18 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

17 ივლისი 23:00, 2016 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები ხვალისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა: თუ ეგზოტიკური კერძების მოყვარული ხართ, თავისუფლად შეგიძლიათ, ამ დღეს საკუთარ თავს პირის „გემრიელობებით“ ჩატკბარუნების უფლება მისცეთ. 
კარიერა: ნურავის მისცემთ უფლებას, კისერზე დაგაჯდეთ. გაითვალისწინეთ, ამის მსურველი ძალიან ბევრია. 
სიყვარული: რთული გადაწყვეტილების მიება მოგიწევთ. კარგი იქნება, სანამ წარმოთქვამთ „დიახ“ ან „არა“, რჩევა ჰკითხოთ მას, ვისაც ენდობით.



კურო
ჯანმრთელობა: ნუ ეტყვით უარს საკუთარ თავს ცომეულის ჭამაზე, ოღონდ, ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ არ შეიცავდეს ჭარბი რაოდენობით შაქარს. 
კარიერა: მოულოდნელად წამოჭრილი პრობლემების გამო შესაძლოა, სადღაც დააგვიანოთ. საქმისგან თავის დაწღვევა, სამწუხაროდ, შეუძლებელია. უბრალოდ, ამ დღეს ბიზნესშეხვედრას მაინც ნუ დაგეგმავთ. 
სიყვარული: მოგეჩვენებათ, რომ თქვენი მეორე ნახევრისთვის სიყვარულის ერთადერთი ობიექტი თქვენ არ ხართ. დასკვნების გამოტანას ნუ იჩქარებთ. იქნებ, უბრალოდ, ზედმეტად ეჭვიანი ხართ?



ტყუპები
ჯანმრთელობა: უნდა გამოიძინოთ! 8 საათი ძილი ის მინიმუმია, რომელიც დაგეხმარებათ, დილა წარმატებულად დაიწყოთ. 
კარიერა: ეცადეთ, გამოიყენოთ ყველა საქმიანი შემოთავაზება, რომელსაც ამ დღეს მიიღებთ. საქმის მოცულობის ნუ შეგეშინდებათ. ყველაფერს გაუმკლავდებით. 
სიყვარული: თქვენსა და თქვენს საყვარელ ადამიანს შორის გარკვეული უთანხმოება მოხდება, რომლის მიზეზიც, სავარაუდოდ, თქვენ იქნებით.



კირჩხიბი
ჯანმრთელობა: წარმატებით დაასრულებთ ყველა წამოწყებულ საქმეს, რომელთა განხორციელებისგან, რატომღაც, აქამდე თავს იკავებდით. მათ შორის იგულისხმება ის ასპექტებიც, რომლებიც თქვენს ჯანმრთელობას ეხება. 
კარიერა: თუ აქამდე არ გამოგიცხადებიათ, რომ შეუცვლელი და შეუფასებელი თანამშრომელი ხართ, ახლა ამის შესანიშნავი შესაძლებლობა გეძლევათ. 
სიყვარული: მომავლის გეგმები ერთად დააწყვეთ, თუმცა შორ მომავალზე ფიქრი ჯერ არ ღირს.



ლომი
ჯანმრთელობა: ვარსკვლავები კატეგორიულად გიკრძალავენ თვითმკურნალობას! აუცილებლად უნდა მიმართოთ სპეციალისტს!
კარიერა: მოუსმინეთ თქვენი მეგობრების რჩევებს. სულ ტყუილად ფიქრობთ, რომ ისინი ზედმეტად არაკომპეტენტურები არიან. 
სიყვარული: ეს დღე აუცილებალდ დაგამახსოვრებთ თავს, როგორც თქვენი პირადი ცხოვრებისთვის უსიამოვნებების მომტანი. ნუ ინერვიულებთ. ყველაფერი ჩაივლის.



ქალწული
ჯანმრთელობა: თქვენს კანს მეტი ყურადღება სჭირდება. მოუარეთ მას სხვადასხვა მალამოების საშუალებით, გამოიყენეთ სპეციალური გელები...
კარიერა: ნუ მოექცევით საზოგადოებრივი აზრის გავლენის ქვეშ. იმოქმედეთ ისე, როგორც თავად მიგაჩნიათ სწორად!
სიყვარული: თქვენს მეორე ნახევარს მოეჩვენება, რომ რაღაცას უმალავათ. თქვენი მთავარი ამოცანაა, მაქსიმალურად შეინარჩუნოთ გულწრფელობა!



