როგორ დავიკლოთ წონაში, როცა გვძინავს? თურმე ესეც შესაძლებელია

საკნატუნო ამბები

21 მაისი 09:00, 2018 წელი

ზედმეტ კილოგრამებს გამუდმებით ებრძვით და ჯიუტად ცდილობთ, სასურველ წონას მიაღწიოთ? არ დაიჯერებთ, მაგრამ ზედმეტი კილოგრამების მოშორება ძილშიც შეგიძლიათ. აი, როგორ...

მიირთვით ცილოვანი პროდუქტები საღამოობით
გიყვართ ძილის წინ წახემსება? მაშინ მოიმზადეთ ცილების შემცველი პროდუქტები, სულ რაღაც, 30 გრ პროტეინი ღამით და თქვენი სხეული მომდევნო დილიდან კალორიებს ენერგიულად დაწვავს. დამატებითი ბონუსი: ცილა დაგეხმარებათ კუნთოვანი ქსოვილის აღდგენაში მთელი ღამის განმავლობაში. რაც უფრო ჯანმრთმელია თქვენი კუნთოვანი მასა, მით უფრო მეტ კალორიას დაწვავთ დღის მანძილზე.


დაიძინეთ სიბნელეში
აუცილებლად ჩამოაფარეთ ფარდები (ჟალუზები) საძინებელში ღამით. გადააფარეთ ყველა მანათობელ გაჯეტს და გამორთეთ ტელევიზორი, როგორც კი სრულ სიბნელეში აღმოჩნდებით, თქვენი სხეული დაიწყებს ჰორმონ მელატონისის გამომუშავებას, რომელიც არა მხოლოდ სწრაფად დაძინებაში, არამედ ყავისფერი ცხიმის გამოყოფაში დაგეხმარებათ, რომლებიც კალორიების დაწვას ხელს შეუწყობს.


გააგრილეთ საძინებელი
ძილი გრილ ოთახში კალორიებისგან გათავისუფლებაში დაგეხმარებათ. ადამიანებმა, რომლებსაც 18-19 გრადუსამდე გაგრილებულ ოთახში ეძინათ, 7%-ით მეტი კალორია დაწვეს, ვიდრე მათ, ვისაც თბილ ოთახში ეძინა. სავარაუდო მიზეზი: სხეულს რთული მუშაობა უწევს იმისთვის, რომ  სხეულის ტემპერატურა 36,6 გრადუსამდე მივიდეს, სწორედ ამ ტემპერატურაზე იწვება კალორიები. რა თქმა უნდა, 7% შესაძლოა, დიდ მაჩვენებელს არ წარმოადგენდეს თქვენთვის, მაგრამ შეხედეთ ამ დეტალს სხვა კუთხიდან - ეს არის მინუს ასი კალორია 24-საათიანი ძილის შემთხვევაში.


გამორთეთ ყველა ეკრანი
საძინებელში გამორთეთ ყველა ელექტრობა. დაბალვატიანი ცისფერი შუქი, რომლებიც სმარტფონებსა და პლანშეტებზე მუდმივად ანათებს, ხელს უშლის ორგანიზმიდან მელატონინის გამოყოფას, შედეგად, არცთუ ისე კარგად აისახება ნივთიერებათა ცვლაზე.


დაიწესეთ ძილის დრო
იცით, რომ გჭირდებათ გამოძინება, მაგრამ ან დაძაბული გრაფიკი, ან ახალი სატელევიზიო სერიალი ამაში ხელს გიშლით. აი, თქვენ მოტივაცია: როდესაც გძინავთ 7-8 საათი, წვავთ უფრო მეთ კალორიას მომდევნო დღის განმავლობაში - იმ შემთხვევაშიც, თუკი არააქტიური ხართ. გამოძინებულ ადამიანებს კალორიები 5%-ით უფრო სწრაფად ეწვებათ, ვიდრე გამოუძინებლებს. ისინი, ასევე, 20%-ით მეტ კალორიას წვავენ ჭამის შემდეგაც. კვლევებმა აჩვენა, რომ უძილობა ცხიმოვან უჯრედებს უფრო მგრძნობიარეს ხდის ინსულინის მიმართ, ასევე, გამოუძინებელ ადამიანებში მეტაბოლიზმის ცვლილებები შეინიშნება, რაც ჭარბ წონას უწყობს ხელს.


უარი თქვით ალკოჰოლზე
სწრაფი ძილის ფაზის დროს (REM) თქვენი სხეული წვავს ბევრ კალორიას, თუკი ძილის წინ ალკოჰოლს მიიღებთ, სხეული იმუშავებს ალკოჰოლის გადამუშავებასა და ორგანიზმიდან მის გამოდევნაზე, შესაბამისად, REM ფაზის მიღწევის შესაძლებლობას არ მოგცემთ. ვახშმამდე ერთი ჭიქა ღვინო დიდი ცოდვა არ არის, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ალკოჰოლი დაძინებამდე, მინიმუმ, სამი საათით ადრე უნდა მიიღოთ.


ვახშმის ულუფა ძალიან მცირე უნდა იყოს
ისევე, როგორც ალკოჰოლის მიღების დროს, თუკი ღამე ნოყიერად მიირთმევთ საჭმელს, ორგანიზმს მის გადასამუშავებლად დიდი დრო დასჭირდება, რაც ხარისხიან ძილში აუცილებლად შეგიშლით ხელს.


იყავით ფორმაში - დაგეგმეთ ვარჯიშები დილას ან შუადღეს.
ვარჯიში და ფიზიკური დატვირთვა - წონაში კლებისთვის აუცილებელი პირობაა, მაგრამ სპეციალისტები გვირჩევენ, დაძინებამდე ოთხი საათით ადრე მაინც ვივარჯიშოთ. ვარჯიში „აფხიზლებს“ ორგანიზმს, ტვირთავს ენერგიით, რაც ძილს ართულებს.


დაიძინეთ შიშველმა
შესაძლოა, ეს უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ შიშველი ძილი, სინამდვილეში სასარგებლოა. ამგვარად, ორგანიზმი წვავს კალორიებს, რადგან სხეულს არ ათბობს პერანგი ან პიჟამა და მუშაობს საკუთარი ტემპერატურის მომატებაზე - ისევე როგორც გრილ ოთახში ძილის შემთხვევაში.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?