19 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

18 ივლისი 23:00, 2016 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები ხვალისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა: გამუდმებული დაძაბულობისგან თვალები გადაგეღალათ, ამიტომ კარგი იქნება, თუ ცოტათი დაასვენებთ. გააკეთეთ თვალის ვარჯიშები და ხშირად უყურეთ რამე სასიამოვნოს, თუნდაც ეს სიმპათიური კოლეგა იყოს.
კარიერა: ნუ მიაქცევთ ყურადღებას კოლეგების საქმიანობას. შესაძლოა, მსგავსი მოვალეობები გაქვთ, მაგრამ ისინი მაინც განსხვავებულია. თანაც დავალების შესრულების მიმართ თქვენი დამოკიდებულებაც განსხვავებულია. ნუ დაივიწყებთ, რომ ამ სამყაროში ერთადერთი და განუმეორებელი ხართ.
სიყვარული: ხვალ თქვენი გულის ვარდი თავის მოსაზრებებს ისეთ საკითხებზე გაგიზიარებთ, რომლებზეც აქამდე არასოდეს უსაუბრია. ეს ურთიერთობაში გარკვეულ პრობლემებს შექმნის, თუმცა, მეორე მხრივ, ის მაინც გაგენდოთ, რაც ბევრ რამეზე მეტყველებს.



კურო

ჯანმრთელობა: ეცადეთ, რაც შეიძლება მეტი რაოდენობით მიირთვათ რკინით მდიდარი პროდუქტი, რადგან ამჟამად ყველაზე მეტად ეს ელემენტი გესაჭიროებათ. მაგალითად, დღეში რამდენიმე ვაშლი თქვენთვის ძალიან სასარგებლო იქნება.
კარიერა: ხვალ უფროსთან კამათს ერიდეთ, რადგან დროსაც უქმად დაკარგავთ და თავსაც უხერხულ მდგომარეობაში ჩაიგდებთ, რადგან თქვენი პოზიცია არასწორია, დრო კი, რომელიც უსარგებლო კამათზე დაკარგეთ, შეგეძლოთ, უკეთ გამოგეყენებინათ. გირჩევთ, შეფის ყველა მოთხოვნა უპირობოდ დააკმაყოფილოთ.
სიყვარული: არ ღირს ამდენი ფიქრი იმაზე, რა გელით საყვარელ ადამიანთან მომავალში. იცხოვრეთ დღევანდელი დღით, მიჰყევით დინებას და დატკბით ცხოვრებით.



ტყუპები
ჯანმრთელობა: 
გრძნობთ, როგორ გადაიღალეთ და გამოიფიტეთ? თუ გსურთ, ისევ ფორმაში ჩადგეთ, უარი არ თქვათ კალორიულ საკვებზე და ნურც ვიტამინების შესახებ დაივიწყებთ.
კარიერა: ხვალ აქტიური შემოქმედებითი საქმიანობა მოგიწევთ, თუნდაც ეს სრულიად არ შეესაბამებოდეს თქვენს პროფესიულ საქმიანობას. თქვენ კიდევ ერთხელ დაუმტკიცებთ ყველას, რომ ნებისმიერ საქმესთან გამკლავება საუკეთესოდ შეგიძლიათ.
სიყვარული: გირჩევთ, ნაკლები იფიქროთ და მეტი იმოქმედოთ, როგორც ინტუიცია გიკარნახებთ. შესაძლოა, მან რამდენჯერმე გიღალატათ, მაგრამ ამჯერად შეუმცდარი იქნება. სხვათა შორის, ხვალ თქვენს საყვარელ ადამიანსაც შეუძლია, თქვენს ინტუიციას ენდოს.



კირჩხიბი

ჯანმრთელობა: მეტი ყურადღება გამოიჩინეთ კუჭის მიმართ. გირჩევთ, ზაფხულის პაპანაქებაში ნაკლები გაზიანი და ყინულიანი წყალი მიირთვათ. უკეთესი იქნება, თუ გაზიანზე საერთოდ უარს იტყვით და ცოტა ხნით დიეტას დაიცავთ.
კარიერა: ხვალ წარმატებული მხოლოდ ის საქმე იქნება, რომელსაც თანამოაზრეთა გუნდთან ერთად შეეჭიდებით. უარს ნუ იტყვით იმ კოლეგების დახმარებაზე, რომლებთანაც კარგი ურთიერთობა გაქვთ. თუმცა არაკეთილმოსურნეებისგან თავი შორს უნდა დაიჭიროთ. ბოლოს და ბოლოს, ისწავლეთ ნამდვილი ადამიანების ყალბისგან გარჩევა.
სიყვარული: ისწავლეთ სიყვარულისთვის თავდადება. აუცილებელი არაა პარაშუტით გადახტომა ან საყვარელი ადამიანის მონსტრებისგან დახსნა. გმირობა შესაძლოა, ყოფითიც იყოს. მაგალითად, საკმარისი იქნება ჭურჭლის ან თეთრეულის გარეცხვა ან მასთან ერთად ოპერაში წასვლა. ეს თუ შეძელით, მის თვალში ნამდვილ გმირად იქცევით და თქვენი თავდადების ამბებს საოჯახო ისტორია შემოინახავს.



