკვე 1963 წელს ტრამპი ტრიუმფალურად დაუბრუნდა მშობლიურ ქალაქს: მას კოლუმბის დღისადმი მიძღვნილი ყოველწლიური სამხედრო აღლუმის მეთაურობა ანდეს. სწორედ ასე დაუმტკიცა მამამისს, რომ საუკეთესო შვილი იქნებოდა. 


სულ მალე პენსილვანიის უნივერსიტეტში ბიზნესის უორტონის სკოლაში გააგრძელა სწავლა. ამ დროისთვის სხვა სტუდენტებისგან ის საგრძნობლად გამოირჩეოდა: არ ჰქონდა მავნე ჩვევები, არ აწყობდა წვეულებებს და თავდაუზოგავად მეცადინეობდა.



თუმცა ცოტაოდენი იღბალი დონალდს აუცილებლად სჭირდებოდა, რადგან ის ტრამპების დინასტიის პირდაპირ მემკვიდრედ არ მიიჩნეოდა - უმცროსი ვაჟი გახლდათ.
სწორედ ამ დროს, მისმა უფროსმა ძმამ, ფრედ ტრამპ-უმცროსმა, მასზე დაკისრებულ პირველ მოვალეობას თავი ვერ გაართვა, კომპანიას ფინანსური ზარალი მოუტანა. იგი ჩამოაშორეს საოჯახო ბიზნესს, თუმცა არა შეცდომის გამო, არამედ იმის გამო, რომ ამ ამბავმა უმცროსი ფრედი ემოციურად ძალიან გატეხა. მამამისი კი უყურებდა და ფიქრობდა, რომ მისი უფროსი შვილი სუსტი გამოდგა. სწორედ ეს მომენტი გამოიყენა დონალდ ტრამპმა სწორად.



პირველი დამოუკიდებელი და ამბიციური პროექტი ტრამპისთვის მანჰეტენზე, 42-ე ქუჩაზე არსებული შენობის რენოვაცია იყო. გასული საუკუნის 70-იან წლებში აქ ძველი სასტუმრო Commodore ფუნქციონირებდა, რომელიც ფინანსური სიძნელეების გამო მეპატრონემ გასაყიდად გამოიტანა.


ქარიზმისა და ორატორული ნიჭის წყალობით, აგრეთვე მამამისის კონტაქტების მეშვეობით, დონალდ ტრამპმა შეძლო, Hyatt Hotels Corporation დაერწმუნებინა, Penn Central-თან თანამშრომლობა დაეწყო, ხელისუფლებას კი იმ დროისთვის, ფაქტობრივად, შეუძლებელი ფინანსური შეღავათები მოაცემინა.



სამმხრივად დადებულ ხელშეკრულებაზე არავინ მიაქცია ერთ უმნიშვნელო დეტალს ყურადღება: მასშტაბურ კონტრაქტს მხოლოდ დონალდის ხელმოწერა ამშვენებდა.


ვერავინ მიხვდა, რომ შეთანხმებით სინამდვილეში მხოლოდ ტრამპმა აისრულა სურვილი. და აი, საბოლოოდ, 1980 წელს, 42-ე ქუჩაზე მანჰეტენზე Grand Hyatt New York - თანამედროვე ნიუ-იორკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სასტუმრო ამოიზარდა. სასტუმროს სულ მალე, 1983 წელს, ტრამპის საოცნებო შენობა - ტრამპ-თაუერი მოჰყვა.



ტრამპი თავის გავლენებს ნელ-ნელა აფართოებდა. იგი ზრუნავდა საზოგადოებასთან ურთიერთობაზეც. მაყურებლები ეკრანებზე ხედავდნენ წარმატებულ კაცს, მილიარდერს, რომელმაც საკუთარი თავი შექმნა. იგი ყოველთვის პრესის ყურადღების ცენტრში ექცეოდა, არ აკლდებოდა ნიუ-იორკის კლუბების ხმაურიან წვეულებებს, დაუზარელად აძლევდა ინტერვიუს სხვადასხვა მედიას. როგორც „ფორბსის“, „ნიუ-იორკ ტაიმსის“, „უოლ-სტრიტ ჯორნალის“ რედაქტორები ახლა იხსენებენ, იგი ხშირად თავად ურეკავდა ჟურნალისტებს და უყვებოდა საკუთარი ცხოვრების მნიშვნელოვანი დეტალების შესახებ. მისი მიზანი იყო, საკუთარი სახელი ბრენდად ექცია და ამას ისეთივე წარმატებით მიაღწია, როგორც თავის თითქმის ყველა მიზანს ცხოვრებაში.


წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?