პარაფსიქოლოგია: 5 „არა“ იმისთვის, რომ ბიჭს მოეწონო

ურთიერთობა

11 აპრილი 18:00, 2020 წელი

მამაკაცისთვის თავის მოსაწონებლად ქალი ბევრ რამეზეა წამსვლელი - შედგეს ქუსლებზე, ისწავლოს ცხობა, მასთან ერთად უყუროს „უინტერესო სერიალს“. მაგრამ ზოგჯერ მოსახიბლად საკმარისია, უბრალოდ, რაღაცები არ გააკეთო.

არ მოინდომო ზომაზე მეტად


5 „არა“ ბიჭის მოსახიბლად


თუნდაც ის ახალგაზრდა ბედ პიტს გაგონებდეს, ასდიოდეს თავბრუდამხვევი პარფიუმის სურნელი და მარტოობისგანაც ძალიან შეწუხებულიიყო, საკუთარი თავი ხელში უნდა აიყვანო!
შეცდომა №1 - ახალგაცნობილთან ზედმეტად გაპრანჭვა და გამომწვევი ფლირტი.
ასეთი ქცევა მამაკაცის დემოტივატორია. შეიძლება ერთჯერად ურთიერთობაზე სიამოვნებით წამოვიდეს, თუმცა სერიოზულის იმედი ნუ გექნეათ.


 
არ ილაპარაკო პრობლემებზე


5 „არა“ ბიჭის მოსახიბლად


ეს ყოვლად უადგილოა. დაუკვირდი - არც შენ მოგინდება საკუთარ ცხოვრებაში ისეთი ადამიანის შეშვება, რომელსაც პრობლემები აქვს და თან ამაზე წუწუნებს.
თუკი ახლა ბევრი რამ გაწუხებს - სამსახურში, მშობლებთან ურთიერთობაში და ა.შ. - და ნებისმიერი თემის განხილვა მაინც შენს პრობლემებთან მიდის, მაშინ იქნებ ჯერ საკუთარ თავში გაერკვე.
ნებისმიერ შემთხვევაში, არსებობს თემები, რომლებსაც არც კი უნდა შეეხო რომანტიკულ პაემანზე. ესენია: ვალი და კრედიტი, ქრონიკული ავადმყოფობები და ოპერაციები, განშორება და ქონების გაყოფა, ბავშვობის ფსიქოტრავმები, წარუმეტებლობები და, ყველაზე მთავარი - ყოფილები.


თუ სწორედ ამ თემების განხილვას აპირებდი და სხვა არაფერი მოგდის თავში, მაშინ, უბრლოდ, ნუ ილაპარაკებ და მას დაუსვი შეკითხვები - ინტერესებზე, მეგობრებზე, მოგზაურობაზე, სამსახურზე... და გულდასმით უსმინე. ეს ყველას მოსწონს.


 


არ მოექცე მისი გემოვნების გავლენის ქვეშ


5 „არა“ ბიჭის მოსახიბლად


შესაძლოა, ვიღაცისგან გაიგე, რომ თურმე შენს სიმპათიას მაღალი ქუსლებზე შემდგარი ქერა გოგოები მოსწონს. არადა შენ მუქთმიანი ხარ და კომფორტულად, ქუსლებზე მეტად, კეტებში გრძნობ თავს. ჰოდა, ადექი და იმის გემოვნებას მიუახლოვდი - თმა გადაიღებე, კეტები გაიხადე... მერე რა? ის, რომ მას შენ კი არ მოეწონები, მოეწონება შენი იმიჯი, რომელიც ფარსია.  


წარმოიდგინე, რამხელა იქნება იმედგაცრუება, თუკი საქმე სერიოზულად განვითარდება და სადღაც ბოლოსკენ გაიგებს, რომ სულ სხვანაირი ხარ.


ასე რომ, 100%-იანი სიყვარული არის ის, როცა უყვარხარ შენ და არა შენი იმიჯი.
და სხვათა შორის, კაცების გაერგნული ქცევაც ხშირად არ ემთხვევა მათ რეალურ განწყობებს - ხდება, როცა ბიჭი მხოლოდ მოდელივით გოგოებთან აბამს ფლირტს, მაგრამ ცოლად ჭკვიან, კეთილშობილ და მხიარული ფუმფულას ირთავს.


 


არ შეგაშინოს მისმა შეფასებამ


5 „არა“ ბიჭის მოსახიბლად


პირველი პაემანი ყოველთვის ემიცოურია. მაგრამ თუკი ზედმეტად ნერვიულობ, არ იცი, ხელები სად წაიღო - მაგიდას ჩამოაყრდნო თუ მუცელთან გადაიჯვარედინო, რომ პატარა ღიპი დაიმალო და, საერთოდაც, ერთი სული გაქვს, ამ „გამოცდიდან“ გაიქცე, იცოდე, დაკომპლექსებული ადამიანის შთაბეჭდილებას დატოვებ. ეს კი ბიჭს აფიქრებინებს, რომ მზად არ ხარ ურთიერთობისთვის და დროს ტყუილად კარგავს.


იმისთვის რომ თავდაჯერებულობა იგრძნოთ, სულაც არ არის საჭირო მაკორექტირებელი თეთრეული ან ახალი, საგანგებო ვარცხნილობა.
საჭიროა ფოკუსი შეიცვალოთ და კონცენტრირდეთ არა იმაზე, თქვენ როგორ შეგაფასებენ, არამედ საპირისპიროზე - თქვენ როოგორ შეაფასებთ პოტენციურ ბოიფრენდს.


ყველა გოგო, რატომღაც, აპრიორი მიიჩნევს, რომ მთავარია, ბიჭს მოეწონოს, მაგრამ ეს საფუძველშივე მცდარი შეხედულებაა. როცა გოგო თავად მოირგებს „შემფასებლის“ როლს, დაინახავს, როგორი ენერგიით შეუდგება ბიჭი მის მოხიბვლას.


 


არ დაუჯერო ურთიერთობის ქოუჩებს



„ურთიერთობის მასწავლებლები“ ბევრ რჩევას იძლევიან, მაგალითად: „მამაკაცი მაშინ აფასებს ქალს, როცა მისთვის მატერიალურად იხარჯება“, ან „არ დათანხმდე პაემანს, თუკი შეხვედრა წინა დღეს გთხოვა და არა ერთი კვირით ადრე“, ან „ერთდორულად რამოდენიმე მამაკაცს უნდა ხვდებოდე“, ან „გააოცე შენი სექსუალური ცოდნით და ამისთვის სახლში საგანგებოდ ივარჯიშე“...


ნებისმიერი რჩევა მაშინ „მუშაობს“, როცა ის შენს ხასიათსა და პრონციპებს შეესაბამება. ასე რომ, თუკი ახალგაცნობილ ადამიანთან სექსისთვის მზად არ ხარ, მაშინ თავი შეიკავე და ეს „კარანტინი“ იმდენხანს გაჭიმე, რამდენიც შენ გსურს.


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?