ლომი
ჯანმრთელობა: 
ხელსაყრელი დროა სახის პროცედურების ჩასატარებლად. მათ შორის, ნაოჭების საწინააღმდეგო პროცედურებიც იგულისხმება, რაც ხვალ განსაკუთრებით ეფექტური იქნება.
ბიზნესი: ვარსკვლავები გირჩევენ, მოახდინოთ საკუთარი შემოქმედებითი პოტენციალის რეალიზება და სამსახურებრივი მოვალეობების განხორციელებას არასტანდარტულად მიუდგეთ. შესაძლოა, ამან სამუშაო არ გაამარტივოს, მაგრამ საინტერესოს ნამდვილად გახდის. იქნებ ამის შემდეგ სამსახურში მისვლაც უფრო სახალისო გახდეს? რა იცით.
სიყვარული: გაიხსენეთ, როგორი რთული იყო ცვლილებების მოლოდინი და როგორ მიუწვდომელ ბედნიერებად ხედავდით მას რთული საქმის წინ. ხვალ ამგვარი მოგონებები ძალიან წაგადგებათ, რადგან თქვენს პირად ცხოვრებაში ყველაფერი მეორდება. უბრალოდ, მოეშვით და გამუდმებით საათს ნუ დაჰყურებთ, რადგან ასეთ შემთხვევაში დრო შესაძლოა, საერთოდ გაჩერდეს.



ქალწული
ჯანმრთელობა: 
ეცადეთ, ხვალ საქმეები ადრე დაასრულოთ და ადრე დაიძინოთ, რადგან რაც მეტ სიზმარს ნახავთ, ზედმეტი წონის დაგროვების მეტი შანსი გექნებათ. გაითვალისწინეთ, თუ გამუდმებით ღამის თენება გიწევთ, გასუქების საფრთხე გემუქრებათ.
კარიერა: დასვენების დღეს მუშაობა მხოლოდ თქვენ არ გეზარებათ და შეწყვიტეთ ამის გამო პარტნიორებისა და ხელქვეითების დატუქსვა, რომლებსაც სამუშაო პროცესის გაუმჯობესებასთან დაკავშირებული გენიალური იდეები გააცანით. ჩაიწერეთ თქვენი ბრწყინვალე იდეები უბის წიგნაკში და ამ თემაზე სხვა დროს გაესაუბრეთ.
სიყვარული: ხელსაყრელი დღეა თვითგანვითარებისთვის, მაგრამ ნუ ეცდებით, ეს საყვარელ ადამიანს გაუზიაროთ, რადგან ხვალ განსხვავებული გეგმები აქვს. მისი უარის შემდეგ, სავარაუდოდ, სხვა კომპანიონის ძებნას დაიწყებთ, რასაც შესაძლოა, პრობლემები მოჰყვეს, თუმცა ამის შესახებ მოგვიანებით გაიგებთ.



სასწორი

ჯანმრთელობა: კარგი იქნება, თუ ყავის სმას მოუკლებთ, რადგან ძვლოვან სისტემას კალციუმისგან აღარიბებს. თუ გსურთ, რომ დილიდან თავი მხნედ იგრძნოთ, მიირთვით მწვანე ჩაი ჟენშენთან ერთად.
კარიერა: ხვალ ისეთი განცდა გაქვთ, რომ სხვადასხვა ნიღბის მორგებისას, საკუთარი სახე დაკარგეთ. ხან კარგი თანამშრომელი ხართ, ხან მზრუნველი ნათესავი, მაგრამ ეს თქვენი ყოფის მხოლოდ ერთი ნაწილია, რომელიც ხვალ შეგიძლიათ, ძალიან აშკარად გამოავლინოთ. 
სიყვარული: კარგი დღეა იმისთვის, რომ საყიდლებზე ერთად წახვიდეთ. ეცადეთ, რომ საჭირო ნივთების შეძენის გარდა, ამ საინტერესო, მაგრამ დამღლელი პროცესით სიამოვნება მიიღოთ. მთავარია, მოინდომოთ.



მორიელი

ჯანმრთელობა: ხვალ მორიელებისთვის მასაჟი განსაკუთრებით სასარგებლო იქნება. მით უფრო, თუ ამ მასაჟს საყვარელი ადამიანის ხელი გააკეთებს. მასაჟის პროფესიულ დონეზე ცოდნა აუცილებელი არაა. მთავარია,  სითბო და მზრუნველობა იგრძნობოდეს. 
კარიერა: ხვალ მთლიანად მეგობრების, კოლეგებისა და პარტნიორების რჩევაზე ხართ დამოკიდებული. შესაძლოა, ზოგი რჩევა სასარგებლოც აღმოჩნდეს, თუმცა სანამ გადაწყვეტილებას მიიღებთ, ყველაფერი კარგად უნდა აწონ-დაწონოთ.
სიყვარული: სავარაუდოდ, თქვენი ყულაბა, რომელშიც სამოგზაურო ფულს აგროვებდით, ბოლომდე გაივსო. ამ მნიშვნელოვანი ფაქტის აღსანიშნავად, ოჯახის წევრებთან ერთად მომდევნო თვის გეგმა უნდა დასახოთ. შესაძლოა, რამე საინტერესო გადაწყვეტილებაც მიიღოთ, თუმცა  თავად ძიების პროცესიც არანაკლებ სახალისო იქნება.