სასწორი
ჯანმრთელობა: თქვენი განსაკუთრებული ყურადღება შესაძლოა თირკმელებმა მოითხოვოს. ნუ გაიციებთ თავს და ეცადეთ, უპირატესობა მიანიჭოთ სასარგებლო სასმელებს, როგორიცაა, მაგალითად, მწვანე ჩაი. 
კარიერა: ეს დღე საკუთარ თავთან მარტომ უნდა გაატაროთ. ესაუბრეთ თქვენს ალტერ ეგოს რაიმე სასიამოვნოზე. ვარსკვლავებს ერთადერთი მოთხოვნა აქვთ - სიტყვა არ დაძრათ სამუშაოზე. 
სიყვარული: საყვარელ ადამიანთან საუბრისას რამდენიმე სერიოზულ შეცდომას დაუშვებთ. მთავარია, საკუთარი თავი საუბარში არ შეზღუდოთ - მსგავსი სიტუაციებისგან ხომ დაზღვეული არავინაა.



მორიელი
ჯანმრთელობა: თქვენთვის განსაკუთრებით სასარგებლო ცურვა იქნება და არ აქვს მნიშნველობა, ამისთვის რა ადგილს შეარჩევთ. 
კარიერა: როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები სამსახურში, ნუ ინერვიულებთ, ამ ყველაფერს სერიოზული შედეგები არ მოჰყვება. 
სიყვარული: თქვენს საყვარელ ადამიანს ამა თუ იმ ავანტიურაზე თქვენი დაყოლიება არ გაუჭირდება. თქვენ მას მაშინვე დათანხმდებით, ზედმეტი სიტყვების გარეშე.



მშვილდოსანი
ჯანმრთელობა: ვარსკვლავები გირჩევენ, ხვალ ხერხემალზე იფიქროთ. აუცილებლად მიმართეთ ექიმს და მასაჟისტს, რათა მათთან გაიაროთ კონსულტაცია საჭირო სავარჯიშოების შესახებ. 
კარიერა: არ ღირს თანამშრომლების მიმართ უნდობლობის გამოცხადება, აუცილებელია, გუნდური მუშაობა ისწავლოთ!
სიყვარული: თქვენი საყვარელი ადამიანი ერთი სიტყვით, ერთი შეხედვითაც კი მიგიხვდებათ სათქმელს.



თხის რქა
ჯანმრთელობა: ნუ გავიწყდებათ დილით საუზმობა. სწორად შერჩეული საუზმე თქვენი ჯანმრთელობის გარანტი იქნება. 
კარიერა: წარმატებული დღეა საქმიანი შეხვედრებისთვის, ახალი იდეების განხორციელებისა და სერიზული ნაბიჯების გადასადგმელად. დაელაპარაკეთ თქვენს ბიზნესპარტნიორებს. 
სიყვარული: საყვარელი ადამიანისგან ძალიან ბევრის მიღებას მოისურვებთ, თუმცა, სამწუხაროდ, სასურველს ვერაფერს მიიღებთ.



მერწყული
ჯანმრთელობა: ამ დღეს ფილტვებისა და ბრონხების გაციების დიდი შანსია, მიაქციეთ ყურადღება თქვენს ჯანმრთელობას. 
კარიერა: უჩვეულოდ მოაზროვნე, კრეატიულ ადამიანებს გაიცნობთ, რაც თქვენი საქმიანობის სრულიად ახალი კუთხით აღქმაში დაგეხმარებათ. 
სიყვარული: თქვენი საყვარელი ადამიანის გაემოცვაშიც კი თავს მარტოსულად იგრძნობთ, მიუხედავად იმისა, რას მოიმოქმედებს და რას გეტყვით ის. ეცადეთ, არ გაბრაზდეთ მასზე და აპატიოთ არაადეკვატური რეაქციები.



თევზები
ჯანმრთელობა: ნუ იჩქარებთ დასკვნების გამოტანას. განსაკუთრებით მაშინ, თუ მკურნალობის პროცესი სულ ახლახანს დაიწყეთ. 
კარიერა: პროფესიული სრულყოფისთვის შესაფერისი დღეა. ძველ საქმეს ახალი ხედვით მიუდექით, შეცვალეთ მუშაობის მეთოდები, ეძიეთ სიახლეები და ეცადეთ, დანერგოთ ნოვაციები. 
სიყვარული: ხვალ თქვენს საყვარელ ადამიანზე განსაკუთრებულად პასუხისმგებელი იქნებით, ისე, როგორც დედა საკუთარ შვილზე.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?