მშვილდოსანი

ჯანმრთელობა: ხვალ შესაძლოა, განწყობა გაციებამ და ხველებამ  გაგიფუჭოთ. მოვლენების ამგვარად განვითარება რომ თავიდან აიცილოთ, ერიდეთ ორპირ ქარში მოხვედრას და შეზღუდეთ ნაყინის ოდენობა. 
კარიერა: რასაც ხვალ უნდა ებრძოლოთ, ეს ქაოსური ფიქრებია. ეცადეთ, რომ თქვენი ყოველი ნაბიჯი პრაქტიკულობით იყოს მოტივირებული და შეძლებთ, მიზანს განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე მიაღწიოთ. თავდაუზოგავად იშრომეთ. ისე, თითქოს ამისთვის პრემიას გიხდიან. რა იცით, იქნებ ასეც მოხდეს.
სიყვარული: შესაძლოა, ხვალ თქვენი გულის ვარდი საზოგადოებას არაადეკვატური და არაპროგნოზირებადი ეჩვენოს. თქვენ მას დიდი ხანია იცნობთ, მაგრამ შესაძლოა, სხვებისთვის მისი ქმედებების ახსნა და მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ გაფრთხილებაც მოგიწიოთ.



თხის რქა

ჯანმრთელობა: თუ ჯანმრთელობა ამის საშუალებას გაძლევთ, ორგანიზმის გაწმენდის პროცედურები ჩაიტარეთ. კარგი იქნება, თუ მანამდე კონსულტაციას სპეციალისტთან გაივლით, რომ შესაფერისი მეთოდი შეარჩიოთ.
კარიერა: წარმატებული პარტნიორობის წყალობით, შეგიძლიათ, უამრავი საქმე მოაგვაროთ. კარგი შანსი გაქვთ, რომ ხვალ ახალ პარტნიორთან გარიგება დადოთ. ხვალ დაწყებული ყველა საქმე უმოკლეს დროში დამთავრდება და შვებით ამოისუნთქავთ. 
სიყვარული: ხვალ საყვარელი ადამიანისთვის რაღაც შემოქმედებითისა და საინტერესოს მოფიქრება მოგიწევთ. მაგალითად, დახატეთ თქვენი სიყვარულის სიმბოლო ან სიმღერა მიუძღვენით. მაღალპროფესიულ დონეზეც რომ არ გამოვიდეს, თქვენი მეორე ნახევარი მაინც აღფრთოვანებული დარჩება.



მერწყული
ჯანმრთელობა: 
ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუმჯობესება განწყობას გაგიუმჯობესებთ და სასიცოცხლო ენერგიას შეგმატებთ. ხვალინდელი დღე ნაყოფიერი და წარმატებული იქნება, ამიტომ ბევრი საქმის გაკეთებას მოასწრებთ.
კარიერა: ხვალ ყველაფერს იუმორით უნდა შეხედოთ. მათ შორის, მუშაობის აუცილებლობას, როცა ამის სურვილი არ გაქვთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, მოვლენების საღად აღქმის უნარი დაკარგოთ.
სიყვარული: მეტისმეტად ბევრს ფიქრობთ სიტუაციის ანალიზზე და ცდილობთ, საკუთარი გრძნობები ლოგიკისა და გონიერების კუთხით ახსნათ. თქვენი მცდელობის მიუხედავად, მათი რაციონალური ახსნა შეუძლებელია.



თევზები
ჯანმრთელობა: 
მეტი დრო დაუთმეთ თმის მოვლის პროცედურებს. ამჟამად ის თქვენგან მეტ ყურადღებას მოითხოვს. თუ თმის სპეციალური საშუალებებით მოვლა გეზარებათ, ბოლოს და ბოლოს, დაივარცხნეთ მაინც.
კარიერა: ნუ ცდილობთ მოვლენების შეცვლას და გარშემომყოფებზე გავლენის მოხდენას. უდავოდ, ავტორიტეტული პიროვნება ხართ, მაგრამ მუდმივად ამაზე აპელირებით ისევ საკუთარ ავტორიტეტს დააზიანებთ. გაითვალისწინეთ, რომ ხვალ თავდაჯერებული ქმედებების ნაკლები საფუძველი გაქვთ. 
სიყვარული: თავადაც ვერ ხვდებით, სად გაქრა თქვენი პირადი ცხოვრება და რით უნდა უშველოთ მას. ამიტომ მიჰყევით დინებას და შესაძლოა, მშვენიერ ადგილას გამოგრიყოთ.


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?